ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ.ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2020


გმირი შვილების სადღეგრძელო

მოხუცი კაცი მყავდა მეზობლად, სამოცდაათის.
შვილი მოუკვდა ორი წლის წინ, სიბერის შვილი, სულ ოცდასამის.
მთელი ცხოვრება იწვალა კაცმა, სახლიც ააგო.
სწორი მინდორი დაუტოვა მამამისმა, მან კი ააგო, სამსართულიანს დავუძახებ, სხვენსაც მივათვლი.
ზელდა მიწას, თოხნიდა და ბარავდა მუდამ, სახლს ვაშენებო მეზობლებო, იტყოდა ხოლმე.
მართლაც ააგო.
მერე დაფიქრდა რისთვისო და ბიჭიც სწორედ ამ დროს გაუჩნდა.
უხაროდა თქო ვერ ვიტყოდი, ვერ გამოერკვა, აღარ ელოდა.
გამოდგა ბიჭი, ნიჭიერი და სულმკვირცი იყო.
"სულ მკვირცხლი იყო, დახტოდა მუდამ და გონიერიც, მაგრამ გავირდა"
მისი დაბადებიდან თხუთმეტი წელიც გავიდა და არ გაიზარდა, არ მუშაობდა, ისევ მამა აგებდა სახლს და მიწასაც ზელდა.
ოციც გავიდა ბიჭის შობიდან, კაცი უკვე ვეღარ აგებდა სახლს, შვილს აწვდიდა ფულს, ისწავლოსო, ის კი აგებდა.
ბოლოს რომ მოტყდა წელში კაცი, მიწამ უმტყუნა, სახლის გამოშლაც დაიწყო და იმას გზავნიდა, პატარააომ, უნდა ისწავლოს.
"დაავადმყოფდი მეზობლებო, ფული მჭირდება, მიტომ ვშლი ბინას" ამბობდა ხოლმე და ოფლი ჩასდიოდა თვალებში სამყაროს ცრემლად.
ოცდაერთისა გახდა ბიჭი და მამამისს პაპამისის დატოვებული მიწა დაუტოვა ისევ. საძირკვლიანად გამორღნა და მერე წავიდა.
დატოვა მიწანამტყუნი მამამისი, ცარიელი მიწის ამარა, ჯარში წავიდა.
ტუალეტში იჯდა, ჯარის ხელფასით თამაშობდა, ისევ აგებდა და სწორედ ამ დროს თალიბანმა დაბომბა ბაზა, ტუალეტში მოკვდა, მობილურით თამაშობისას.
"ავღანეთს იყო, წამლის ფულად აღარ ყოფნიდა აქაური ხელფასებიო" იტყოდა ხოლმე...
მოხუცი კაცი გვერდით ცხოვრობს, ხუთასს მეტრში ჩემი სახლისან.
"დღეს სამოცდაათს ვუკაკუნებ, დავბერდი შვილო"
გაგიმარჯოსო, თამადამ თქვა, ერთი ამდენიც.
მერე წასულების მოგონებაო, გმირებისაო, სამშობლობლოსთვის და მშობლებისთვის წასულისაო, შენი შვილის არ დავიწყებისო, გმირი შვილისო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს