ნინო დარბაისელი
როგორ კვდება ქალი პოეტი? — — -
როგორ და როდის კვდება ნეტა ქალი პოეტი? -მაშინ, როდესაც მისი კაცი, ძლივას მოსული, მიდის და თითქოს სამუდამოდ კი არ ტოვებდეს, არამედ თითქოს ძველი პროექტი იხურებოდეს და დარჩენილი ინვენტარის ბედს დაეძებდეს, ასე დინჯად და საქმიანად ეთხოვებოდეს? (თან - განშორების პირობებზეც რომ უთანხმდება!)
თუ მაშინ, როცა მიმოიხედავს და უშორესი ცის კიდიდან დედამიწის გავარვარებულ ჯურღმულებამდე ვერ მოიძიებს ერთი არსებასაც, ვისაც ამ თავის მარტოობაზე შეჰქვითინებდა? (კაცს კი არა და, ადამიანებს კი არა და ამასოფლის ბატონსაც კი თავისთავი გასჭირვებია, ხოლო მამამდე - როგორც იყო, ისე შორია!)
მე უკვე ვიცი, როგორ კვდება ქალი პოეტი. ის კვდება მაშინ, როცა კაცებით გალიცლიცებულ ამაქვეყნად, ანდა იმქვეყნად, აღარაქვეყნად არ ეგულება აღარცერთი კაცი-არსება, იმის გულისთვის, გულის ფიცარი უყანყალებდეს ან სისხლძარღვებში ჭიანჭველები არმიებად დაუდიოდნენ, ან ხერხემალზეც თვალები ებას, ან სიზმარ-ცხადი რაღაც ტკბილ-მწარე, მლაშე და მჟავე, თანაც ობნაკრავ, უსახელო გემო-სუნიან, მღვრიე ნიაღვრად გადაქცეოდეს და საბოლოოდ ამ ყველაფრის ლექსად ამოთქმა რამედ უღირდეს!
ქალი - კი, არა ყველა არსება, ასე მკვდარია.
ქალი კი არა, ყველა არსება ასე - მკვდარია.
ქალი კი არა, ყველა არსება ასე მკვდარია.
ქალი კი არა ყველა არსება ასე მკვდარია.
მოსიარულე მკვდარ პოეტებს - ჩემი სალამი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა, ანა საყვარელო! ახლა უკვე მზა ლექსის დასადებად შემოვედი და ისიც ძალიან ღიაა და არაორაზროვანი, მაგრამ ნამდვილად მაქვს მრავალ აზრი ანუ რაღაცეები და შემდეგი დრო რომ მომეცემა, რომელიმეს დავდებ. მადლობა, ანა საყვარელო! ახლა უკვე მზა ლექსის დასადებად შემოვედი და ისიც ძალიან ღიაა და არაორაზროვანი, მაგრამ ნამდვილად მაქვს მრავალ აზრი ანუ რაღაცეები და შემდეგი დრო რომ მომეცემა, რომელიმეს დავდებ.
10. ჩემი აზრით, პირიქით, ქალი პოეტი მაშინ ცოცხლდება, როცა ტოვებენ და როცა მარტოა. ყველაზე ცოცხალი არის ამ დროს. :)) მოგიკითხეთ, ქალბატონო ნინო და ქულაც დავტოვე.:) ყველაზე მეტად რაც მომწონს თქვენთან ის არის, რომ ძალიან ზუსტად და გასაგებად გადმოსცემთ იმას, რისი თქმაც გინდათ, ზედმეტი ორაზროვნების გარეშე. ჩემი აზრით, პირიქით, ქალი პოეტი მაშინ ცოცხლდება, როცა ტოვებენ და როცა მარტოა. ყველაზე ცოცხალი არის ამ დროს. :)) მოგიკითხეთ, ქალბატონო ნინო და ქულაც დავტოვე.:) ყველაზე მეტად რაც მომწონს თქვენთან ის არის, რომ ძალიან ზუსტად და გასაგებად გადმოსცემთ იმას, რისი თქმაც გინდათ, ზედმეტი ორაზროვნების გარეშე.
9. სალამი ჩემებო! რა საუკეთესოზე საუკეთესო სტუმრები მყოლია! ეს დღეები საჩქარო საქმეს ვუჯექი, კარგ საქმეს. (უკვე მოვრჩი) ვიჭყიტებოდი და გულით მიხაროდა ყოველი თქვენგანის გამოჩენა. პასუხს ვერ ვწერდი აქამდე. ახლა ჩიტივით თავისუფალი ვარ და ჰაერიც თავისუფლად ამდი-ჩამომდის. ამ ლექსს რაც შეეხება, რა ნინო დარბაისელი ვიქნები, თვითირონიის გარეშე რომ შევიტკბო კეთილი სიტყვები! ჰოდა, ახლა, აქ რა ხდება:
მუშაობისას ფეისბუქზეც შევიხედე ერთი-ორჯერ, თუმცა თავს ავუკრძალე, მანამ საქმეს არ მორჩები, ხტუნაობას თავი დაანებე-მეთქი. იქ კი გიორგი ლობჟანიძე, ბელა ჩეკურიშვილი და როსტომ ჩხეიძე მსჯელობდნენ. პუნქტუაცია გამარტივებას საჭიროებს თუ არა. მეც, არამკითხე მოამბესავეთ , თავით გადავეშვი იმათ მსჯელობაში. ვთვლი, რომ გასამარტივებელია ეს საქმე და მომწიფდა დრო, პუნქტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ, თუ უმისოდ წინადადების აზრი იცვლება და ასე შემდეგ. მერე " ჩავსკროლე" საერთო კედელი და რას ვხედავ! ჩვენ პოეტ სოფო წულაიას ანუ კრიტიკოს სონია ქართველიშვილს პოსტი დაუდია! როგორც იცის ხოლმე, გულგანმგმირავად რაღაც ასეთს წერდა, მე მაშინ მოვკვდი, შენ რომ წახვედიო. მოკლედ თემა სოფოსია, ფინალის წინ გამეორებული ერთი და იგივე წინადადება, სადაც სასვენი ნიშნების გადაადგილებით აქცენტიც იცვლება და აზრიც და ბოლოს იგივე წინადადება უსასვენნიშნოდ, სალექსო პაუზის იმედად- ღაა დატოვებული, გ. ლობჟანიძის გვერდიდან წამოყოლილი იდეაა და შეიძლება ვუწოდოთ, "პუნქტუაცია ლექსში, როგორც ტროპის სახეობა (მაგალითი)" ახლა, გზადაგზა ცოტა მეტაფორებიც შევაშველე, ნამეტანი რომ არ გამომეშრო ლექსის ტექსტი. ოსტატობაზე დიდად არ გავრჯილვარ, თორემ შეიძლებოდა რაღაც ამოცანების მიმატება. ჰო, კიდევ ერთი ვუალირებული ალუზიაა მანდ, ბოლოსკენ, ტარიელ ჭანტურიას ძველისძველი ლექსიდან. კომპოზიციურად მანდეთ მიემართება ჩემი ლექსი. ასმათი ამბობს "კაცი არაა, რომ ღირდეს ტუჩზე პომადის წასმადო". დასაწყისი - მაქსიმალურად დავუშვი პროზამდე, რაც ლექსიკის დონეზეც გამოხატულია. ეს ხერხი საშუალებას მაძლევს, გრადაციულად წავიდე ფინალისკენ, მაგრამ არც ძალიან მკვეთრად. შიგადაშიგ, ცოტა, ბგერწეული მომენტები შევურია (მაგალითად , "გალიცლიცებული" ღერძია და შესაბამისად დანარჩენი რამეები მის ირგვლივ ეწყობა. ერთი მომენტიც და გავქრები: რატომ "კაცებით გალიცლიცებული" და არა, მაგალითად, სავსე? პაუხი ასეთი მაქვს.: ყველა ნივთიერება აიროვან, თხევად და მყარ მდგომარეობაში მოიპოვება ამქვეყნად. წარმოსახული მამაკაცი არ არის მყარი, მისი არამყარობა ზოგადდება მთელს სქესზე. ასე ვიცით ქალებმა, ერთი კაცის ჯავრი მერე მთელ საკაცეთზე უნდა ვიყაროთ. ის კაცი არც აიროვანია, ანუ უფორმო, ახლო არამატერიალურობასთან? რაღა რჩება? რა და და თხევადობა. სითხე კი იმ ჭურჭლს ან გარემოს ფორმას იღებს, რომელშიც იმყოფება. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავს ლექსის ლირიკული პერსონაჟი ქალი! მოკლედ, კაცებო, "სინსილა, სინსილა უნდა გაწყდეს თქვენი!" (ფრაგმენტი კინო- ფილმიდან "ჭრიჭინა")
სალამი ჩემებო! რა საუკეთესოზე საუკეთესო სტუმრები მყოლია! ეს დღეები საჩქარო საქმეს ვუჯექი, კარგ საქმეს. (უკვე მოვრჩი) ვიჭყიტებოდი და გულით მიხაროდა ყოველი თქვენგანის გამოჩენა. პასუხს ვერ ვწერდი აქამდე. ახლა ჩიტივით თავისუფალი ვარ და ჰაერიც თავისუფლად ამდი-ჩამომდის. ამ ლექსს რაც შეეხება, რა ნინო დარბაისელი ვიქნები, თვითირონიის გარეშე რომ შევიტკბო კეთილი სიტყვები! ჰოდა, ახლა, აქ რა ხდება:
მუშაობისას ფეისბუქზეც შევიხედე ერთი-ორჯერ, თუმცა თავს ავუკრძალე, მანამ საქმეს არ მორჩები, ხტუნაობას თავი დაანებე-მეთქი. იქ კი გიორგი ლობჟანიძე, ბელა ჩეკურიშვილი და როსტომ ჩხეიძე მსჯელობდნენ. პუნქტუაცია გამარტივებას საჭიროებს თუ არა. მეც, არამკითხე მოამბესავეთ , თავით გადავეშვი იმათ მსჯელობაში. ვთვლი, რომ გასამარტივებელია ეს საქმე და მომწიფდა დრო, პუნქტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ, თუ უმისოდ წინადადების აზრი იცვლება და ასე შემდეგ. მერე " ჩავსკროლე" საერთო კედელი და რას ვხედავ! ჩვენ პოეტ სოფო წულაიას ანუ კრიტიკოს სონია ქართველიშვილს პოსტი დაუდია! როგორც იცის ხოლმე, გულგანმგმირავად რაღაც ასეთს წერდა, მე მაშინ მოვკვდი, შენ რომ წახვედიო. მოკლედ თემა სოფოსია, ფინალის წინ გამეორებული ერთი და იგივე წინადადება, სადაც სასვენი ნიშნების გადაადგილებით აქცენტიც იცვლება და აზრიც და ბოლოს იგივე წინადადება უსასვენნიშნოდ, სალექსო პაუზის იმედად- ღაა დატოვებული, გ. ლობჟანიძის გვერდიდან წამოყოლილი იდეაა და შეიძლება ვუწოდოთ, "პუნქტუაცია ლექსში, როგორც ტროპის სახეობა (მაგალითი)" ახლა, გზადაგზა ცოტა მეტაფორებიც შევაშველე, ნამეტანი რომ არ გამომეშრო ლექსის ტექსტი. ოსტატობაზე დიდად არ გავრჯილვარ, თორემ შეიძლებოდა რაღაც ამოცანების მიმატება. ჰო, კიდევ ერთი ვუალირებული ალუზიაა მანდ, ბოლოსკენ, ტარიელ ჭანტურიას ძველისძველი ლექსიდან. კომპოზიციურად მანდეთ მიემართება ჩემი ლექსი. ასმათი ამბობს "კაცი არაა, რომ ღირდეს ტუჩზე პომადის წასმადო". დასაწყისი - მაქსიმალურად დავუშვი პროზამდე, რაც ლექსიკის დონეზეც გამოხატულია. ეს ხერხი საშუალებას მაძლევს, გრადაციულად წავიდე ფინალისკენ, მაგრამ არც ძალიან მკვეთრად. შიგადაშიგ, ცოტა, ბგერწეული მომენტები შევურია (მაგალითად , "გალიცლიცებული" ღერძია და შესაბამისად დანარჩენი რამეები მის ირგვლივ ეწყობა. ერთი მომენტიც და გავქრები: რატომ "კაცებით გალიცლიცებული" და არა, მაგალითად, სავსე? პაუხი ასეთი მაქვს.: ყველა ნივთიერება აიროვან, თხევად და მყარ მდგომარეობაში მოიპოვება ამქვეყნად. წარმოსახული მამაკაცი არ არის მყარი, მისი არამყარობა ზოგადდება მთელს სქესზე. ასე ვიცით ქალებმა, ერთი კაცის ჯავრი მერე მთელ საკაცეთზე უნდა ვიყაროთ. ის კაცი არც აიროვანია, ანუ უფორმო, ახლო არამატერიალურობასთან? რაღა რჩება? რა და და თხევადობა. სითხე კი იმ ჭურჭლს ან გარემოს ფორმას იღებს, რომელშიც იმყოფება. ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავს ლექსის ლირიკული პერსონაჟი ქალი! მოკლედ, კაცებო, "სინსილა, სინსილა უნდა გაწყდეს თქვენი!" (ფრაგმენტი კინო- ფილმიდან "ჭრიჭინა")
8. საინტერესო ლექსია. ბევრია ასეთი პოეტი ფბ–ის ქართულ სივრცეში.
მაგრამ ქალი ხომ გრძნობას ყოველთვის ატარებს თავისში. გრძნობა ხომ არ კვდება?
საინტერესო ლექსია. ბევრია ასეთი პოეტი ფბ–ის ქართულ სივრცეში.
მაგრამ ქალი ხომ გრძნობას ყოველთვის ატარებს თავისში. გრძნობა ხომ არ კვდება?
7. მოსიარულე მკვდარ პოეტებს - ჩემი სალამი!
ძალიან!!!!!
მოსიარულე მკვდარ პოეტებს - ჩემი სალამი!
ძალიან!!!!!
4. როგორ კვდება ქალი პოეტი? მუზა კვდება ქალი პოეტი კვდება!
როგორ კვდება ქალი პოეტი? მუზა კვდება ქალი პოეტი კვდება!
3. და აღარც ღმერთი -"როგორც იყო, ისე შორია", არავინ ჰყავს და ეგულება პოეტს, აღარც თუ "კაცი", მაშ რა აწერინებს, რამ აქცია იგი პოეტად, რა არის მისი ინსპირაციის წყარო?-ასეთი შეკითხვა დამებადა და აღარც ღმერთი -"როგორც იყო, ისე შორია", არავინ ჰყავს და ეგულება პოეტს, აღარც თუ "კაცი", მაშ რა აწერინებს, რამ აქცია იგი პოეტად, რა არის მისი ინსპირაციის წყარო?-ასეთი შეკითხვა დამებადა
2. გაგიმარჯოს:) სალამზე პასუხიც არაბიოგრაფიულია:))) გაგიმარჯოს:) სალამზე პასუხიც არაბიოგრაფიულია:)))
1. იქით მკითხეს და ვინმე სხვაც რომ არ დაიბნეს, განვმარტავ. არ მიყვარს ცინცხლად ავტობიოგრაფიული ლექსები და არც არასდროს დამიწერია. უბრალოდ, თემაა ასეთი, რაც ამ ლექსში ჩავდე და ცხადია, პირადი თუ სხვათა გამოცდილებიდან, სპეციფიკური პოეტური მეხსიერებიდანაც რაღაცეები შევმატე. იქით მკითხეს და ვინმე სხვაც რომ არ დაიბნეს, განვმარტავ. არ მიყვარს ცინცხლად ავტობიოგრაფიული ლექსები და არც არასდროს დამიწერია. უბრალოდ, თემაა ასეთი, რაც ამ ლექსში ჩავდე და ცხადია, პირადი თუ სხვათა გამოცდილებიდან, სპეციფიკური პოეტური მეხსიერებიდანაც რაღაცეები შევმატე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|