ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2020


თოლია

მიფრინავ შორეთში-
შირაქი შორია..
მიგიწევს, გაწვალებს
ციური ქორია,
გეძახის უსაზღვროდ 
ცისფერი მთიები,-
ჯერ კიდევ შორია..
მოგდევდი, დამცილდი-
სიზმრებად ბროლია,
დაგტოვე ფრთამალი-
ჩიტუნა თოლია..
ჩამიკრავს, დამახრჩობს
სიბრაზის მორევი,
უშენოდ  მგონია..
გაფრინდი, მზიური
ის მხარე გგონია,
სულისა სადგომში
ციური ქორია,
ვიცი, რომ გიტირის
უჩემოდ სიცოცხლე-
ჩიტუნა თოლია...

11.03.08

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები