ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2020


* * *

როცა თოვლში ვთამაშობდი ომობანას,
და  დგებოდა ღობის იქით  დენთის კვალი,
ვეცნობოდი წიგნებიდან  მტრობის ზღაპარს
და ვიწერდი ბოროტების ანი-ბანის,
როცა იქით ვერ  ვხედავდი სათნოებას,
ირონია იყო ჩემი თმენის თასი,
მაწუხებდა სინამდვილე ,
სულს მივსებდა  ღამის მადლი,
ფიქრის გორას შესეული, გახვეული მავთულ_ხლართში
ვიჯექი და მოველოდი კვერის ცხობას_
დღესდღეობით, წარსულშიც და  მომავალშიც.....
მაგრამ მაინც_
არ ეგონოს უცხო დილას,
დაამსხვრიოს ჩემში მყოფი
ბავშვის ხატი,
თუ ბრძოლაა, იყოს ბრძოლა, 
მე ამ ომში უნდა ვიყო მძიმე  ჯვარი_
ზედ წარწერით:
ასე დარჩა მუდმივ ბავშვად,
ეს საწყალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები