თქვენ ჩემს პოეზიას წუნს ვერ უპოვნით, ვერც - კბილთა წყობას, ვერც - სითბოს ცვლას სასურველ კაცთან, ვერც - ძუძუებს შორის საცალფეხო ბილიკს, სადღაც, ნავმისადგომზე რომ გაჰყავხართ.
ძელშავს, რომლის შესმასაც ახლა ვაპირებ, ბებიის ნამზითვარ ჩეხურ როკოკოს ფუჟერში ვასხამ. ამ ფუჟერს ათასი სადღეგრძელო შემოუნახავს, რაც კი, წლების მანძილზე, თქმულა ბებიას სწორ ქალობაზე.
ირგვლივ: მტვრიანი ბრა და მასში შეჭრილი მწერის ბანცალი; გრაფინში მდგარი, მოყვითალო, სამკურნალო წყალი - ოდნავ მომჟავო, ჩემი ტუჩივით, - გეოლოგების მიერ საუკუნის წინ აღმოჩენილი, და ვინ იცის, რამდენი ციროზის განმკურნებელი.
გინახავთ, ეკალს რომ წვის დროს ქაფი გამოსდის?! ვუსმენ, როგორ შიშინებს და თითქოს ჰყვება ჩემზე, თუ რამდენი გამოკვლევა ჩავიტარე ერთგულების. ვამტკიცებ, ცეცხლში სულ ორი ფერია: მელნისფერი ერწყმის მხურვალე მზისფერს, როგორც ხელები წელსა და ბოქვენს,
და ვიწრო თვალებს აცოფებთ ღამე, ასე გრძელი და ასე ხანმოკლე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან კარგია ძალიან კარგია
17. ძალიან კარგია ძალიან კარგია
16. მაგარი ფრაგმენტებია , მარა ვერ შევკარი მთლიანად . მაგარი ფრაგმენტებია , მარა ვერ შევკარი მთლიანად .
15. რა კარგი ირინა ხარ, ძვირფასო.
ვერავინ მიგიმგვანა. რა კარგი ირინა ხარ, ძვირფასო.
ვერავინ მიგიმგვანა.
14. ინდივინდუალური ხელწერაა და ზომიერების გრძნობაც არ ღალატობს ავტორს. მე მომეწონა. ძელშავი ღვინის სახეობაა? ინდივინდუალური ხელწერაა და ზომიერების გრძნობაც არ ღალატობს ავტორს. მე მომეწონა. ძელშავი ღვინის სახეობაა?
13. გისურვებთ სიმშვიდეს ქალბატონო მზია. დიალოგის დასასრული. გისურვებთ სიმშვიდეს ქალბატონო მზია. დიალოგის დასასრული.
12. მოკლედ გიპასუხებთ: 1. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ის, რაც მე დავწერე, თქვენი ნაწარმოებით გამოწვეული შთაბეჭდილება იყო და არა თქვენი პირადი შეურაცხყოფა.
2. თქვენ, როგორც „შემდგარი“ ავტორი, არათუ არ შეუვარდებით პირადში, არ მონახავთ ფბ–ზე და დარეკვას არ ეცდებით იმ ადამიანთან, რომელსაც არ თვლით „შემდგარად“ და რომლის, თუნდაც, შემოქმედება არაფრად მიგაჩნიათ. არამედ არც კი გამოეპასუხებით. ამას თქვენც ადასტურებთ და თქვენი აქაური ყოფნაც. აქედან მე ვასკვნი, რომ ძალიანაც უწევთ ანგარიშს ჩემს ნათქვამს და ჩემს ნაწერებსაც საინტერესოდ თვლით.
3. “ეს ბიბლია მამის თანაკლასელმა მისახსოვრა, სამჯერ გადავიკითხე, მეოთხედ რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს.“ ბიბლია გადაიკითხეთ სამჯერ? :))) და მე ვფიქრობ, რომ თქვენ არც ბიბლიას არასოდეს ახსენებდით, რომ არა ....
4. საინტერესო პროცესია, როცა ადამიანები ძველი ფოტოების ნეგატივებივით მჟღავნდებიან.
5. და ბოლოს მინდა მოგახაროთ, რომ არა მაქვს ჭაღარა თმა. მხოლოდ აქა იქ მომნუსხველად გაკრთება ვერცხლის ძვირფასი ძაფი . :)))
არივედერჩი!
მოკლედ გიპასუხებთ: 1. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ის, რაც მე დავწერე, თქვენი ნაწარმოებით გამოწვეული შთაბეჭდილება იყო და არა თქვენი პირადი შეურაცხყოფა.
2. თქვენ, როგორც „შემდგარი“ ავტორი, არათუ არ შეუვარდებით პირადში, არ მონახავთ ფბ–ზე და დარეკვას არ ეცდებით იმ ადამიანთან, რომელსაც არ თვლით „შემდგარად“ და რომლის, თუნდაც, შემოქმედება არაფრად მიგაჩნიათ. არამედ არც კი გამოეპასუხებით. ამას თქვენც ადასტურებთ და თქვენი აქაური ყოფნაც. აქედან მე ვასკვნი, რომ ძალიანაც უწევთ ანგარიშს ჩემს ნათქვამს და ჩემს ნაწერებსაც საინტერესოდ თვლით.
3. “ეს ბიბლია მამის თანაკლასელმა მისახსოვრა, სამჯერ გადავიკითხე, მეოთხედ რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს.“ ბიბლია გადაიკითხეთ სამჯერ? :))) და მე ვფიქრობ, რომ თქვენ არც ბიბლიას არასოდეს ახსენებდით, რომ არა ....
4. საინტერესო პროცესია, როცა ადამიანები ძველი ფოტოების ნეგატივებივით მჟღავნდებიან.
5. და ბოლოს მინდა მოგახაროთ, რომ არა მაქვს ჭაღარა თმა. მხოლოდ აქა იქ მომნუსხველად გაკრთება ვერცხლის ძვირფასი ძაფი . :)))
არივედერჩი!
10. გასაოცარია ასეთი ვნებათაღელვა. ქარიშხალი ჭიქაში.
გასაოცარია ასეთი ვნებათაღელვა. ქარიშხალი ჭიქაში.
9. ჩემი აქ განთავსებული არცერთი ლექსის არცერთ ნეგატიურ გამოხმაურებაზე არასოდეს მქონია რეაქცია, ვისაც აინტერსებს, შეუძლია ჩემი ლექსების კომენტარებს გადახედოს და იმ კომენტარების ავტორებს შეეხმიანოს და ჰკითხოს. როცა ადამიანი ზრდილობის ფარგლებს არ სცდება და ისე აფიქსირებს თავის ნეგატიურ აზრს, ამაზე ავტორს (თუ ის შემდგარია) შეუძლებელია საპასუხო რეაქცია ჰქონდეს, თქვენი კომენტარი კი, რომელმაც ჩემი საპასუხოდ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ასეთი იყო:
"ცოტა ტუტრუცანობად აღვიქვი, უკაცრავად ავტორთან.
მზია თვალაბეიშვილი. 2019-11-27 00:31:07"
ეს კომენტარი ელემენტარული ადამიანური ზრდილობის ფარგლებს საკმაოდ ცდება და დედისტოლა ქალი ამდენს უნდა ხვდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესწილად, თმაში შეპარული ჭაღარა ჭკუა-გონების და ზრდილობის პროპორციული როდია. ამიტომ, შეეშვით ჩემი საპასუხო, შეურაცხყოფაზე სრულიად ადეკვატური, რეაქციის უტრირებას და, როგორმე ზრდილობის ფარგლებში გამოთქვით ხოლმე თქვენი აზრი. ტუტრუცანობები თავისკენ მოიკითხოს ყველამ.
ხოლო, თქვენს რჩევას რაც შეეხება: ცოტა უხერხულია თქვენი "შემოქმედების" პატრონი ვინმეს რჩევას რომ აძლევთ.
პ. ს. ცხადია, შემეძლო ეს კომენტარიც ჩვეულებრივად გამეტარებინა, მაგრამ ახსნა-განმარტება იმისთვის ჩავთვალე საჭიროდ, რომ ვინმეს არ ეგონოს, თითქოს მე უარყოფითი კომენტარის ავტორებს პირადში ვუვარდები, რეკვებით ვიკლებ და ა. შ. ეს ტყუილია. უბრალოდ, შეურაცხყოფას არ შევარჩენ არავის.
წარმატებები ყველას. ჩემი აქ განთავსებული არცერთი ლექსის არცერთ ნეგატიურ გამოხმაურებაზე არასოდეს მქონია რეაქცია, ვისაც აინტერსებს, შეუძლია ჩემი ლექსების კომენტარებს გადახედოს და იმ კომენტარების ავტორებს შეეხმიანოს და ჰკითხოს. როცა ადამიანი ზრდილობის ფარგლებს არ სცდება და ისე აფიქსირებს თავის ნეგატიურ აზრს, ამაზე ავტორს (თუ ის შემდგარია) შეუძლებელია საპასუხო რეაქცია ჰქონდეს, თქვენი კომენტარი კი, რომელმაც ჩემი საპასუხოდ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ასეთი იყო:
"ცოტა ტუტრუცანობად აღვიქვი, უკაცრავად ავტორთან.
მზია თვალაბეიშვილი. 2019-11-27 00:31:07"
ეს კომენტარი ელემენტარული ადამიანური ზრდილობის ფარგლებს საკმაოდ ცდება და დედისტოლა ქალი ამდენს უნდა ხვდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესწილად, თმაში შეპარული ჭაღარა ჭკუა-გონების და ზრდილობის პროპორციული როდია. ამიტომ, შეეშვით ჩემი საპასუხო, შეურაცხყოფაზე სრულიად ადეკვატური, რეაქციის უტრირებას და, როგორმე ზრდილობის ფარგლებში გამოთქვით ხოლმე თქვენი აზრი. ტუტრუცანობები თავისკენ მოიკითხოს ყველამ.
ხოლო, თქვენს რჩევას რაც შეეხება: ცოტა უხერხულია თქვენი "შემოქმედების" პატრონი ვინმეს რჩევას რომ აძლევთ.
პ. ს. ცხადია, შემეძლო ეს კომენტარიც ჩვეულებრივად გამეტარებინა, მაგრამ ახსნა-განმარტება იმისთვის ჩავთვალე საჭიროდ, რომ ვინმეს არ ეგონოს, თითქოს მე უარყოფითი კომენტარის ავტორებს პირადში ვუვარდები, რეკვებით ვიკლებ და ა. შ. ეს ტყუილია. უბრალოდ, შეურაცხყოფას არ შევარჩენ არავის.
წარმატებები ყველას.
8. ჩემი რჩევაა დაწმინდოთ ლექსები, თემატურად დაწმინდოთ. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ლექსის წერისას რაც თავში მოგდით, ეხება თუ არა თემას, მაინც ზედ აწებებთ ლექსს. თუ თემატურად დაწმენდთ, დახვეწილი ლექსები იქნება. იმედი მაქვს, ამ კომენტარის შემდეგ მაინც აღარ შემომივარდებით ყველგან, სადაც კი შემოვარდნა შეიძლება და აღარც ფბ–ის პირადში დაკავდებით ჩემთან რეკვით. მე მხოლოდ საკუთარი აზრი გამოვთქვი და თუ არ გსურთ, ნუ გაითვალისწინებთ. სულ ეს არის.
ჩემი რჩევაა დაწმინდოთ ლექსები, თემატურად დაწმინდოთ. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ლექსის წერისას რაც თავში მოგდით, ეხება თუ არა თემას, მაინც ზედ აწებებთ ლექსს. თუ თემატურად დაწმენდთ, დახვეწილი ლექსები იქნება. იმედი მაქვს, ამ კომენტარის შემდეგ მაინც აღარ შემომივარდებით ყველგან, სადაც კი შემოვარდნა შეიძლება და აღარც ფბ–ის პირადში დაკავდებით ჩემთან რეკვით. მე მხოლოდ საკუთარი აზრი გამოვთქვი და თუ არ გსურთ, ნუ გაითვალისწინებთ. სულ ეს არის.
7. სინონიმთა დომხალი ტვირთავს ლექსს და რთულდება გააზრება..დასაწყისი კარგია შედარებით.. სინონიმთა დომხალი ტვირთავს ლექსს და რთულდება გააზრება..დასაწყისი კარგია შედარებით..
6. ვერაფერი ვერ მოვიწონე.
ალკოზემოქმედების ქვეშ მყოფი კაცის ნათხრობს გავს. ვერაფერი ვერ მოვიწონე.
ალკოზემოქმედების ქვეშ მყოფი კაცის ნათხრობს გავს.
4. ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ლექსის მთავარი სათქმელი ვერ გავიგე, უფრო ზუსტად კი რაღაცეები გაკვრით ჩანს, დანარჩენი კი კადრებია, რომლებიც საკმაოდ მშვენიერიერადაა გადმოცემული.:)
ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ლექსის მთავარი სათქმელი ვერ გავიგე, უფრო ზუსტად კი რაღაცეები გაკვრით ჩანს, დანარჩენი კი კადრებია, რომლებიც საკმაოდ მშვენიერიერადაა გადმოცემული.:)
3. სტილი + იდეა + ინდივიდუალობა + ზოგადად არ მიყვარს ხოლმე შეფასების დროს მათემატიკური სიმბოლოწბის გამოყენება და ვცდილობ არასდროს გამომივიდეს ლიტერატურის მასწავლებლობა, მაგრამ ტექნიკა რო დაიხვეწება წარმოდგენაც არ მინდა რაებს შექმნით :) სტილი + იდეა + ინდივიდუალობა + ზოგადად არ მიყვარს ხოლმე შეფასების დროს მათემატიკური სიმბოლოწბის გამოყენება და ვცდილობ არასდროს გამომივიდეს ლიტერატურის მასწავლებლობა, მაგრამ ტექნიკა რო დაიხვეწება წარმოდგენაც არ მინდა რაებს შექმნით :)
2. რაღაც დამაკლდა...
4 რაღაც დამაკლდა...
4
1. ძველშავი კაია)) ეკალი აკაციაა)) 5 ძველშავი კაია)) ეკალი აკაციაა)) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|