ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაბრი
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2020


ხევსურეთისკენ

გადაღლილს დღითიდღე ჭკუაში მიჯდება-
ცხოვრება ამ მტვრიან ქალაქში აღარ მსურს!
საცაა გავიხდი გახეხილ ჯინსებს და
ამაყად ჩავიცვამ მოშავო ახალუხს.
თამამად გადავდგამ დევივით ნაბიჯებს
და მთაში პირველი დავხვდები გაზაფხულს
ქალამნით დავივლი მდინარის ნაპირებს
ხევსურნი მნახავენ ტრფობისგან დაზაფრულს.

ჯერ დინჯად მკლავების დავიწყებ აწევას
და მერე წინაპრის ავიყრი იარაღს
და სისხლის ამღვრევი პწკარების საწერად
ვეწვევი მწვანე და ხასხასა იალაღს.
მოშავო ბედაურს მაინც რომ გავხედნავ,
თეთრ ჩოხას მოვირგებ როკვისას ფრიალას.
ბერივით შევდგები ნისლიან მთაზე და
იქ დავცლი ბოლომდე სიცოცხლის ფიალას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები