ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭარელი
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2019


ფერადთვალა ბიჭი


რევოლუცია საკუთარი სხეულის
გამქრალი ნდობა იმის რისიც გჯერა
დაუძინებელი მეტოქე დარქმეული სახელი სომნია ინ
ახლა შენ გეძებ,რომ გავხდე რაღაც მონსტრის მსგავსი.
მცხელა ყველაფერი,
შიშით გაგუდული სხეული ფრენას მაიძულებს,
დაუსრულებელ ნახატს ვაგდებ ცეცხლში საიდუმლოდ.
ყოველთვის მეგონა გამოდარება გონების,
დაამსხვერვდა ჩემს საუკუნო მოთხოვნას ვიქცე ფრინველად.
მხოლოდ ერთის მჯერა და ის ერთი შენ არ ხარ,
მოხატული კედლები ჩემი სისხლით აღარ ინგრევა,
სამუდამოდ დავტოვებ დაფლეთილი სხეულის ნაწილებს.
შენ ამაღლდები ცხოვრების შიშით,მაგრამ გასროლას ვერ მოახერხებ.
მხოლოდ მე ვკვეთავ სიჩქარის ღერძებს,
დაუდგენელი ხარისხით სიფაქიზის
კვლავ შემოგხედავ და გეტყვი რომ გეძებ.




ეძღვნება ჩემს ლუკას,
15 წლის ბიჭს,რომელმაც 2019 წლის 11 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადმოხტომა გადაწყვიტა.
რომ გაიღვიძებს მინდა რომ ბევრი,ბევრი პულივიზატორი ვიყიდო მთელ ქალაქს დავაწერო "ამ ცხოვრების დედაც" და ფოტოები პირველი მას ვაჩვენო.

(ძალიან,ძალიან მძიმედაა,15 დეკ.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს