ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
26 მარტი, 2020


Анна Ахматова – Я не любви твоей прошу

ანა ახმატოვა - არ გთხოვ სიყვარულს, ვით დაგაძალო?!

არ გთხოვ სიყვარულს, ვით დაგაძალო?!
ის საიმედო ადგილზე მყოფობს...
და დამერწმუნე, არც საორჭოფო 
ბარათს არ მივწერ შენს საპატარძლოს!

მიიღე ბრძნული რჩევა მუდარით:
მას წააკითხე ჩემი ლექსები,
შეანახვინე ჩემი სურათი -
ზრდილნი არიან მეუღლეები!

რადგან ნიადაგ ბრიყვის შეგნება
რაყიფის სრულ მარცხს მგზნებარედ ითხოვს,
ვიდრე მეგობრულ საუბრის სითბოს,
ნაზი დღეებიც არ ახსენდება...   

ბედნიერების დღეთა ხურდები
გაიხარჯება, სათნო ბანოვანს
მოიყირჭებ და დაემდურები -
ისიც სხვასავით ყელში ამოვა.

ჩემს საზეიმო ღამეს კარები
არ შემომიღო, ნუ მოხვალ სტუმრად,
რადგან ვერაფრით დაგეხმარები,
ნეტარებისგან ვერავის ვკურნავ!

26 მარტი, 2020 წ.




Анна Ахматова – Я не любви твоей прошу

Я не любви твоей прошу.
Она теперь в надежном месте...
Поверь, что я твоей невесте
Ревнивых писем не пишу.

Но мудрые прими советы:
Дай ей читать мои стихи,
Дай ей хранить мои портреты —
Ведь так любезны женихи!

А этим дурочкам нужней
Сознанье полное победы,
Чем дружбы светлые беседы
И память первых нежных дней...

Когда же счастия гроши
Ты проживешь с подругой милой
И для пресыщенной души
Все станет сразу так постыло —

В мою торжественную ночь
Не приходи. Тебя не знаю.
И чем могла б тебе помочь?
От счастья я не исцеляю.

1914

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები