ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სმოლიკა
ჟანრი: პროზა
16 თებერვალი, 2009


მე,შენ და მთვარე

  ყოველ ღამე ისინი დიდი და ბებერი ხის ქვეშ ისხდნენ...საღამოს მოახლოვებისას მათი გულები გამალებით ძგერდნენ და მთვარეს ელოდნენ...მთვარეც მოუთმენლად ელოდა მათთან შეხვედრას,უყვარდა მათი ბავშვური სისულელეების მოსმენა...მათ ყოველთვის ახსოვდათ სიკვდილი და ამით სულაც არ ითრგუნებოდნენ, პირიქით მისკენ ისწრაფოდნენ კიდეც რადგან ეგონათ,რომ იქაც ერთად იქნებოდნენ...ისხდნენ და მთვარეს ეჩურჩულებოდნენ,უყურებდნენ,უსმენდნენ და ერთმანეთს ავსებდნენ...ყოველი საღამო მათთვის სიხარულის მომგვრელი იყო...ასე გრძელდებოდა მთელი ცხოვრება...მათი სიხარლი მხოლოდ ერთხელ და საბედისწეროდ დამთავრდა...ბიჭი გოგოს დაშორდა...მაგრამ გოგომ არ იცოდა დაშორების მიზეზი და მთვარესთან დარჩა მარტო...ეხლა უკვე ცაკ_ცალკე ჩურჩულებდნენ მთვარესთან...ბიჭს სიმსივნე ჰქონდა მისთბის სიკვდილს ძლიერ ჩაეჭიდა ხელები მისი სუსტი სხეულისათვის...სწორედ ამის გამო დაშორდა გოგონას არ უნდადა მისი სიკვდილის მერე  ეულად ეგრძნო თავი...ეს ყველაფერი მალევე შეიტყო გოგონამ და ამით უფრო იტანჯებოდა...გოგონასაც იგივე სიმპტომები აღმოაჩნდა...ბიჭი კვირის წირვის შემდეგ გარდაიცვალა...მგონი ეს მათი ყველაზე დიდი ოცნების ასრულების დღე იყო... გოგონაც ზუტად იმ დღეს გარდაიცვალა...მათი ყველაზე დიდი ოცნებაც ასრულებას მიეცა...მთვარე ყოველ ღამე მათ საფლავებზე თავის სხივებს ძლიერად აშუქებდა და ბრწყინვალებას სძენდა მათ გარინდებულ საფლავს...ისინი სიკვდილის შემდეგაც ერთად იყვნენ...მათი ყველაზე დიდი ოცნება და სიტყვები კი ასრულდა "მე, შენ და მთვარე"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები