| ავტორი: ბასასუნა ჟანრი: პროზა 14 თებერვალი, 2009 |
ჩვენი ფიქრები ერთმანეთს კვეთენ ...ეჯახებიან...ეწინააღმდეგებიან...ფარავენ ერთმანეთს...მერე ისევ კვეთენ. ადამიანები ჩემს შიგნიდან შემოდიან გამჭვირვალენი, იცი, როგორ მიყვარს, რომ არ მედარდები. რომ ერთმანეთი არ გვედარდება. გაიქეცი, დაიმსხვერი... მერე ნაწილ-ნაწილ აგკრიფე, მერე ისევ დაგყარე და გადაგიარე .ცოტახანი ვიდექი და მერე მეც დავიმსხვერი. ახლა არ ვიცი ვინ ვარ, ჩვენ ხომ ერთმანეთისგან აგვკრიფეს .ადამიანები ბედნიერნი ვიქნებოდით, მარტივად რომ გვეგრძნო ამ ქვეყნად თავი. მაგრამ უბედურნი- რომ მარტივები ვართ.შენ ნაკრები ხარ ყველაფერი დაუწყობლისა და არეულის,არ დამეღალო ამ ცხოვრებით. მე არარსებულ ოთახებში დავბარბაცებ, არარსებული სახლი მუქია და მომაკვდინებლად მიწყნარებული. დავცარიელდი, დავიფანტე ადამიანო და შენც მოხვედი. თითქოს იგრძენი, მე რომ უფრო მიჭირდა და თამაშით გააღე ჩემი კარები. შემყავხარ ჩემში. ის ჩემია...რომელი კარი დამრჩა ღია, რომ შემოეხეტე?... მერე განთიადზე ფიქრებად მოდიოდი.მინდა სიცარიელე გავაგრძელო,.ნეტა შეგეძლოს იწვოდე გრძნობებით და ოცნებობდე..ადამიანო,სამყარო ირეკლება შენში, ხალხი კი ქვევრივით ამოგძახის. ეეხ ,ვიგუდები უარაფრობით და უშენობით, უთავბოლოდ ვარ უშენოდ. სულელურ ფორმებში ვემალები უშენობას . შემინახე. ჩემი წილი სისხლიანი მოგეკრობი და შეგეხორცები...მძვრება კანი, როგორც ქერქი უარაფრობისგან . ჩემი მე ტანზე აგეკრობა და კანიდან შეიწოვ, სისხლში გაგიჯდები და გულს დაგიმშვიდებ .ავტორი მე ვარ იმ წიგნისა,რომელსაც "ჩემი ცხოვრება" ჰქვია.შენ იყავი დრო,მე კი... ცხოვრება. წარსული კი სინამდვილეში არ არსებობს და დრო მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია... ის, რაც ჩვენს შემდეგ დარჩება, ნაყოფია ჩვენი შიშისა - რომ უკვალოდ გავქრებით... აქაც დავპატარავდი . მგონი სფეროს შიგნით არსებული ჰაერი ვარ მხოლოდ... სული მეხუთება - ჰაერი ვარ და ჰაერი არ მყოფნის, მეტი ჩემი თავი მინდა, რომ ვისუნთქო, სასაცილოა. უშენობით სხეული იფიტება. შეიძლება ვეღარ დავემთხვეთ ერთმანეთს. მე მხოლოდ შემიძლია გავამუქო ან გავაბაცო შენი ცუდად ყოფნა, ეკლებით ეკვრი ჩემი ნერვების კედლებს,ხედვის მიღმა დანახულ სიბნელეს და შენფერ ყავას. კონტურები გავუფერადეთ ერთმანეთს.შიგთავსი კი ცარიელი დაგვრჩა ... ჰაერს უსმინეთ,ადამიანებოოო.გაგაბრუებთ -დამიჯერეთ.მერე მკვდრები გავაცოცხლოთ და დავუნიშნოთ პაემანი. მე შუქნიშანს დავავიწყდი და გავეპარე...
მოვაღწევ შენამდე ?! -
იქ, სადაც მე და შენ ვიწყებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. შიცნიდან, სულის სიღრმიდან მოდის... შიცნიდან, სულის სიღრმიდან მოდის...
10. ვკითხულობდი და ... ვიღაც მაგონდებოდა თავის ნაწერებით :) ვკითხულობდი და ... ვიღაც მაგონდებოდა თავის ნაწერებით :)
9. მოვაღწევ შენამდე ?! -
იქ, სადაც მე და შენ ვიწყებით... ??????????????????? მოვაღწევ შენამდე ?! -
იქ, სადაც მე და შენ ვიწყებით... ???????????????????
8. ადგილებში არაბუნებრივად გამძაფრებული მეჩვენა, თუმცა მთლიანობაში მომეწონა:) წარმატებები! ადგილებში არაბუნებრივად გამძაფრებული მეჩვენა, თუმცა მთლიანობაში მომეწონა:) წარმატებები!
7. გმადლობთ რომ კითხულობთ. თქვენი მოსაზრებები,კომენტარები და შენიშვნები ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია ჩემთვის. :) გმადლობთ რომ კითხულობთ. თქვენი მოსაზრებები,კომენტარები და შენიშვნები ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია ჩემთვის. :)
6. მრავალ ვალენტინობას დაესწარით. მრავალ ვალენტინობას დაესწარით.
5. :) კორექტირება!!! :) :) კორექტირება!!! :)
4. გადატვირთულია, მაგრამ არაა ცუდი :) გადატვირთულია, მაგრამ არაა ცუდი :)
2. წარსული კი სინამდვილეში არ არსებობს და დრო მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია... ის, რაც ჩვენს შემდეგ დარჩება, ნაყოფია ჩვენი შიშისა - რომ უკვალოდ გავქრებით... აქაც დავპატარავდი . მგონი სფეროს შიგნით არსებული ჰაერი ვარ მხოლოდ... სული მეხუთება - ჰაერი ვარ და ჰაერი არ მყოფნის, მეტი ჩემი თავი მინდა, რომ ვისუნთქო, სასაცილოა.
ძალიან კარგია. 5 წარსული კი სინამდვილეში არ არსებობს და დრო მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია... ის, რაც ჩვენს შემდეგ დარჩება, ნაყოფია ჩვენი შიშისა - რომ უკვალოდ გავქრებით... აქაც დავპატარავდი . მგონი სფეროს შიგნით არსებული ჰაერი ვარ მხოლოდ... სული მეხუთება - ჰაერი ვარ და ჰაერი არ მყოფნის, მეტი ჩემი თავი მინდა, რომ ვისუნთქო, სასაცილოა.
ძალიან კარგია. 5
1. ვალენტინობას გილოცავთ:) ვალენტინობას გილოცავთ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|