ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
30 მარტი, 2020


Анна Ахматова - Нет, царевич, я не та

https://www.youtube.com/watch?v=imAIz99twZY

ანა ახმატოვა - ო, უფლისწულო, თვალს ნუ იბრმავებ!

ო, უფლისწულო, თვალს ნუ იბრმავებ!
სულაც არ ვგავარ ქალს, შენთვის ნაცნობს, 
კარგა ხანია, ჩემი პირბაგე
კოცნის მაგივრად, მომავალს ამცნობს.

ბოდვად ნუ ჩათვლი, რაც გეყურება,
არც ვუტანჯივარ მარტოხელობას,
ღაღადით ვამცნობ უბედურებას,
რა ვქნა, ასეთი თუ მაქვს ხელობა?!

მე შეგასწავლი შეკვრას ბორკილით,
მოულოდნელის ახდენას ნატვრით,
საუკუნოდ რომ გახდეს მორჩილი,
შეიყვარებდი ვისაც კი - გაკვრით.

დიდება გინდა თავის დადაფნით?
აუცილებლად მე მთხოვე რჩევა,
მაგრამ უწყოდე, რომ ამ ხაფანგში
ლხენა, ნათელი - არც ერთი რჩება!

ახლა კი წადი შინ ვალმოხდილი,
გადამივიწყე და ნუ ინანებ,
ჩემო ძვირფასო, შენი ცოდვისთვის,
პასუხს მე ვაგებ ღმერთის წინაშე!

30 მარტი, 2020 წ.




Анна Ахматова - Нет, царевич, я не та

Нет, царевич, я не та,
Кем меня ты видеть хочешь,
И давно мои уста
Не целуют, а пророчат.

Не подумай, что в бреду
И замучена тоскою 
Громко кличу я беду:
Ремесло мое такое.

А умею научить,
Чтоб нежданное случилось,
Как навеки приручить
Ту, что мельком полюбилась.

Славы хочешь? - у меня 
Попроси тогда совета,
Только это - западня,
Где ни радости, ни света.

Ну, теперь иди домой
Да забудь про нашу встречу,
А за грех твой, милый мой,
Я пред Господом отвечу.

1915

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები