ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2020


....შენ..

იქ , სადაც გამოკეტილ მარტოობად
შექმნილ ილუზიად
ახარხარდება ქვესკნელი
მე შენ გიჭერ !

არის აქ ვინმე?
არის აქ ვინმე?
.....
'იქნებ სადღაც,
ვიღაც ასე
ზის და იცდის' -
ამ სიტყვებით გავუდექი გზას
და შენ გიპოვნე.

მე ყოველთვის აქ ვარ
და ხელი მაქვს გაწვდილი
რომ მომეჭიდო -
გაიღვიძე !

ადამიანის 'მეში' განმარტოებას
სიცილს დავაყრი ისევ.
და თუ კიდევ დამემალები კარის უკან
ბოლო ხმაზე დავიყვირებ რომ მე შენ -

გიჭერ!

სიცარიელე - რომელიც - ამოივსება სამყაროში
იმით
რომ ზოგჯერ
შინაგან ბავშვს ყველა არ კლავს-
მე გადავრჩი
და ჩემი გადარჩენით
შენც გადაგარჩინე.

ბოროტების ყვავილებად
ჩვენში გაზრდილ მცენარეებს დავუსხამთ წყალს,
რომ სიღრმეებიდან მეტად ამოიტანონ
ამბები -
არსებობაზე , რომელიც დაგვავიწყდა -
მისმინე!

და კითხვის ნიშნებს
მოგრეხილ კაცუნებად წარმოვიდგენთ და
სასაცილო მარიონეტებად ვათამაშებთ-
დაე ეგონოთ , რომ ფსკერზე ორ წამზე მეტხანს გავჩერდებით.

ფესვებს, რომელიც შენში გადმოზრდილ ყვავილებად კისკისებენ,
სიტყვებს გამოვაყოლებ ხოლმე
დაუსრულებელ საუბრად
დაუსრულებელ ამეტყველებულ გადახსნილობად-
დაანგრიე ყველა ბარიერი -
იცეკვე !
და შენც ლაპარაკს იწყებ.

მარტოობის სიმყრალეში ანთებულ წერტილად ვიშვი,
ბავშვურ სიგიჟედ დაცინვად კედლების დამსხვრევით
სიტყვებად გარდავისახე,
მერე კი - გავმრავდლი მეორე წერტილად...და მივხვდი რომ აქ ორნი ვართ.
გავმრავდლი მესამე წერტილად შენში...
და წერტილები
ისევ და ისევ
გამრავლდებიან.

მე ჩემი სულის კიდეზე ამოკაწრულ სიტყვებს
შენს სულშიც ვკაწრავ.
იტირე
, მაგრამ ბოლოს გაცინება არ დაგავიწყდეს.

რადგანაც -
დაუსრულებელია სიახლოვე,
რომელსაც ადამიანი მაშინ მოიპოვებს ,
როცა ერთმანეთის მიყოლებით
კერპებივით იმსხვრევიან ბარიერები -
შენს მიერ აღმართულ კედლებს მასზე სიტყვების წაწერით ვამსხვრევ ,
ძირითადად ამ სიტყვას გიწერ -
მიყ ვარ ხარ.

ზოგჯერ ამისგამო - უცხო თვალს უჭირს გაარჩიოს ,
რით განსხვავდებიან წერტილები ერთმანეთისგან.
'როგორ გავხართ' -
იცინე !
ვის რა გონია? -
როცა ადამიანი - ბოლომდე იხდის - ეგოში აყროლებულ პიროვნულობას,
იმის მიღმა ყველაფერი -
ერთია - ვგავართ კი არა ერთნი ვართ.
წერტილი.

მე - და - შენს
შორის არსებულ სიცარიელეს
სიტყვებით სიცილით ცეკვით
ვავსებ
და
ყვავილებიც ისევ იკისკისებენ
რადგან
მხოლოდ მათ ესმით -
რომ სამყაროში ყველაზე ძლიერი იარაღი - ის სიყვარულია ,
რომელსაც რამდენიც არ
უნდა ატკინონ -
მაინც არ(ვერ) ნებდება -
გამარჯობა
ეს მე ვარ - წერტილი -
რომელიც დაუსრულებლად გიჭერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები