ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2020


ყავლი



ყავლი გაუვა სიყვარულს მდუმარებაში,
თუ არ ამტკიცე, რომ ის გჭირდება.
მწვანე ფოთოლი უმალ დაჭკნება,
წვიმის წვეთები მას ახალისებს.
შეძახილი თუ ხეს ახმობდა,
შენი უარი როგორ არ ახსნის.
დაბმული არაფერი არ სურს სამყაროს,
ძალდატანება გულის ხმას ახშობს,
თანაგრძნობაა გამოსარჩლება.
გულის პასუხი გულმა გაიგოს,
სიყვარულშია გამოდარება.
ტკივილსაც უძლებ თუ გეყვარება,
სიყვარულს უნდა იმსახურებდეს,
თორემ ყოველდღე ისიც გაცვდება,
რასაც მხოლოდ შენ ინარჩუნებდი,
ერთისთვის ტვირთი ვერ მსუბუქდება.
გარბის და ანგრევს რასაც ვერ იშობს,
უშობელი კი არ ჩაითვლება.
სხვა სიყვარული მოჩვენებაა,
მოტყუება და საყვედური,
საყვედური კი სამყაროს გმობს,
ტანჯვაა და სიყვარულის იმიტაცია.
როცა ნატურალური ხარ,
ხელოვნურობა შენში მკვდარია,
ვერ მოიგონებ, რაც არ აბადია შენს სულს სავანედ,
ჭეშმარიტება ვერ ითამაშებს ჭეშმარიტებაში,
ის ან არსებობს, ან არა.

2017 წლის 22 მაისი
ა.მ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები