ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თინათინ.ე
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2020


ახალგაზრდა მირიანს

აღარ დადიან ის წითელი ტროლეიბუსები, რომლებითაც "შატალოზე" ვიკარგებოდი.
და მაინც, თითქოს არაფერი შეცვლილა ამ ქალაქში , ახალგაზრდა მირიან.
გამომეცალა მეგობრები- სინამდვილეშიც რთული ყოფილა. მე ისევ ვეღარ ვწერ ლექსებს.
ახალგაზრდა მირიან, გადადეთ ყველა საქმე! გამოემგზავრეთ!
მაქვს კარგი კონიაკი, შემონახული ჩვენი შეხვედრისათვის.
ან დარჩით ამ ღმერთისგან დავიწყებულ ქალაქში,
სადაც სანაპიროდან ჩანს, როგორ იძირებიან აფრები შორითშორს...

ახალგაზრდა მირიან, აქ წყნარია ტბების წყალი, გრძელი ღამეები კიდევ, ზამთრის დასრულებამდე.
თბილი პლედები. ხშირი ჩაი და გრძელი უინტერესო რომანები- სოლჟენიცინის, სტენდალის.
ახალგაზრდა მირიან, გიგზავნით სამაჯურს, რომელიც ოდესღაც მისახსოვრეთ.
ამით სრულდება წარსული და აწმყო.
მე ახლა ვმუშაობ რომანზე, რომელიც ბევრად ხელოვნური იქნება, ვიდრე ჩვენი რომანი.

მე ახლა ვმუშაობ ჩვევებზე;
თავს ძალას ვატან- არ დავლიო. ხშირად ვეწევი.
ვერ მიცნობ, ისე დამეტყო წლები.
ცხოვრებაც სულ ეს ყოფილა-
იყო და არა იყო რა.
მეც არაფერი მდომებია ამაზე მეტი.

ჯერ ერთხელაც არ მიფიქრია თვითმკვლელობაზე,
ჯერ პრელუდიაა
ან სულაც გაზაფხული,
უმთავრეს მიზნად დასახული
მცირე რემონტი

ახალგაზრდა მირიან, ბედნიერად!
მშვიდობით, ახალგაზრდა მირიან !
არამგონია კიდევ მოგწეროთ.
ახლა კი, უნდა დავტკბე ცქერით ზეცაში,
ვუყურო წეროების გადაფრენას.

მე ყოველთვის მიყვარდა ისინი -
ტიციანი და ესენინი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები