ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2020


...

...და დადგა წამი ტკივილებში აღმოცენების,
უკვე ნათქვამი სიტყვებიც კი დარჩა ამაო.
გულის გულიდან დაცვენილი მშრალი ცრემლები
დღეს არც წარსულის ტკივილისთვის ვარგა მალამოდ.

და შერჩა ღამე ქანცგაწყვეტილ მდუმარე მძევლად
ძველი ფირივით დაწყვეტილი სიტყვების ქაოსს,
ცა ჩამოიქცა ამოხეულ ლექსებთან ერთად
რომ დედამიწა ამ ჩემს მკერდში დაასამაროს.

რომ მერე ერთხმად ამოგძახოს როგორ მიყვარხარ
მკერდში ჩამარხულ შვიდ მილიარდ ადამიანმა,
ის სიყვარული, რასაც დღემდე ჩემში ვინახავ
და უშენობამ ვერაფრით ვერ გაანიავა.

დრო მაპატიებს დატოვებულ სიცარიელეს,
თუმცა დუმილი ამბოხდება დამშრალ თვალებში 
და ჯალათივით გადაუთვლის ზღვა ბარიერებს
ჩემს გულისწადილს უ-შენ-ობის ანათვალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები