 | ავტორი: ნინო99 ჟანრი: პოეზია 29 დეკემბერი, 2019 |
ის მდუმარება წასულა ჩემგან, წუხელ რომ თოვდა ქუჩაბანდებში, ფიფქში ნაძერწი პატარძალივით გზას გაჰყოლია ჩუმი კრძალვებით... არადა, წუხელ მომძებნა თვითონ, ტანი შემმოსა ცისფერ ფიქრებად, მოჩვენებითი გაზაფხულივით გამომაყარა ლამაზ კვირტებად... ასე მაცეკვა დილის ლოდინში, ცივი სუნთქვებით მითბობდა ვნებას და გაყინული ლამაზმანივით ლანდად ხატავდა ლხენას და შვებას.... არადა, წუხელ მომძებნა თვითონ, მხედავდა ყველგან თვალები სველი, ისე საყვარლად მეტმასნებოდა, რა ვქნა, ვერ ვკარი ვერაფრით ხელი... როგორ დავნებდი, როგორ გავხელდი, როგორ ავყევი მის უშნო ნებას, როგორ დამჯაბნა ცივმა ღიმილმა და ამაყოლა სინდისის ცეკვას... არადა წუხელ ვიყავით ერთად მე და სიჩუმე, თოვლს მოყოლილი, ერთად ვცდილობდით, გადაგვეგორა ზამთრის დილიდან ქვა მოლოდინის... ჰოდა, წუხელის ვიყავით ერთად ცივი სუნთქვა და უხმო წუხილი... რა სულელი ვარ, ვისთვის გავხარჯე თუნდ წუთიერი ვნების დუღილი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|