 | ავტორი: იანუსი ჟანრი: პროზა 29 მარტი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დღე - რა მნიშვნელობა აქვს რომელი? დათბა, მაგრამ ხალისი მაინც არალი. ანუ მოხდა ის, რისიც მეშინოდა - ცუდი განწყობის მთავარი განმაპირობებელი ცუდი ამინდი არ ყოფილა. ვინ იფიქრებდა. ჩემი გჯერათ? გუშინ ჩემი მეგობრები ვნახე, გიორგი და პაატა, ჩემივ ინტროვერტობიდან გამომდინარე, მიხვდნენ რომ სახლიდან გამსვლელი არ ვიყავი და მანქანით გამომიარეს. პაატასთან გავედით, რომელსაც მოსაწევის ნარჩენები ჰქონდა, მოწევაც იქვე ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა, პაატა ზედმეტად ფრთხილობდა, რომ ვინმეს არ დავენახეთ, რაც საქმეს საგრძნობლად გაურთულებდა. სახლში პაატას ბაბუა იყო, რომელსაც ხელი წინდახედულად არ ჩამოვართვით. მე, ჩემის მხრივ, უადგილო მზრუნველობის დაუოკებელმა სურვილმა შემომიტია, რომელიც შემდეგნაირად არტიკულირდა: -ხომ ფრთხილად ხართ? ხელებს ხო იბანთ ხშირ-ხშირად? რის პასუხადაც პაატას ბაბუამ დარჩენილი კბილები გამოაჩინა და სიცილის ბოლოს მითხრა: -მე არსად დავდივარ, ბაბუ, ხელების დაბანა რად მინდა. უხერხული მომენტების კოლექციონერი ვარ. სიჩქარეში რამდენიმე უგემური ნაპასის დარტყმის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ მაღაზიაში გაგვევლო სასუსნავების საყიდლად, შემდეგ კი ჩემთან დავბრუნებულიყავით, რათა ჩემს ოთახში მშვიდად გაგვებოლებინა. მე და გიორგიმ (პაატა მანქანაში დარჩა) მაღაზიაში შესვლა რომ დავაპირეთ, წინ ჩამრგვალებული კაცი ჩასახერგად დაგორებული ლოდივით გადაგვეღობა. -ველოდებით. - კატეგორიული იყო, პასიური აგრესიის ელემენტებით. კარგად რომ დავაკვირდი, მერეღა მივხვდი რიგითი მყიდველი იყო (და არა ჩასახერგად დაგორებული ლოდი). მერე იმასაც მივხვდი, რომ კარანტინის წესების გამო მაღაზიაში ხალხის რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდა და გამეცინა საკუთარ დაბნეულობაზე. მალევე თმახუჭუჭა სკოლის მოსწავლე გამოჩნდა ჰორიზონტზე, რომელიც გულუბრყვილოდ დაიძრა მაღაზიის შესასვლელისკენ და ის იყო, კარები უნდა შეეღო, ლოდმა მასაც ჩაუხერგა გზა და „ველოდებითო“ ამჯერად უფრო უხეშად, უფრო კატეგორიულად და უფრო აგრესიულადაც წარმოთქვა, თან ხელიც წაავლო საწყალ თმახუჭუჭას და ამ დროს გარეთ გამოსული მყიდველის წყალობით გამონთავისუფლებული ადგილის შესავსებად თავად შეაჭრა მაღაზიაში. მე და გიორგიმ ერთმანეთს გადავხედეთ და სინქრონულად წაგვსკდა სიცილი. სანამ ჩვენთვისაც გამოთავისუფლდებოდა ადგილი, ახალი პოტენციური მყიდველიც გამოჩნდა შავი პირბადით და როცა კარებს მოუახლოვდა, შევეცადე მეც მომერგო კატეგორიული ტონი: -ველოდებით.. -აქ ვმუშაობ მე! უხერხული მომენტების კოლექციონერი ვარ. „პეჩენიებითა“ და „ბუმებით“ გამოვედით და მადააშლილებმა მანქანაშივე ავამუშავეთ ყბები. ჩემს ოთახში (რომელიც ჩემი ოთახი მხოლოდ მაშინაა, როცა თბილისიდან ჩამოვდივარ) ერთ მხარეს, ორ მაგიდაზე მამიდაჩემის მონაზვნობის დროს დაგროვილი ხატები აწყვია (აბრძანია), მაგიდების წინ კი საწოლი დგას და ზოგჯერ, ღამ-ღამობით სინდისი განსაკუთრებულად მქენჯნის იმის გამო, რომ ხატების წინ მიწევს სექსუალური მოთხოვნილებების მანუალურად დაკმაყოფილება (aka - ნძრევა), მაგრამ მერე მახსენდება, რომ ხატებს სიწმინდესთან საერთო არაფერი აქვს და ვმშვიდდები. ჯოჯოხეთში მოხვედრის პერსპექტივაც ისე (და საერთოდაც) აღარ მაშინებს, როგორც სკოლის პერიოდში, როცა დილა-საღამოს ვლოცულობდი და შიგადაშიგ მეტანიებითაც ვიტყავებდი მუხლებს, ღმერთს რომ ჩემს გარყვნილებაზე (მაშინაც გარყვნილი ვიყავი, კი) თვალი დაეხუჭა და სამოთხეში შევეშვი. ბონგით მშვიდად დარტყმულ ნაპასს სულ სხვა ეფექტი აქვს და ამ ეფექტისგან ლაპარაკის საღერღელაშლილებმა მალევე გავაჩაღეთ ხმამაღალი დისკუსია. პაატას აზრით, მსოფლიოს ბედს ადამიანთა ვიწრო წრე განაგებს და ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას, ამიტომ კაცობრიობის განვითარებას შეგნებულად აფერხებენ კონკურენციის შიშით. ჩემი აზრით, პაატას აწყობს შეთქმულების თეორიის დაჯერება, რადგან საშინლად ზარმაცია. იმდენად ზარმაცი, რომ მრავალმხრივი და ვირტუოზული ნიჭის მიუხედავად თვითრეალიზება ეზარება. ამიტომ არ დაამთავრა უნივერსიტეტი. ამიტომ არ დარჩა ბოლომდე არცერთ სამსახურში, რომელიც დაიწყო. ამიტომ ჩამოვიდა კვლავ ზუგდიდში, სადაც ფერმერობას მიჰყო ხელი. ამიტომ ურჩევნია თქვას, რომ თვითრეალიზაციის საშუალებას არ აძლევს სისტემის სათავეში მოქცეული კასტა, რომელმაც სისტემა ისეთნაირად მოაწყო, რომ პაატას, მე და ყველა რიგით მოკვდავს პურის ფულისთვის ვირივით გვიწევს შრომა, ჩვენი წინსვლის პერსპექტივა კი მოჩვენებითია, ვირის წინ დაკიდებული სტაფილოსავით, რომელიც ვირს მოძრაობის სტიმულს აძლევს. ამას გვიან მივხვდი, ამიტომ, თავიდან, როცა თავისი თეორია გამანდო და კარგად დაწყობილი არგუმენტებიც ჩამომიწიკწიკა, ჩემი დეპრესია და ნიჰილიზმი რაღაც პერიოდის განმავლობაში სიმწვავის პიკს ურახუნებდა. მაგრამ ახლა, როცა ჩემი კონტრ-არგუმენტები მეც შესანიშნავად მქონდა ჩამოწიკწიკებული, დათმობას არ ვაპირებდი და დებატებიც გახურდა. გიორგი ამ დებატებში არ ჩარეულა, დიდად არც გვისმენდა და რამდენჯერმე სცადა თემის შეცვლა: -ლუბრიკანტი გამოგიყენებიათ? (პირველი მცდელობა) მე - არასოდეს. -არც მე. მე გამომიყენებია, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ ამის აფიშირება, მეუხერხულა, ამიტომ კითხვა უპასუხოდ დავტოვე. -ეს რა იყო ახლა, ჩვენი ორიენტაცია გადაამოწმე? თან შემოვლითი გზით - ლუბრიკანტი გამოგიყენებიათ?! - პაატამ გამოაჯავრა. გაგვეცინა. -არა, მე თქვენში არასოდეს შემპარვია ეჭვი. მე და პაატამ დებატები განვაახლეთ, გიორგიმ ამოიხვნეშა და რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე მცდელობით მოიტანა იერიში: -აუ, წამოსვლამდე იცი რა მაგარი გოგო მოვტყანი? ლამის ორი წელი ვქრაშავდი იმ გოგოს. წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. -სამაგიეროდ, სული აქვს პოეტის. - პაატას ვუთხარი, სამივეს გაგვეცინა. გიორგი პოეტია, ლექსების წერა ბანალურად დაიწყო - მეათე კლასში გოგო შეუყვარდა. მიძღვნილი ლექსების მიუხედავად სიყვარული მტანჯველად ცალმხრივი აღმოჩნდა, სამაგიეროდ ნაპერწკალი მალე ცეცხლად იქცა და სიყვარულზე დაწერილი, რითმებში ჩაკეტილი ლექსები, სოციალურ და ეგზისტენციალურ თემებთან შეჭიდებულ, გამართულ, საკუთარი სტილის მქონე და რითმებისგან თავდაღწეულ ნაწერებად იქცა. თავისი წილი წარმატებაც მოიპოვა საინტერესო მარკეტინგული ხრიკით - ამერიკელი პოეტის ბიოგრაფია მოირგო, ფსევდონიმით შეინიღბა და ინტერკონტინენტალური სევდით გაჟღენთილი თეთრი ლექსებით მოხიბლული მსუყე მკითხველთა წრეც გაიჩინა. შემდეგ კი, კრებულის პრეზენტაციაზე (რომელმაც სოლიდური ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა), ყველას გაუმხილა, რომ ჰანს პრომველი კი არა, გიორგი შონია იყო. ცოტა ხნის წინ მოთხრობაც დაწერა („პარასკევიადა“), რომელშიც სწორედ იმ ამბავს აღწერს, თუ როგორ მოტყნა გოგო, რომელსაც ლამის ორი წელი ქრაშავდა. აღწერაც და ამბავიც საკმაოდ საინტერესოა, წინა დღეს წამაკითხა. -ამან იცის და, მოთხრობის წერა დავიწყე. მოიცა... ეს მონაკვეთი წაიკითხე ხმამაღლა. - პაატას მობილური გაუწოდა. მგონი, ჯობია ავტორმა წაიკითხოს, უკეთ გამოუვა-მეთქი, პაატას სამაშველო რგოლი გადავუგდე და ისიც იმედიანად ჩაებღაუჭა -კი, ეგრეა, ჯობია შენ წაიკითხოო. ავტორს ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია და თავისი ლექსების კითხვისას მიგნებულ-მორგებული, მელანქოლიურად მონოტონური ინტონაცია კიდევ ერთხელ მოირგო: „პარასკევი - კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საკუთარ თავებს დავუმტკიცოთ, როგორი ლამაზები და ახალგაზრდები ვართ. დაე, გავიდეთ გარეთ და შევერიოთ ჰედონიზმისთვის თავგანწირულ ლეგიონებს, მოსაწევითა და ალკოჰოლით გაჟღენთილ რაინდებს, one night stand ნიმფებს, ერთი დღით რომ სურთ დაივიწყონ საკუთარი მოსაწყენი ცხოვრება. დღეს ყველანი ჩემი მეგობრები ხართ, ყველა ვინც პარასკევს გარეთ გამოდიხართ, რათა დაივიწყოთ ძაღლური კვირა და რაღაც ახალს, სულ მთლად ახალს ეზიაროთ. ნეტარ ვართ ჩვენ. ნეტარ არიან ბაგეები, რომლებიც ჩვენს ბაგეებზე აღავლენენ სიყვარულის ეფემერულ ლოცვებს. ნეტარ ხართ თქვენ, რადგან ჩემი გული თქვენ გულს არის მინდობილი, დღეს ყველანი ნოეს დიდ და ბინძურ კიდობანში ვსხედვართ, რათა კიდევ ერთხელ გადავრჩეთ.“ აბლონისმატები. აუდიენცია დასასრულს უახლოვდებოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემი სოციალიზაციის ფანჯარა ჭრიალით იხურებოდა. ჩემი მეგობრები ზუსტად იმიტომ არიან ჩემი მეგობრები, რომ ხვდებიან როდის მინდა მარტო დარჩენა, როდის მეკარგება კომუნიკაციის სურვილი და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს ანგარიშს უწევენ, გაგებით ეკიდებიან, მხედველობაში იღებენ, ითვალისწინებენ. გავაცილე და დატოვებულ მოსაწევს მივუბრუნდი, რომლის გამოზოგვა არც მიცდია, იმავე ღამით დავამღერე, ხვალინდელ პრობლემებზე ხვალინდელი მე იზრუნებს-პრინციპით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გმადლობთ. ჯონათან, მაგ შეცდომის გამოსწორება ადვილადაა შესაძლებელი (თუ შეცდომად მიიჩნევთ, რაღა თქმა უნდა) :)) გმადლობთ. ჯონათან, მაგ შეცდომის გამოსწორება ადვილადაა შესაძლებელი (თუ შეცდომად მიიჩნევთ, რაღა თქმა უნდა) :))
11. კარგი იყო 5 ჩემგან კარგი იყო 5 ჩემგან
10. "ინტერკონტინენტალური სევდით გაჟღენთილი თეთრი ლექსებით მოხიბლული მსუყე მკითხველთა წრე"- რა ზუსტია ეს :)
ლამის შემრცხვა, რომ არც კი მსმენია გიორგი შონია :(
"ინტერკონტინენტალური სევდით გაჟღენთილი თეთრი ლექსებით მოხიბლული მსუყე მკითხველთა წრე"- რა ზუსტია ეს :)
ლამის შემრცხვა, რომ არც კი მსმენია გიორგი შონია :(
9. ვფიქრობ არ იყო ცუდი ვფიქრობ არ იყო ცუდი
8. მაგრამ ჩვენი განსხვავებული ლიტერატურული გემოვნებიდან გამომდინარე, მესმის რატომაც ფიქრობთ რომ მსგავსი ფრაზები ყველანაირი ღირებულებისგან ცლიან ტექსტებს! :)) გიორგის რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა, მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ სჭირდება დაცვა. მაგრამ ჩვენი განსხვავებული ლიტერატურული გემოვნებიდან გამომდინარე, მესმის რატომაც ფიქრობთ რომ მსგავსი ფრაზები ყველანაირი ღირებულებისგან ცლიან ტექსტებს! :)) გიორგის რომ ამდენი დამცველი გამოუჩნდა, მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ სჭირდება დაცვა.
7. რამდენიმესაათიანი დიალოგი თუ გქონდათ, შეგიცნიათ და ეგაა. არც ერთი ფრაზა არ მგონია კონტექსტიდან ოდნავ ამოვარდნილიც კი. რამდენიმესაათიანი დიალოგი თუ გქონდათ, შეგიცნიათ და ეგაა. არც ერთი ფრაზა არ მგონია კონტექსტიდან ოდნავ ამოვარდნილიც კი.
6. რამდენიმე ფრაზა სრულიად ამოვარდნილი იყო ტექსტის განვითარების ლოგიკურობიდან...რაღაც ყურმოკრულის ძალით "მოთავსების " მცდლობებს წააგავდა ტექსტში...
"“ -აუ, წამოსვლამდე იცი რა მაგარი გოგო მოვ...?“" მსგავსი ფრაზები ყველანაირი ღირებულებებისაგან ცლიან ტექსტებს! რადგან ამ ფრაზის უკან უამრავი უარყოფითი კონტექსტის დანახვა შეიძლება :)))
რამდენიმე საათიანი დიალოგი მქონდა წლების წინ გიორგისთან,ვერ ვიტყვი რომ მსგავსი ფრაზების ავტოს წააგავდა..თუმცა ყველაფერი არ იწერება მაინც :)
წარმატებები! რამდენიმე ფრაზა სრულიად ამოვარდნილი იყო ტექსტის განვითარების ლოგიკურობიდან...რაღაც ყურმოკრულის ძალით "მოთავსების " მცდლობებს წააგავდა ტექსტში...
"“ -აუ, წამოსვლამდე იცი რა მაგარი გოგო მოვ...?“" მსგავსი ფრაზები ყველანაირი ღირებულებებისაგან ცლიან ტექსტებს! რადგან ამ ფრაზის უკან უამრავი უარყოფითი კონტექსტის დანახვა შეიძლება :)))
რამდენიმე საათიანი დიალოგი მქონდა წლების წინ გიორგისთან,ვერ ვიტყვი რომ მსგავსი ფრაზების ავტოს წააგავდა..თუმცა ყველაფერი არ იწერება მაინც :)
წარმატებები!
5. საქმეც ეგაა, რომ ნაწარმოებზე გამოთქმულ აზრს ვერ ვხედავ :) გმადლობთ. თქვენც წარმატებები თქვენი მოკრძალებული (და როგორც ირკვევა, 12 წლის) საიტის მართვაში. საქმეც ეგაა, რომ ნაწარმოებზე გამოთქმულ აზრს ვერ ვხედავ :) გმადლობთ. თქვენც წარმატებები თქვენი მოკრძალებული (და როგორც ირკვევა, 12 წლის) საიტის მართვაში.
4. ალბათ უფრო თხოვნაა და მესმის, ცხადია
რაც შეეხება რჩევებს, დავბერდი რჩევებისთვის ნაწარმოებები კი აქ იმიტომ იდება, რომ მათზე თავისი აზრი გამოთქვან, ასეა 2008 წლიდან.
წარმატებებს გისურვებთ თქვენი შემოქმედების მოკრძალებულ ტალღებში
ალბათ უფრო თხოვნაა და მესმის, ცხადია
რაც შეეხება რჩევებს, დავბერდი რჩევებისთვის ნაწარმოებები კი აქ იმიტომ იდება, რომ მათზე თავისი აზრი გამოთქვან, ასეა 2008 წლიდან.
წარმატებებს გისურვებთ თქვენი შემოქმედების მოკრძალებულ ტალღებში
3. თუ ნეფერტიტი თუ ნეფერტიტი
2. ნუ მიწყენთ (ან მიწყინეთ), არაა საჭირო ასეთი პროზაული გარჩევები. თქვენც იგივე რჩევას მოგცემთ, რაც ნეფერტარს მივეცი - იქნებ მომავალში თავი აარიდოთ ჩემი შემოქმედების მოკრძალებულ ტალღებს :) <3 ნუ მიწყენთ (ან მიწყინეთ), არაა საჭირო ასეთი პროზაული გარჩევები. თქვენც იგივე რჩევას მოგცემთ, რაც ნეფერტარს მივეცი - იქნებ მომავალში თავი აარიდოთ ჩემი შემოქმედების მოკრძალებულ ტალღებს :) <3
1. ეს უფრო ადრე წავიკითხე ვიდრე წინა ორი
გიორგი შონიაც ვნახე ერთერთი ქუთაისური არხის გადაცემაში პაპუნასთან ერთად და საკმაოდ დადებითი განწყობა გამიჩინა მის მიმართ
და ვერაფრით მოვარგე მას ის სიტყვები: “ -აუ, წამოსვლამდე იცი რა მაგარი გოგო მოვ...?“ საშინელი გამოთქმაა ეს და მაგრად მეზიზღება რას ქვია მო...ი სექსი არ იცი? რატომ უნდა მო...ა? :)
იმედს ვიტოვებ, რომ ავტორის გაზვიადებაა ეს და გიორგის მსგავსი რაღაც არ უთქვამს
“აუდიენცია დასასრულს უახლოვდებოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემი სოციალიზაციის ფანჯარა ჭრიალით იხურებოდა.“ ამ ფრაზამ კი ერთი ფილმი გამახსენა კარგი ფილმია რუსებისა რუსებზე “ფანჯარა პარიზში“
კიდევ ერთხელ ვნახავ ამ კორონობისას :)
ეს უფრო ადრე წავიკითხე ვიდრე წინა ორი
გიორგი შონიაც ვნახე ერთერთი ქუთაისური არხის გადაცემაში პაპუნასთან ერთად და საკმაოდ დადებითი განწყობა გამიჩინა მის მიმართ
და ვერაფრით მოვარგე მას ის სიტყვები: “ -აუ, წამოსვლამდე იცი რა მაგარი გოგო მოვ...?“ საშინელი გამოთქმაა ეს და მაგრად მეზიზღება რას ქვია მო...ი სექსი არ იცი? რატომ უნდა მო...ა? :)
იმედს ვიტოვებ, რომ ავტორის გაზვიადებაა ეს და გიორგის მსგავსი რაღაც არ უთქვამს
“აუდიენცია დასასრულს უახლოვდებოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემი სოციალიზაციის ფანჯარა ჭრიალით იხურებოდა.“ ამ ფრაზამ კი ერთი ფილმი გამახსენა კარგი ფილმია რუსებისა რუსებზე “ფანჯარა პარიზში“
კიდევ ერთხელ ვნახავ ამ კორონობისას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|