ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გუშინ ძაღლი მომიკვდა, ანდაც დღეს. რას გაიგებ, ამას ვერანაირად ვეღარასდროს გამოვარკვევ დანამდვილებით, მაგრამ მე მაინც მგონია რომ გუშინ იყო. ჩემი ბრალი არაა, დაგაბამ თქო ვეუბნებოდი, არ დამანება, ხოდა მანქანამ გაიტანა და მოკვდა. ცოტა ინტრიგანი და უფრო ცოტა ნაკითხი, რომ წაიკითხავს ამ აბზაცს, იფიქრებს ესაო და კამიუს უნიჭო პერიფრაზს აკეთებსო, მართალია.
გავარტყი კამიუს. გზაზე გადარბოდა ეს შობელძაღლი და მეგონა გაასწრებდა, მაგრამ უკანალზე დაეჯახა მანქანა და თავით ჩაითრია ბორბალში, ტვინი მიწას გაეტყლიზნა, კბილები და ენა ერთმანეთში იყო არაული, გეგონებოდა მარწყვის ნაყინია თხილმოყრილიო. მე ვიცოდი, ძაღლი ვინც მოკლა იმას უნდა გადაეთრია, მაგრამ დედამოტყნულმა არც კი შეანელა სვლა და გაუჩინარდა, ამიტომ მე ავხვეტე ბომბორა. სისხლის გადარეცხვისას ცოტა არ იყოს და ავიღრზენი (ეს სიტყვა ხომ სწორადაა?), გამახსენდა რა, ჩემი პირველი სესქსის მაგვარი ურთიერთობა. რაღაცნაირი იყო, სხვანაირს ველოდი. აი ისე მომივიდა, როცა გგონია რომ უნდა გააკუო, მაგრამ ჩაიჯვამ.
ის გოგონა მარშუტკაში გავიცანი, ჩემს გვერდით იჯდა. თავიდანვე შევამჩნიე, პურის კანისფერი ფეხები ჰქონდა, მოკლე შორტი ეცვა, გამიხარდა გვერდით, რომ მომიჯდა, ასე პოტენციური შანსი მექნებოდა დავლაპარაკებოდი, არ დაველაპარაკებოდი, მაგრამ შანსი ხომ მქონდა. ნერვიულობდა, ცმუკავდა, ფანჯარასთან დამსვიო მითხრა, გეხვეწებიო. არ შემიმჩნევია, რომ გავიგე. შემდეგ მხარზე დამიკაკუნა ერთი თითი და როდესაც მივხედე იგივე გამიმეორა, თითის შეხებისას შევხტი, მინდოდა შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა და გასული ვიყავი ამ სამყაროდან, თავი დავუქნიე და გავცვალეთ ადგილები. უცბათ მოტრიალდა და მითხრა ცოტა მელაპარაკეო, ცუდათ ვხდები ხოლმე და გულს გადავაყოლებო. რა თქმა უნდა, მინდოდა ლაპარაკი, რა ფეხები ჰქონდა თქვენ არ იცით, მზეზე უელავდა. ვუთხარი, რაზე გელაპარაკო თქო, მუსიკის მოსმენა მინდა მეთქი. ვაპირებდი ფლოიდებისთვის მომესმინა მაღალ ხმაზე, მიყვარს ხალხი, რომ წუხდება ჩემი მუსიკით. მიყვარს როდესაც ჩემს არსებობას გამოვხატავ, თან ისე ვითომ სხვები არ არსებობენ ცემთვის, არადა მათით ვარ სავსე. კაი არ მინდაო. კარგი კეთი ვარ მოგიყვები თქო, ვუთხარი და დავიწყე: ,,ბავშვობაში, სწორად მოფსმა არ ვიცოდი, კანს არ ვიწევდი ხოლმე, ხოდა თავზე მარილები დამიგროვდა, მანდ არა რატო გაგექცა თვალი? მოკლედ ქირურგიული ჩარევა დამჭირდა მარილების მოსაძრობად. მახსოვს მაშინ ცხოვრებაში პირველად გადამიწიეს ყლეზე კანი, ასე მომაცალეს მარილები. არაფერი განსაკუთრებული, არც ძალიან მტკივნეული, მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ, როდესაც გადავწყვიტე მომეფსა, ამეწვა. მაგის მერე შემეშინდა და აღარ ვფსამდი, გამოვაცხადე რომ აღარ მოვფსამ თქო, სახლში პანიკა ატყდა მეხვეწებოდნენ, მოფსი ბიჭო მოფსიო, მე კიდე ცივ უარზე ვიყავი. წამიყვანეს ექიმთან და კათეტერი ჩამიდგა, მაგით მაფსმევინებდნენ ხოლმე, ესაო და აზოტი არ აეწიოსო. როცა კათეტერი არ მედგა ჩაკუზული დავდიოდი, ხო ხვდები, კარგად რომ მომეჭირა და შემთხვევით არ ჩამეფსა. ერთ დღესაც მამას მეზობლები დაეხმარნენ ყურძნის დაკრეფაში. ოჯახში სუფრა გაამზადეს, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ კაცები არ მოვიდნენ, ესაო და ბავშვი უკვდებათ, რადროს ქეიფიაო. მამამ მადლობები და ბოდიშები უხადა და სახლში შემოვიდა, ხელში ფული ეჭირა, ყურძენი გაყიდა. მე ფულის დანახვაზე წამოვხტი და მისკენ გავიქეცი. სულ მაძლევდა ხოლმე ფულს, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს. ფეხზე, რომ ავდექი ჩამეფსა, მამა ჩავიფსი თქო, მამა არ ამეწვა თქო, მამამ დაიყვირა ჩაიფსაო და კაცები ყველანი შემოცვივდნენ ეზოში, ხელში ამიტაცეს და ყვიროდნენ ჩაიფსა ჩაიფსაო. მერე მამამ, მარტო ისენი კი არა, ვინც მიეხმარა, არამედ მთელი უბანი დაპატიჟა და ჩემს ჩაფსმაზე იქეიფეს. ამის მერე თავმდაბალი როგორ ვიყო??... უუფო, ეგ რა არისო, მე სექსი უნდა მქონოდა მაგრამ მამაჩემს გულმა დაარტყა იმ საღამოს და ახლაც ქალიშვილი ვარო. რა შუაში იყო, საერთოდ მისმენდა? მთელი გზა ასე ვილაპარაკეთ, ერთმანეთს არ ვუსმენდით და სანამ ერთი დაამთავრებდა თავის ამბავს, მეორე მოსმენის მაგივრად თავისას იგონებდა. ის არა მგონია, მაგრამ მე ვამჩნევდი შუა ხნის ხალხის თვალის კაკლებიდან ამომხტარ მზერას, როდესაც უწმაწურ სიტყვას ვიტყოდით. ეს ნერვებს მიშლიდა. უცბად, რა ტონშიც ვლაპარაკობდით იმაზე ხმამაღლა ვთქვი: ვუი, ნუცა ყლე ძალიან ხმამაღლა ხომ არ ვთქვი თქო?
მოკლედ ბევრი რომ არ გავწელო, გადავრჩით, არ ურწყევია. მგზავრობის შემდეგ ერთი კვირა ვწერდით ერთმანეთს და ბოლოს ქალაქ გარეთ გასვლა გადავწყვიტეთ, სალაშქროდ. ავტოსტოპით წავედით. რომელიღაც მონასტერთან გავჩერდით, მგონი მარტყოფის. კარავიც გავშალეთ. თუმცა გარეთ დავიძინოთო თქვა, ცას ვუყუროთო და თან დავლიოთო. მიწაზე გაფენილ ორ, ერთმანეთზე გადაბმულ საძილე ტომარაში ვიწექით. ძალიან თხელი იყო, მაგრად ციოდა, მუცელი ამტკივდა და გავიბერე. გაზები დამიგროვდა. ერთი მეორეს მიყოლებით ვაკუებდი, მაგრამ არ ვმოძრაობდი, რომ სუნი ზემოთ არ ამოსულიყო. ვუთხარი რომ მინდოდა მეკოცნა, მერე ბოდიში მოვუხადე. მოუყრუასავით ამის თქმის მერე, მაგრამ ხელების ზილვა დამიწყო და ღრმად სუნთქავდა, ვეცი და ვაკოცე, ენაზე მიკბინა, ვუყვირე და მაგრად ვაგინე, მეთქი ხო არ უბერავ, ტუჩზე გაპატიე, პირველი კოცნაა და უნდა ჩამიშხამო თქო? გინებით თვითონაც იგინებოდა და ეს არ გაკვირვებია, მაგრამ რაღაცნაირად მიყურებდა, თითქოს სიტყვის შემობრუნება უნდოდა, თუმცა არაფერი უთქვამს. შარვლის გახდა დამიწყო. მეთქი არაა, ნასვამი ხარ, მეთქი არაა, დავიძინოთ და ხვალ ვქნათ სასტუმროში. დღესაც ვერ გავიგე, ასე უცბად სასმელმა გათიშა თუ...
მეორე დღეს ისე გავიღვიძეთ როგორც ყველა იღვიძებს ხოლმე, მას ოფლის სუნი ადიოდა, როგორც ჩანს მასაც საკმაოდ ბევრი გაუკებია ღამით, ვინაიდან ჩემი კუილის სუნი მომწონს და მეშოკიდან ამოსული სულაც არ გავდა ჩემსას, უფრო მიქსი. იქიდანაც ავტოსტოპით წამოვედით. ერთი დღე ვიქირავე ბინა, 90 ლარი დამიჯდა. დიდ დიღომში. გუდვილთან უნდა ჩამოხვიდე, მერე ფეხით გაუყვე და პირველივე კორპუსია ხელმარცხნივ, პირველად ვნახე კარი რომელიც დისტანციურად შეეძლო გაეღო ხაზაიკას. ოთხმოცდაათი მეძვირა, მაგრამ ოცდაოთხი საათი ეგრე ღირდა, შემეძლო სამოცდაათად ამეღო თორმეტი საათით, მეთქი ჯანდაბას. ჯერ მე ვიბანავე, მერე იმან, რომ გამოვიდა გამშრალებისას უკნიდან მივეპარე და კისერში ვაკოცე, ჯერ კიდევ ცხელი წყლის სუნი ასდიოდა, ჩამხუთა.
მუცელი წამომტკივდა, ალბათ გუშინ შემაცია, უნიტაზის მარცხენა მხარეს მძღრენი იყო მიმხმარი, ნერვები მომეშალა, რაში ვიხდიდი ამდენ ფულს. სამაგიეროთ მე ჩავრეცხე კარგად, მართალია ერთ დაჭერაზე არ ქნა და კიდევ დამჭირდა, თუმცა ლოდინად ღირდა, მეორე ისეთი კრიალა წყალი დარცა მუხლში, რომ დაილეოდა კიდევაც. პირსახოცი ახალი ეკიდა, ვარდისფერი, სამაგიეროთ გასარეცხებში ეგდო სველი, მარკესის მეძავის ზეწრები გამახსენდა.
მართლაც ქალიშვილი იყო. როცა ამდენი ხნის ნაგროვები სურვილები და ფანტაზიები დავიკმაყოფილე, სათითაოდ ყველა ასო დავუკოცნე, მთავარ ასოსაც მივადექი. ვიფიქრე გამშრალება დავიწყებოდა, ვინაიდან სულ სველი იყო, იმ პირსახოცივით, მატრასიც კი დაესველებინა იმდენი სითხე გასდიოდა. კანკალი დაიწყო, მე ცოტახანი ვეფერე ყლის თავით, მითხრა ძალიან რბილი და ცხელიაო, თითები არ მომწონდაო. მე აქამდე არ შემემჩნია რომ, მართლაც რბილი იყო, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ამ აღმოჩენით. ჩემი არ ვიცი მარა, ის ისეთი ცხელი იყო, ისეთი ცხელი და მეწამული წითელი, რბილიც იყო, მაგრამ წინა დღის გაპარსული ჰქონდა და ცოტა არ იყოს მესობოდა ბეწვები. მოკლედ მივაწექი აპკზე და იყვირა, შემეცოდა და გავჩერდი, ჩემსკენ ამოიწია და ხელები მომხვია კისერზე და აქვითინდასავით. მერე უცბად დაიწყო ტირილი, მგონი არ მაქვს ვაგინაო ამბობდა, ძალიან მტკივაო, ნუ შვრებიო. გავჩერდი და როდესაც რეფლექსურად მოისვა ხელი სისხლი მოსდიოდა, ძალიან ბევრი, უფრო მეტად აღრიალდა და აბანოში შევარდა. ფეხზე ჩამოსდიოდა სისხლი, იატაკზე წყალში ირეოდა, ღია წითელი იყო, წყალში ვარდისფერდებოდა, ის კი ტიროდა. შემეცოდა და ჩავეხუტე მაგრამ რტყმა დამიწყო, რა უნდოდა არ ვიცი. (ისედაც თავში ამარტყა ნერვებმა, როდესაც ასეთ მომენტში გავჩერდი, მერე შევაქე ჩემი თავი.) წყალი ნელნელა უფრო მუქდებოდა, მეგონა მოკვდებოდა, ნანახი მქონდა სტატია, ვიღაც მომკვდარა აპკის გახევით. არ მოკვდე თქო შევეხვეწე. გააჯვი შე სიროვო, დამაცადეო. გამოვედი და დავწექი. ისიც ორ წუთში გამოვიდა, ისევ მთელი ქონდა აპკი, გაურღვეველი იყო, მარადის. ბოდიში მითხრა, უფრო სწორად ვიფიქრე რომ მითხრა, აღარ მახსოვს ზუსტად, შეიძლება ეთქვა კიდეც.
სახეზე დიდი ყვინტლი ესვა, მარცხენა ნესტოდან გამოსდიოდა და ტუჩამდე იწელებოდა, ზედა მხარე უფრო მუქი იყო, დამპალ მწვანეში გადადიოდა ქვევით კი გამჭირვალე, წელვადი. ალბათ, ტირილმა და ცხელმა წყალმა მოადინა. გისვია მეთქი ხელით ვანიშნე, გაწითლდა, მერე ხელი გაისვა და მთელს სახეზე გაეტყლიზნა. კიდეო? მეთქი არა თქო, მომერიდა, არ მინდოდა უხერხულში ჩამეგდო. ზურგზე დაწვა, მე მივედი და რბილის და ცხელის სმა დავუწყე ვაგინის კედლებზე, კლიტორზეც, მგონი ორჯერ გაათავა. მე ვუთხარი, ეტა ნე ჩესნა, მეც მინდა თქო. ბევრი ვუჩიჩინე და ანალურ სექსზე დავითანხმე. ყვიროდა მტკივაო, ვერ ვჩერდებოდი. პარალელურად ვაგინაზე მოფერება დავუწყე ახლა თვითონ ამყვა ბიძგების კეთებაში, პორნო გამომადგა. როგორც ბატონი შელდონ კუპერი იტყოდა, ეს იყო ჩემი პირველი შერწყმა. როცა გავათავე, ზურგზე დავაწექი, ჩავეხუტე ისე რომ სახეზე არ შევხებოდი და ვუთხარი რომ ღმერთი ხარ თქო, მადლობები ვუხადე. მეორედაც მინდა თქო ვუთხარი, არაო გეხვეწებიო, ძალიან მეტკინაო. ხელით ქენი თქო ვუთხარი და ზურგზე დავაჯექი. ხელი უხერხულად ამოყო და საქმეს შეუდგა. ლექსის მოყოლა დავიწყე გვერდითა ოტახიდან ხმა გამოდიოდა და მათთვის ვყვებოდი, მისი ხელის მოძრაობა მეზობელი ბებოს ნივრის დანაყვის ცერემონიას მახსენებდა, ამაზე ფიქრში გავათავე. თვალი მხოლოდ იმას მოვკარი რომ თმებში შეესხა სპერმა, შემდეგ სიამოვნებისგან დავხუჭე. გვერდით გადავწექი, ის გავარდა, ისევ აბაზანაში, ისევ ტირილით. გამახსენდა ყველა ბიოლოგიური ვიდეო, რომელიც ნანახი მქონდა განაყოფიერებაზე. გამახსენდა როგორ დაცურავს სპერმა, მიკროსკოპში გადიდებული კადრებიც დამიდგა თვალწინ, ბოლოს მის თმამდეც მივედი და წარმოვვიდგინე, როგორ დაცურავდნენ დიდი სპერმები მის თმაში, გველებივით, ის მედუზა გორგონა იყო.
აბანოდან გაცეცხლებული გამოვიდა, სახე გაქვავებოდა და მოღრეცოდა, შემეშინდა შეხედვის. რატომ არ მითხარი სახეზე რომ მესვაო, რატომ არ მითხარი რომ რჩებოდი და თმაში რატომ შემაწუწეო, არაკაცი ხარო, მოუთმენელი ცხოველიო. წავიდა. რა ვქნა, პირველი იყო, არ ვიცოდი რა მექნა, ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიყავი იმ ორგანოს მონა, რომელიც სინამდვილეში ვარ. ჩემი ბრალი არ იყო. ჩემი ძაღლი სანაგვეში გდია და მისი სისხლი გადავრეცხე დღეს. შემდეგ კი მივუჯექი მონიტორს და გადავწყვიტე მომეყოლა, ერთერთი ამბავი იმ სამიდან, როდესაც ჩემი საქციელით არა მხოლოდ ჩემს თავს ვავნე, არა მხოლოდ ჩემი სული დავიმტვრიე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ხო ფრიდონი ჩემი მივიწყებული მეა... :))), არა რაის ეროტიკაა, სიმბოლიზმია ყველაფერი, მიყვარს ნატურალიზმი და კიდე ის რაც ხალხს სისაზაგლედ მიაჩნია მაგას რომ. ვტენი, არადა მაგის გარეშეც რომ შეიძლება... ნუ ესაა რაა :))) ხო ძაღლი მერსოს დედაა, მართაკია.. ხო ფრიდონი ჩემი მივიწყებული მეა... :))), არა რაის ეროტიკაა, სიმბოლიზმია ყველაფერი, მიყვარს ნატურალიზმი და კიდე ის რაც ხალხს სისაზაგლედ მიაჩნია მაგას რომ. ვტენი, არადა მაგის გარეშეც რომ შეიძლება... ნუ ესაა რაა :))) ხო ძაღლი მერსოს დედაა, მართაკია..
1. ეს ამას წინ წავიკითხე ფრიდონს ედო თუარ ვცდები. თავიდან ჰო კინაღამ ვიჩქარე)) მაგ კარგი იყო რო გავწბილდი. ძაღლი - დედა)) და ისე რავი ეროტიკად არამგონია ვარგოდეს. სხვა რამის დანახვა არ გამომივიდა. ეს ამას წინ წავიკითხე ფრიდონს ედო თუარ ვცდები. თავიდან ჰო კინაღამ ვიჩქარე)) მაგ კარგი იყო რო გავწბილდი. ძაღლი - დედა)) და ისე რავი ეროტიკად არამგონია ვარგოდეს. სხვა რამის დანახვა არ გამომივიდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|