ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2020


გზა ,რომელიც სიყვარულ-ღმერთად გაქცევს!

მხოლოდ მათთვის ,ვინც მზადაა მოკვდეს !

სამყაროს სიღრმიდან ამოვიზარდე სიყვარულად,
მტკიცეა ჩემი ფესვი,
სამყაროს არსს გადავეხლართე -
სრული გადახსნილობით.
ძლიერია ჩემი ღმერთი,
რადგან იბრძვის..
გტკენ, როცა შენში არსებულ სინათლეს მალავ...
სიყვარულადიქეც!

ჩვენ - სიყვარულღმერთები ვართ!
მაგრამ მანამდე... სანამ შენი სული ხორცის სიღრმიდან ვერ აღწევს,
დაიწვი სხვაში
დაიფერფლე
ნუ შეგეშინდება , რადგანაც ეს არ არის ნამდვილი სამყარო
შენც ხომ გრძნობ ამას?
სანამ შენი სხეულის ყველა წერტილი სიყვარულად არ იქცევა,
მანამდე იარე..
როცა შენს მატერიას შევეხები,
შენს სულს უნდა ვეხებოდე..
მანამდე კი იარე...

მხოლოდ შენ გეცოდინება,
რომ ბოროტებას არ უნდა დაუპირისპირდეს ადამიანი,
არამედ ბოროტება უნდა შეიცნო - რომ სიყვარულადიქცეს.
გარშემომყოფები შეგიძულებენ, გაგრიყავენ, როცა ბოროტების შეცნობის პროცესში
ათას იარლიყს მოგაკრავენ და
იფიქრებენ რომ შენ ბოროტი,
დაცემული, ცოდვილი, ღირებულებებგამოცლილი,ამორალური ადამიანი ხარ.. მაგრამ ნუ მოუსმენ მათ,
შენში სულმა გაიღვიძა და ის მოძრაობს...მიყევი მას.. მხოლოდ მას ენდე..

ყველა ჭრილობა
ჩემი ცრემლებით განიკურნება..
ნუ შეგეშინდება ტკივილების..
რთულია მატერიიდან იშვას სული..
ნაწილებად დაიმსხვრევი
ხშირას ინატრებ სიკვდილ,
სხეულიდან ამოხტომის დაუოკებელმა სურვილმა,
ფრთხილად იყავი,
მატერიალურ სიკვდილამდე არ მიყვანოს..
იცი ხშირად ადამიანები თავს იმიტომ იკლავენ
რომ მათში სულმა გაიღვიძა
ისინი კი ვერ ახერხებენ - სხეული სულად აქციონ და სხეულს კლავენ..
გაუძელი ამ ეტაპებს..რადგან,
ზოგჯერ მგონია
ადამიანები,რომლებიც უნარშეზღუდულებად იბადებიან
სწორედ ამიტომ,
წინა ცხოვრებაში - თავიმოიკლეს და ახლა მხოლოდ ის დარჩენიათ
მთელი ცხოვრება სხვისი სიყვარული აიტანონ..
გაუძელი ამ მომენტებს !

ვერავინ ჩამოგყვება შენს ჯოჯოხეთში და არ მოგატყუებ,
რომ ეს გზა ია ვარდითაა მოფენილი..
ეს შემეცნების გზაა...
ეს ყოფიერების აბსურდულობისგან გაგიჟების გზაა...
ეს შეშლილის გზაა.. შემმეცნებელი კი ყოველთვის შეშლილია..
ეს წარმავლობის გზაა,
შენი თვალები ყველაფერს რაც წარმავალია მანამდე მოკლავს თავის არსში, ვიდრე თავად მოკვდება..
ვერ დაიჯერებ ტყუილს,
თავს ვერ გაიბრუებ ილუზიით,
რაც მეტად გეყვარება ადამიანები,
მით მეტად გაგიჟდები..

შენს ყურთან მიმალული ყორანი ყოველ სიტკბოების წამს ჩაგიშხამებს და ჩაგძახებს - არარა !
არარა
არარა !
მისი ხმა დამცინავი იქნება და სულს გაგიყინავს.
მისი ხმა ჩააქრობს სამყაროს.
მისი ხმა გამოგგლიჯავს ხელიდან ყველანაირ სიტკბოებას.
მისი ხმა წაგართმევს - ყველაფერს,
თუკი მიეჯაჭვები..
მაგრამ,
შენ უნდა შეძლო გაძლო -
იმ დღემდე სანამ
შენს ყორანს არ მოუბრუნდები და
ბოლო ხმაზე არ ჩაჩხავლებ ყურში -
სიყვარული!
სიყვარული!
სიყვარული!
და დაინახავ შენს თვალწინ, როგორ დაიწყებს დაშლას მისი უძირო თვალები, სამყაროს ამაოება რომ ჩაღვრიათ შიგნით, მისი შავი ფრთები ნაწილნაწილ დანაკუწდება - ყოფიერების აბსურდულობისგან გაჟღენთილი სიცარიელით სავსე... დაიფერფლება შენს თვალწინ ყორანი.. მისი ფერფლიდან სიყვარულის ცეცლი აინთება, ახალი სიცოცხლის დასაბადებლად.. ახალი ფრინველის დასაბადებლად, რომლის თვალებით უძირო სიყვარულს დაიტევენ, რომლის ფრთებიც - მარადიულ არსებობად იქცევიან, მისი თვალებიდან მკურნალი ცრემლები გადმოიღვრებიან.. შეგასკუპდება შენი სულის ყვირილიდან - ამოფრენილი ფენიქსი მხარზე და ,
როცა კი სამყაროს ილუზორულობა კვლავ უამრავ ბარიერს აგიგებს,
შეუცნობლისკენ მიმავალ უსასრულო გზაზე - ბოლო ხმაზე დაგჩხავლებს სულის ფრინველი -
სიყვარული!
სიყვარული!
სიყვარული!
მისი ცრემლები განბანენ შენს ჭრილობებს,
მისი ცრემლები -
განბანენ მის ჭრილობებსაც ვისაც შეიყვარებ...
მისი ცეცხლი შენს თვალებში ჩაგუბდება და
დაწვავს ყველაფერს ირგვლივ,
რაშიც არაა სიყვარული !
ადამიანებში ყველა წერტილს - დაანახშირებს,
სადაც უსიყვარულობის ჭია მებატონე განაგრძობს ჩურჩულს - ტრაგედიაში ადამიანი გამარჯვებული გმირია მატლი... დაწვავს ჭია მებატონეს და სიყვურულით ამოავსებს - უღრმეს ნაპრალებს...
ფრინველს ცეცხლი შენს სიტყვებს გამოყვება და დაანახშირებს იმ ბარიერებს,
მახინჯ სამყაროს რომ აუგია,
ღმერთამდე მისასვლელი გზების ჩასახერგად..
ნუ შეგეშინდება გარდაცვალების,
ჩვენ მარადიულ განმეორებად ვიშვით !
ნუ შეგეშინდება სიკვდილის,
რადგანაც მხოლოდ სიკვდილით შეიძლება დაიბადო -
ყოფიერების არსზე გამობმულ ფესვად!

ძალიან , ძალიან დიდხანს მოგიწევს ამ გზაზე მარტო სიარული...
მარტოობა იქცევა შენს სასჯელად და შენს წყალობად...
გზადაგზა შემოგხვდებიან
შედარებით ძლიერი ადამიანები, ოდნავ მბჟუტავი სულის სინათლით,
ადამიანები
ვინც მხოლოდ რაღაც ეტაპზე მოახერხებენ შენს გვერდით ყოფნას.. შენი თვალებიდან გამოსული სხივები სიმართლის სათქმელად - თვალებში ისარვით გაერჭობა მათ სულებს.. დაიწვებიან ისინი შენს თვალწინ, მაგრამ უმეტესობა ვერ გააღვიძებს თავის თავში სულის ფრინველს..
შენ კი მოგიწევს წინ იარო მუდამ...
გზადაგზა ბევრს მოკლავ შენი სიტყვებით, მათ დაყრუებულ სულებს რომ გააგიჟებს...
მტკივნეული იქნება მათი გარდაცვალება..
დანაშაულის განცდა კვლავ დაგაბრუნებს ჯოჯოხეთში და იქამდე გამყოფებს იქ,
სანამ შენს იმ ნაწილსაც არ შეიყვარებ, რომელმაც მანდ მოგახვედრა.. მტკივნეული იქნება კვლავ დაიწვა, მაგრამ თავისუფლების ფრთები ცეცხლის ალად გამოგებმება მხრებზე და იმაზე ბევრად ზევით აიჭრება ცაში... შეგეხვეწებიან ადამიანები, რომ მოატყუო..
შეგეხვეწებიან, რომ არ მოკლა შენი სიტყვებით, შეგეხვეწებიან რომ დაელოდო..
მაგრამ , შენ ვერ გაჩერდები მათ მიერ დამოკლებულ დროში..
რადგან შენი დრო არ ითბენს ,შენ წამის მარადიულობაში გაიჭედე მარადიულ აწმყოდ და თუ რამეს გააკეთებ - ახლა უნდა გააკეთო, ამწამს იშვები და ამ წამს კვდები..
მარადიულ განმეორებად..
ძალიან დიდი გზის გავლის შემდეგ, ნახავ ადამიანს, რომელიც შენს სიღრმეს დაიტევს..
ნახავ ადამიანს, რომელიც შენს ყველა წერტილში შემოძვრება და შეგიყვარებს..
ნახავ ადამიანს, რომელსაც არ შეეშინდება აქ ყოფნის.. რომელიც.. შეიძლება ნელა, შეიძლება ძალიან მტკივნეულად, მაგრამ მაინც მოახერხებს დაიტიოს შენში არსებული სულის ყვირილი, არარა ქცეული სიყვარულად..
ადამიანს, რომელთანაც შენი სულის ყველა წერტილის გაშიშვლებას შეძლებ..
რომელიც შეიცნობს შენს არსს და მასში ყველა ბარიერს დაწვავს ღმერთამდე რომ ეღობებოდა, შენში ანთებულ სიყვარულად...

ამიტომაც , იარე !
იარე თვითრწმენით და ნუ შეგაშინებს,
თუ ამ შენობებით,
კარიკატურული ადამიანებით,
საკუთარ შეუცნობელს რომ გამობმიან მარიონეტებივით ძაფებით,
თავს შეშლილად იგრძნობ ,
იარე !
თუნდაც აქ ყველას სიგიჟის წყალი დაელიოს და
ნორმალურს ეძახდნენ იმას,
რაც ავადმყოფობაა -
რაც ნორმალურია სიგიჟეს.
ამ სამყაროში გითხარი ერთხელ - მხოლოდ შეშლილებს თუ შეუძლიათ უყვარდეთ,
ჩემთან ერთად გაგიჟებაზე რა აზრის ხარ?.... მეთქი..
ამ სამყაროში სიყვარული სიგიჟედ მოუნათლავთ,
სიმართლე ტყუილად..
გულწრფელობა სისატიკედ...
ტყუილს და ილუზიას - ჰუმანურობას და კეთილშობილებას არქმევენ...
სიბინძურეს - მორალს,
სიყვარულს - ამორალურობასა და გარყვნილებას..
ნუ შეგაშინებს,
რომ ისინი მუდმივად მტერს, ან დამნაშავეს დაინახავენ შენში,
რადგანაც შენ მათ მიერ აგებულ ილუზიურ საყრდენებს ანგრევ...
რის გამოც ჭკუიდან იშლებიან..
შენ ბევრი - სხეულადქცეული სულის მოკვლა მიგიწევს,
უბრალო სიტყვით, ღიმილით, თუ - სიყვარულით,
მათი აყროლებული გვამები შემოგძახებენ,
რომ შენ ხარ მკვლელი !
შენ ბოროტება ხარ !
მაგრამ სამყარომ იცის,
რომ მხოლოდ სიყვარულია შენი მამოძრავებელი ძალა,
ამიტომაც ნუ დაეჭვდები...
შენი არსი ნამდვილია..
შენი არსი სიყვარულია და დიდი დროის მერე,
როცა მათი დამპალი ლეშებიდან სული დაიწყებს ტირილს -
დაგიყვირებენ -
შენ მართალი იყავი
მადლიერი ვარ
მიყვარხარ...

რომ ეკითხათ ისურვებდი შენი და, შენი ძმა, შენი შვილი - ამ გზაზე გაგეშვა? ისურვებდი მათაც აქ ევლოთ?...
მტკივა , საშინლად მტკივა იმის განცდა ის ვინც მიყვარს, რამდენად დაიტანჯება აქ, მაგრამ ვერ ვისურვებდი უკეთეს გზას, ჩემი შვილისთვისაც კი ,საკუთარ შვილსაც დავწვავდი ჩემი სიმართლით, რადგანაც..
არ არსებობს სხვა გზა სიყვარულის გზის გარდა...
ამიტომაც,
ნურასოდეს დაეჭვდები შენს არსში და მხოლოდ ერთი საზომი იქონიე
ყველა შენი, თუ სხვისი ქმედების საზომად,
რა არის ამის მიზეზი?
და თუ მიზეზი სიყვარული არაა , ბოროტებაა მისი არსი..
შეუცნობელია მისი არსი, რომელიც სიყვარულის მდინარეში უნდა დაიწვას...იმისთვის რომ შეცნობილ იქნეს!

ეს სამყარო მართლა არსებობს,
ნამდვილი სამყარო..
სადაც სიყვარულღმერთები ვცხოვრობთ და მხრებზე ჩვენი სულის ფრინველები გვყავს შესმული...
ეს სამყარო ბევრად უფრო რეალურია,
ვიდრე
ის ილუზიური სამყარო
შენ რომ გიწევს ახლა სიარული..

სიყვარულადიქეც!
ჩვენ ყოველთვის აქ ვართ,
უბრალოდ თვალები გაახილე
და მოისმინე სიტყვა,
სამყაროს კიდეში ჩასვლისას
მის მკერდზე რომ ამოვიკითხე -
სანამ ადამიანში სიყვარული იარსებებს
მანამდე იარსებებს ღმერთი !

ამინ !

მიყ ვარ ხარ მარადიულ განმეორებაში,
სხეულის გარდასახულ სულად -
ჩემი სიტყვები,
ყოფიერების საიდუმლოს გიმხელს..
დახუჭე თვალები..
მრავლჯერ ნატანჯო და ნაწამებო სულო...
დახუჭე,რომ ჩემი ზღაპრის სინამდვილიდან - რეალობაში გამოიღვიძო....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები