ემილი დიკინსონი - თითქოს წყალობას ვითხოვდი მრევლის (323)
თითქოს წყალობას ვითხოვდი მრევლის, ვევედრებოდი გაწვდილი ხელით, ვიღაც უცნობმა სამეფო მთელი მომიბოძა და გავხევდი ელდით;
თითქოს ავრორას გაკაშკაშებით დილას შევთხოვდი ღამენათევი - მან მეწამული გახსნა კაშხლები და დამაფრქვია თავზე ნათელი!
8 დეკემბერი, 2019 წ.
Emily Dickinson - As if I asked a common Alms (323)
As if I asked a common Alms, And in my wondering hand A Stranger pressed a Kingdom, And I, bewildered, stand –
As if I asked the Orient Had it for me a Morn - And it should lift it's purple Dikes, And shatter Me with Dawn!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|