ნინო დარბაისელი
ნარვალი - - - (ეტიუდი მეგობარს.გამოცნობას არა ვართ!)
სხვათა თვალში ვჩანდით, როგორც ორი გიჟი თუ შეთე... სად იპოვოს სხვა, თუშეთმა, მხურვალე მეთუშეთე!
მხატვრად კი არ მაგონდები, ხან ისეთი წამია, თვალწინ უცებ დამიდგება ორი მაწვნიჭამია.
დავიკიდეთ ფეხზე როგორ ყველას ნაქირქილები! წინ გველაგა ორცხობილა, თეთრად სავსე ქილები.
მურაბები - რაფაზე და ტაფამწვარი - ტაფაზე... რაც დრო გადის, ყოფით ამბებს როგორ მეტად აფასებ!
გალას კვალზე დაგეშილთა პირს ნავლები ჩალები, ხან - ნაპოვნით აღმა მფრენი - ფეხით მოჩანჩალენი.
“ლექსს წერ? გინდა? - დამელოდე, მოვალ, მოგეხმარები”.. მოხვიდოდი, დაჯდებოდი, თბილის-ქალაქს მარები.
ჩვენი “პიმოდანობები”, ხორცსაკეპში - მტევანი, ლექსით ღამისთენებათა მწარე შემოტევანი!
მზის ქვეშეთში გადის ყოფა, ცვალებადი, უცვლელი. მომაგონდი, მომეძალა სათქმელი დაუცლელი, უნდოდ ცელით მოცელილო, დამრჩა შენი ფურცლები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არაჩვეულებრივი პასუხი მივიღე, პასუხზე მეტი. გმადლობთ, ნინო.
არაჩვეულებრივი პასუხი მივიღე, პასუხზე მეტი. გმადლობთ, ნინო.
9. მადლობა მისანო, მზია, მუხა! მზია, ფოსტა ნახეთ. ყველას ვერ გავანებივრებ მზა და სანუკვარი ინფორმაციით. სხვას, ვისაც აინტერესებს, თავად გაისარჯოს გასაგებად. მინიშნებას კი დავუტოვებ გალაკტიონის ლექსიდან ,,ქარი დაცხრა სიბობოქრის”
მე გიყურებ, როგორც ქარვას, შორით- შორად ფიქრით ნარვალს. თან გაატანს ქართა ქარვას ჩამავალ მზეს, ჩამავალს. მადლობა მისანო, მზია, მუხა! მზია, ფოსტა ნახეთ. ყველას ვერ გავანებივრებ მზა და სანუკვარი ინფორმაციით. სხვას, ვისაც აინტერესებს, თავად გაისარჯოს გასაგებად. მინიშნებას კი დავუტოვებ გალაკტიონის ლექსიდან ,,ქარი დაცხრა სიბობოქრის”
მე გიყურებ, როგორც ქარვას, შორით- შორად ფიქრით ნარვალს. თან გაატანს ქართა ქარვას ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
8. ძალიან სასიამოვნო მიძღვნაა, მელოდიური თბილი, გრაფიკაც ჩემი მოსაწონი. ძალიან სასიამოვნო მიძღვნაა, მელოდიური თბილი, გრაფიკაც ჩემი მოსაწონი.
7. ნარვალი რას ნიშნავს?
ნარვალი რას ნიშნავს?
6. ეგ კარგი თვისებაა ... ,,ყოველი დღე უნდა იყოს ძიება ახლის“ როგორც გალაკტიონი იტყოდა) თქვენი კომენტარიდან ჩანს რომ ნაფიქრიც ბევრი გქონიათ რაც ცუდი ნამდვილად არის ... თუმცა მე გირჩევდით რომ შემოქმედებითი პროცესის დროს უფრო გულს მიენდოთ ვიდრე გონებას ... წარმატებები. ეგ კარგი თვისებაა ... ,,ყოველი დღე უნდა იყოს ძიება ახლის“ როგორც გალაკტიონი იტყოდა) თქვენი კომენტარიდან ჩანს რომ ნაფიქრიც ბევრი გქონიათ რაც ცუდი ნამდვილად არის ... თუმცა მე გირჩევდით რომ შემოქმედებითი პროცესის დროს უფრო გულს მიენდოთ ვიდრე გონებას ... წარმატებები.
5. მადლობა, მისანო! კარგად ვწერ-მეთქი, ვერ ვიტყოდი. უფრო დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს წერისას ექსპერიმენტები. უფრო ზუსტად, თუ საექსპერიმენტო არაფერია, ვერც ვწერ. სულ ვცდილობ, რამე ისეთი გავაკეთო, რაც ადრე არ მიცდია, ან მიცდია, მაგრამ ისე არ გამომსვლია, როგორც ვვარაუდობდი. კონკრეტულად ამ ლექსში ერთი ნაკლებაქტუალური რიტმული საზომი გამოვაცოცხლე, გასული საუკუნის ორმოცდაათიანი- სამოციანი წლებიდან. ორიენტაცია არა რითმაზე, არამედ სასაუბრო ფრაზეოლოგიაზე ავიღე. გარდა ამისა, პრინციპულად ყოფითი დეტალებით ავავსე ლექსი. პრაქტიკულად, მთლიანად უარი ვთქვი პოეტურ ლექსიკაზე, თუ არ ჩავთვლით ფინალში ალუზიას ეკლეზიასტედან და ცელის მომენტს. გავაჯერე ტექსტი სუბიექტური კოდებით, რამაც გამოიწვია ამ თითქოს ღიაობაში მძიმე ჰერმეტიზაცია. ვგრძნობ, რომ ჩანაფიქრი კი საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ ალბათ უფრო ოპტიმალური დოზები მაქვს დასადგენი.
მადლობა, მისანო! კარგად ვწერ-მეთქი, ვერ ვიტყოდი. უფრო დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს წერისას ექსპერიმენტები. უფრო ზუსტად, თუ საექსპერიმენტო არაფერია, ვერც ვწერ. სულ ვცდილობ, რამე ისეთი გავაკეთო, რაც ადრე არ მიცდია, ან მიცდია, მაგრამ ისე არ გამომსვლია, როგორც ვვარაუდობდი. კონკრეტულად ამ ლექსში ერთი ნაკლებაქტუალური რიტმული საზომი გამოვაცოცხლე, გასული საუკუნის ორმოცდაათიანი- სამოციანი წლებიდან. ორიენტაცია არა რითმაზე, არამედ სასაუბრო ფრაზეოლოგიაზე ავიღე. გარდა ამისა, პრინციპულად ყოფითი დეტალებით ავავსე ლექსი. პრაქტიკულად, მთლიანად უარი ვთქვი პოეტურ ლექსიკაზე, თუ არ ჩავთვლით ფინალში ალუზიას ეკლეზიასტედან და ცელის მომენტს. გავაჯერე ტექსტი სუბიექტური კოდებით, რამაც გამოიწვია ამ თითქოს ღიაობაში მძიმე ჰერმეტიზაცია. ვგრძნობ, რომ ჩანაფიქრი კი საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ ალბათ უფრო ოპტიმალური დოზები მაქვს დასადგენი.
4. თქვენ ხომ გჯერათ რომ კარგად წერთ? მთავარი ეგ არის დ თქვენ ხომ გჯერათ რომ კარგად წერთ? მთავარი ეგ არის დ
3. ძალიან გულთანაც ნუ მიიტანა ჩემს შეფასებას, როდესაც საქმე ლექსს და ზოგადად პოეზიას ეხება ძალიან მომთხოვნი ვხდები.... ძალიან გულთანაც ნუ მიიტანა ჩემს შეფასებას, როდესაც საქმე ლექსს და ზოგადად პოეზიას ეხება ძალიან მომთხოვნი ვხდები....
2. ეჰ, აბა, რა გამოვიდა ახლა! მისანს სამი მინუსით დაუტოვებია... ხომ არ წავშალო? ეჰ, აბა, რა გამოვიდა ახლა! მისანს სამი მინუსით დაუტოვებია... ხომ არ წავშალო?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|