სიტყვა "ბოროტება" მდოგვი მეგონა, რომელსაც, ბავშვობიდან, ენის წვერით ვუსინჯავდი გემოს და წამსვე გადმოვანერწყვებდი. გაგიკვირდებათ და სოსისები მე საზამთროსთან ერთად მიჭამია. აგე, იძინებს გაზაფხული, თითქოს არც გაუღვიძია... თრომბივით შედედებული ჰაერი და, აქა-იქ, ალვების ცარიელი თავის ყანყალი...
როგორც იქნა, თავს ვუთხარი: - ჰეი, შენ, ქაჯანავ, შეხედე, შენს მიერ შარშანწინ დარგულმა ალუბალმა როგორ გამოგიწოდა ნაყოფი, მიდი, ტუჩები მოითხუპნე, აკოცე ყოველ გამვლელს და გადასდე შენი სიტკბოება! არადა, ჯერ კიდევ წინაა ბევრი ცუდი დღე. -
ამ ფიქრში გართულს ჩრდილოეთის კედლის ნიშიდან ო. ჭილაძის მომღიმარი სურათი მიმზერს. მე ვამბობ: - დასრულდა ეს ერთი კეთილი დღეც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჭილაძის სურათი ჩრდილოეთით აღარასდროს დაკიდოთ ! ჭილაძის სურათი ჩრდილოეთით აღარასდროს დაკიდოთ !
4. შენს მიერ შარშანწინ დარგულმა ალუბალმა როგორ გამოგიწოდა ნაყოფი,
ასე სწრაფად ისხამს ნაყოფს ალუბალი?
“აქა-იქ, ალვების ცარიელი თავის ყანყალი... “ - წარმოვიდგინე :)
ცუდი არაა, მაგრამ ძველი დადებულები ჯობდა ჩემი აზრით
3 ქულა
ველოდები შედევრებს :) შენს მიერ შარშანწინ დარგულმა ალუბალმა როგორ გამოგიწოდა ნაყოფი,
ასე სწრაფად ისხამს ნაყოფს ალუბალი?
“აქა-იქ, ალვების ცარიელი თავის ყანყალი... “ - წარმოვიდგინე :)
ცუდი არაა, მაგრამ ძველი დადებულები ჯობდა ჩემი აზრით
3 ქულა
ველოდები შედევრებს :)
3. “აგე, იძინებს გაზაფხული, თითქოს არც გაუღვიძია... თრომბივით შედედებული ჰაერი და, აქა-იქ, ალვების ცარიელი თავის ყანყალი...”
რა კარგია. დავინახე .
“აგე, იძინებს გაზაფხული, თითქოს არც გაუღვიძია... თრომბივით შედედებული ჰაერი და, აქა-იქ, ალვების ცარიელი თავის ყანყალი...”
რა კარგია. დავინახე .
2. გამორჩეული და საინტერესო ავტორი.
მიკვირს, რომ დღემდე არ მქონდა აქ არაფერი წაკითხული.
ვფიქრობ გულწრფელი, არახელოვნური ტექსტებია. საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას თამამად უზიარებს მკითხველს ავტორი და ახერხებს დააინტერესოს. თან ისე, რომ არ გადაიზარდოს ეპატაჟში და მხატვრული ღირებულება შენარჩუნდეს.
რადგან ყველა აქ განთავსებული ვერლიბრი წავიკითხე, ავტორის შემოქმედებას საერთო ჯამში ვაფასებ 5 ქულით. გამორჩეული და საინტერესო ავტორი.
მიკვირს, რომ დღემდე არ მქონდა აქ არაფერი წაკითხული.
ვფიქრობ გულწრფელი, არახელოვნური ტექსტებია. საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას თამამად უზიარებს მკითხველს ავტორი და ახერხებს დააინტერესოს. თან ისე, რომ არ გადაიზარდოს ეპატაჟში და მხატვრული ღირებულება შენარჩუნდეს.
რადგან ყველა აქ განთავსებული ვერლიბრი წავიკითხე, ავტორის შემოქმედებას საერთო ჯამში ვაფასებ 5 ქულით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|