ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2020


მომავლის პოეზია 15

ვერასცოდეს

მე ვერასდროს ვერ ვიტყოდი რაღაცას
თუ მანამდე არ მაჭჩმევდნენ შოკოლადის კარაქსაც
ნუთუ შენი ცოლი შენ არ გყვარებია
და შენ მაინც..
და შენ მაინც რა შორია მზემდე
მაგრამ გგონია, რომ დღემდე არავინ ყოფილა, ვერ ძლებ რო არ მოდიხარ და გეძებ როცა მომინდა
და მაინც და...
რა შორია მზემდე
(სიმღერით) მე რად მინდა მკერდში გული
ნუთუ შენი ცოლი შენ არ გყვარებიაააა...



ბატონყმობა

მეორემ არ თქვა თავიდან
პირველი ის იყოვო
განა მართლა ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.



***

შენი ტუჩები ქვაზე მიწურულ ღრუბლებს ანათებს
და ეს ფიქრები ისე დამდევს როგორც თელიან მზეს ოხშივარი
ფიქრის მაგივრად გეთქვა რატომ არ დამელოდე
ლოდინის მსგავსად იავარდის ხდება აპრილი.
ამ თვის მიწურულს შენი კერპი გავთალე ნემსით
და შენს მაგივრად არჩევნებზე ხმა ვერ მივიღე
იმ დროინდელი გაზაფხულის დადგა აპრილი (მაისი)
და მაინც და - რა უადგილოდ გამომზეურდი.



ლექსი -> არავისთვის მითქვამს

არავისთვის მითქვამს ის სიტყვები რამაც
არავისთვის მითქვამს რადგანაც და მასაც
რომ ერჩივნოს მართლა
და მართლა და მართლა
რომ არ ეთქვას იქ ან
ან ეთქვას ან არა..



///

შენი თვალის გუგებს
სანამ ცეცხლმაქრი აქრობს
შენ პირთამზეს ულევს
სანამ მქუხარე განაგრძობს..
შენ ვარდისფერ თვალებს
მიუხედავად ამისა
ლალისფერ დალალებს
შეუმკოებლად თავისა
მოხრილ წამწამს, მარცხვენს
შარშანდელის აქეთ
ვერხვით დამთვრალ რკალებს
მორიდებულს და ისიც,
ისევ ისე გარბის
როგორც ყინვამ იცის,
ისევ ისე ცივად
პასუხად არ იღებს
ის გათბება მაგრამ
ტრაკი ვეღარ თბება
ის და ტკბილი ტუჩი
ხეზე ვეღარ რჩება...



---

თითქოს თიხა მაქვს ნაჭამი
და თითქოს მზეზე იამ იხარა
იმ დროინდელი გაზაფხულის დადგა აპრილი (მაისი)
და მაინც რა უადგილოდ გამომზეურდი..
სანამ ჯარშია საწყალი
და მის ადგილას ბევრმა ინატრა
ჯერ არც ისეთი უტყუარი ხარ შენ საქართველო
და ერთხელ მაინც ტყვიის ნაცვლად მოგხვდება ჯარჯი ნუ დასდევ ჯიხვებსა
თუ დაგაცდიან ორიოდე სიტყვის მაგივრად
რომ გეთქვა ეჰეი რომელიღაც რა ამინდია
და თუ ერთხელაც გაგიღიმებს ბედი იარას
უმალ გაყვები სანადიროდ გორს და ივადას
(გორი და ივადა - ცნობილი ვითომ ნაწარმოები)
მაგრამ ზოგჯერ რომ არაოდეს მოდის წყალობა
და უფლისაკენ მიმავალი გზა გეშორება
და რა ადვილად გვეცოდება ჩვენი თავები
როცა ხელახლა ვიწყებთ მაგრამ
ვერ მოიხოდება (მეხოდება).



ტრაკის სელფი

ტრაკის სელფი გულიდან ამოსულ სიტყვებს ვერ გადაფარავს
და ეს ტექსტი სამარადჟამოდ გაყვება მტკვრის ნაპირებს
შენ ლახვართმზეს ვინაიდან რაღაცა
და სადამდე იქნებ გეთქვა - > მალადეც!
მე მარადჟამს ვითარც შენი სიტყვის ნაცვლად
მე იქ მივალ ცარიელი ხელებით
იქ აგურებს დავიკავებ ხმლის მაგივრად
და ზემოთხსენებულ ლახვართმზეს წავმართავ.



ლექსი სულაკაურ ბურდულზე

ფეთქავ გული როგორც გული ოღონდ სხვისი
და შენ მაგივრად ჩაანაცვლა ნიადაგმა პესიმიზმი
შენი ცერკვა იღებს ფორმას სხვის მაგივრად ფერების
გედების ტბის ადგილას რომ გეფერება როგორც მსგავსი ხედები
და გაივლის ორადორი წელი სადღაც
და შენამდე ვერ მოაღწევს ჯავრი
ჯარისკაცებს რაღა უნდათ ხმლის გარდა
თუ თავშივე არ დაუსვამ საკითხს.
მე რა? მე რაღა რა? და რაღა ის დამრჩენია..
თუ კეთილი შვილიშვილის მშობლები
შენი სახე პირქვე ვნახე გამიღიმა
როგორც ავტომობილს უკვირს მრბოლელი..
შენი სული დარჩეს წყლულად და ეწოდოს ტანჯვის გული
ფულით ხარ თუ უფულოდ თუ ქულით ან უქოლგოდ
მაშინაც კი გაგიმარჯოს ღმერთმა
თუ თავადვე არ ირწმუნო კერპმა!



__

და აი ისიც, და აი ისიც
ისევ ცისფრად გაფერადდა წყარო ანკარა (თურქეთის დედაქალაქი)
და შორეული სიზმარივით აბობოქრებულ ზღვაში გატარებ
ჩაქრა წყვდიადი როგორც შენი ცრემლი, პატარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები