ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
15 იანვარი, 2020


გიორგი იყო

გიორგი იყო.
ოცი წლის წინ გარდაიცვალა.ხის ფეხი ჰქონდა, მეორე მიწის.
მეზობლად ქალი ცხოვრობდა, ნანა.მისმა შვილმა ცაცხვის ტოტზე დაასრულა სიცოცხლე.
ამბობენ ბოლოს გადაიფიქრა, გაბრძოლება სცადა და მაგიტომაც მოსტეხა თოკმა კისერიო.
ნანა ტიროდა, ტოტის ქვეშ იჯდა, ყოველ დღე, ისე ტიროდა.
ტოტი დასავლეთით გამოსვლოდა ხეს, დასავლეთით მზე ჩადიოდა, მის გასწვრივ.
იქვე ამოდიოდა.მივიდა გიორგი, მოჭრა ტოტი და ფეხი გამოითალა.
მედლებიც ქონდა გიორგის, რამოდენიმე.ომში იყო და იქ მისცეს, უმეტესობა მას შემდეგ.
ექვს თვეს იბრძოდა, შემდეგ ტყვედ იყო სამი წელი. უკაცოდ დარჩენი გერმანიაში ვიყავი ტყვედ, სამი წელი.
ფეხიც სწორედ იქ მოაჭრეს. არაფრით იყო გამორჩეული გიორგი.
ჩვეულებრივი პაპა იყო, ანდაც ბაბუა.
რჯულძაღლო ჰქონდა აჩემებული, ყველგან ხმარობდა.
შვილიშვილები დღესაც ჰყვებიან მის შესახებ.მის გინებასაც კი სიყვარულით იხსენებენ.
ალბათ ეს გამოარჩევდა მას სხვებისგან.
ექვსი შვილი ჰყავდა გიორგის, ერთი ცოტახანს.
შვილიშვილებიც ჰყავდა, შვილთაშვილებიც.მე ერთს ვიცნობდი, ტოქსინის კაცს ეძახდა.
შემდეგ მოკვდა.
ცოტახანს იყო ტოქსინისა, ახლა მიწაა.
აგურს აკეთებდა გიორგი, სახლიც ააშენა მისგან.
გიორგიმ იცოდა რომ მეგობრისთვის საათის გინება არ შეიძლებოდა.
გიორგი არ იცინოდა, ხითხითებდა ხოლმე და ულვაშებზე ხელს ისვამდა.
უკაცო გერმანიაში ვიყავი ტყვედ, ქართველი კაცი.
ულვაშებზე ხელს ისვამდა და ისე ხითხითებდა ხოლმე.
ზაპოროჟეცს სჩუქნინდნენ ხოლმე გიორგის, როგორც ომის მონაწილეს, როგორც გადარჩენილს.
ბევრჯერ აჩუქეს, მაგრამ ძველი მიჰყავდათ.
შემდეგ ომი იყო, გარდაცვალებამდე ცხრა წელი აკლდა.
ომის შემდეგ ჭიქების ნაბორს ჩუქნიდნენ ხოლმე, ექვსჭიქიანს.
ნაბორი უკან არ მიჰქონდათ.
ოქრო დაუტოვა მამამ გიორგის.
მიწაში ჩაფლული.
მან ვერ იპოვა. სხვამ იპოვა, ოღონდ ლურსმანი.
ერთ-ერთ შვილს განსაკუთრებულად უყვადა გიორგი, ვერ მიატოვა.
ახლაც მის ფეხთან თავი უდევს და ისე სძინავს,
თუმცა გიორგი აღარ არის ოცი წელია.
თავსა და ფეხს შორის ცაცხვი ამოვიდა.
ალბათ მოჭრიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს