ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ.ფლოიდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 მარტი, 2020


ცოდვა და მისი შედეგები ძველ აღთქმაში (მცირე მსჯელობა)

ძველ აღთქმაში, დაახლოებით 1/1000 აქვს დათმობილი დროს როცა ცოდვა არ იყო დანარჩენი კი იმ დროზეა მოთხრობილი როცა ეს უკანასკნელი გამოჩნდა და დამკვიდრდა ადამიანთა მოდგმაში. ცოდვის საყოველთაობა ცხადზე ცხადია, ვინაიდან სწორედ პირველმა ცოდვამ გამოიწვია ადამიანების პირველსაწყისი ცოდვით შემდგომი შობა და მესიის მოვლინების აუცილებლობა.
ძველ აღთქმაში ცოდვა გვხვდება როგორც ადამინურობის საწყისი. გავიხსენოთ ის ეპიზოდები რაც კაენი  მიერ აბელის მოკვლის შემდეგ მის მოდგმაში ხდებოდა. კაენის მოდგმის მამამთავარი თვითონ კაენი იყო და მისი მოდგმის შვილებიიც მასავით ცოდვილები იყვნენ, აქ გასამახვილეელია ყურადღება რომ ცოდვა თითქოს შთამომავლობით გადადის,(,,კოკასა შიგან რაცა დგას იგივე გადმოდინდება“) რადგან არცერთია კაენის შთამომავლობიდან ვინც მამების გზა უარყო და ღმერთის მსახურებას შეუდგა. მაგრამ მადლი არა მგონია შთამომავლობით, ანუ დაბადებით გადადიოდეს, ვინაიდან, ბოლო მომენტში შეთის შთამომავლებმა დაივიწყეს ღმერთი და კაენი შვილებს შეერწყნენ, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა საკმაო დრო იყო გასული. ჩემი აზრით ამ ეპიზოდში იკითება რომ ცოდვა, ადამის დაცემის შემდეგ, ადამიანური ბუნების თანმდევია, ხოლო ცოდვის საწინააღმდეგოსთვის, მადლისთვის, ადამიანს შრომა სჭირდება. სწორედ ესაა პირველი ცოდვის შედეგი, ადამის შემდეგ განღმრთობისთვის ბრძოლა გვიწევს. რა მაფიქრებინებს ამას: ჯერ ერთი უფალი ადამს ეუბნება რომ აქამდე თუ უზრუნველად იღებდა საკვებს ცოდვის მერე შრომა და ოფლის ღვრა მოუწედა, მაგრამ შემდეგ ვკითხულობთ რომ კაენის შვილები ზრუნავდნენ მიწათმოქმედებაზე და მიწიერ საკითხებზე, სწორედ ამიტომ მათ გამოიგონეს მიწათმოქმედებისთვის საჭირო იარაღები, შეთის შვილები კი როგორც ბიბლიაში წერია ზეცისთვის შრომობნენ და საკვებს მათ უფალი აძლევდა. აქედან გამომდინარე უფლის თავდაპირველი სიტყვები, ადამის მიმართ, მიმართული იყო არა მის ფიზიკურ შრომაზე, არამედ სულიერზე, ადრე თუ მადლს უშრომველად იღებდა ახლა ამისთვის შრომა მოუწევდა. სოფლის მეურნეობის იარაღების გარდა კაენის შტომ გამოიგონა მუსიკალური საკრავები, ბორდელები და ა.შ. სწორედ ამიტომ ვთვლი ცოდვას ადამიანურობის საწყისად, მან მკვეთრად დაგვანახა ადამიანური ბუნების მიდრეკილებები, შეთის შვილების ბუნებაც სწორედ ამისკენ იყო მიდრეკილი და ამიტომაც როგორც კი ღმერთი დაივიწყეს და სულზე შრომა მაშინვე გაითქვიფნენ კაენის ხალხში.
საყოველთაობას ამტკიცებს წარღვნაც. აქ მახსენდება უკვე ახალი აღთქმის სიტყვები ,, მოიხვეჭე მადლი უფლისა შენისა და შენს გარშემო ათასები ცხონდებიან“, მადლმა და რწმენით ცხოვრებამაც თუ შეიძლება საყოველთაო სახე მიიღოს, რომელიც შორსაა ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებებისგან, მაშინ რამდენად საყოველთაო იქნება ცოდვა, რომელისკენაც მიდრეკილნი ვართ. წარღვნის დროს მხოლოდ ნოე იყო მართალი უფლის წინაშე, ის დაახლოებით 100 წელი აშენებდა ხომალდს და ხალხს უქადაგებდა, მაგრამ მათ არ შეისმინეს და დასცინოდნენ კიდეც.(,,ყურნი ასხედთ და არა ისმინონ, თვალნი ქონდეთ და არა იხილონ“ ახ.აღთქმა) მათში არ გამოჩნდა ერთიც კი ვინც ნოეს მიენდობოდა. წარღვნას ჰგავს სოდომი და გომორა ეპიზოდიც სადაც ლოტიმ 10 მართალიც კი ვერ იპოვა, მას მისი ცოლიც კი არ ენდო და ამიტომაც გაქვავდა. ვფიქრობ სწორედ მათი ცოდვიდან და მიწისკენ მიდრეკილებიდან გამომდინარე იყო ქადაგებისა არ შესმენა და უნდობლობა. ლოთის შვილების ლოტთან დაწოლას მიწიურისკენ მიდრეკილებას მიუთითებს, ვინაიდან ადამიანებმა რომლებმაც ეს ესაა იხილეს უდიდესი ღვთიური სასწაული და ადამიანებმა რომლებსაც დედა ეს ესაა გაუქვავდა, ცხოველური მიდრეკილება გაიხსენეს შთამომავლობის დატოვების აუცილებლობისა, ვინაიდან მათ ეგონათ რომ ბოლო ადამიანები იყვნენ დედამიზაწე.
ეგზისტენციალური აზრით მხოლოდ ადამიანია საკუთარ თავზე და ცხოვებაზე პასუხისმგებელი, მაგალითად ჩიტს შეუძლია ემდუროს ღმერთს რომ სცივა ან შია, მაგრამ ადამიანს არა, ვინაიდან ის თავის ცხოვრებაზე მთლიანადაა პასუხისსმგებელი, თავისუფალი ნებიდან გამომდინარე. ნუთუ მგელი დამნაშავეა როდესაც ირემს კლავს? ის მის ბუნებაშია ჩადებული და სხვანაირად არც შეუძლია და ვერც გადარჩება, მაგრამ ნუთუ ადამიანის ბუნებაშიცაა ჩადებული ცოდვა? და ადამიანსაც არ აქვს არჩევანი? ცოდვის საყოველთაობაც ხომ ამაზე მიუთითებს, როგორც ყველა მგელი ნადირობს ისე ყველა ადამიანი ცოდვილია. ჩემი აზრით ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ძველ აღთქმაშივეა ჩადებული, ვინაიდან ხშირია ეპიზოდები სადაც უფალი ადამიანს ცოდვის აღიარების და სინანულის საშუალებას აძლევს, ადამიანის ფსიქიკამ კი, ვფიქრობ, დღემდე ვერ განიცადა ევოლუცია და დღემდე უჭირს მიიღოს საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობა. პირველი ადამი იყო ვინც უფალს და მის შექმნილ ევას გადააბრალა მისი ცოდვა, მერე ევა იყო ვინც გველს გადააბრალა, მაგრამ აქ საგულისხმოა რომ უფალი გველს არ თხოვს თავისი საქციელის ახსნას, სწორედ აქედან ჩანს რომ პასუხისმგებლობა ჩვენს საქმეებზე მხოლოდ ადამიანებს გვეკისრება. შემდეგ ეპიზოდში კაენს აძლევს საშუალებას მოინანიოს მაგრამ კაენსაც ეშინია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ჩემი აზრით, ის შედეგები რაც ძველ აღთქმაში,ერთი შეხედვით, ზემოთ ჩამოთვლილ  ცოდვებს და მათ საყოველთაობას  მოჰყვა, პირდაპირ ცოდვიდან კი არა მის არ აღიაერბიდან და უსინანულობიდან მოდის, ნოეც ხომ უქადაგებდა ხალხს,თანაც 100 წელი, ესეც ხომ შანსი იყო მათთვის, ნუთუ უფალი მაინც მოავლენდა წართვნას?! პირადად მე არა მგონია, რადგან მაგალითად ნინევეს ეპიზოდში სინანულმა გადაწონა ცოდვა, არადა ის თავიც და წარღვნის თავიც თითქმის ერთი და იგივე შინაარსით იწყება რომ ის ადგილკი ცოდვამ მოიცვა.
ბოლოს მინდა შევაჯამო და კიდევ ერთხელ ვთქვა რომ ძველი აღთქმისთვის ცოდვა საყოველთაოა, რადგან ჩვენი ბუნებიდან გამომდინარეობს, ანუ ცოდვა ადამიანისთვის ბუნებრივია და ასევე ადამიანს და მხოლოდ ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა მასზე, ხოლო რაც შეეხება შედეგებს, როგორც ზემოთ ვთქვი, ჩემი აზრით, ის პირდაპირ ცოდვიდან არ გამომდინარეობს და ასევე ზემოთ ნახსენები პასუხისმგებლობის არაღარებისგანაა. იქნებ სწორედ ადამიანობის დათმობას გვთხოვს უფალი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს