ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
დაახლოებით დილის 7 საათი იქნებოდა, როდესაც ახლად ამოწვერილმა მზემ სხივები მტყორცნა და გამაღვიძა. ავტობუსში თითქმის ყველას ეძინა. კიდევ კარგი გვერდით რომ გოგონა მეჯდა ჰანოვერში ჩასულიყო და ახლა მთლიანი სკამი ჩემ განკარგულებაში იყო. დიაგონალზე დავწექი და ისევ დაძინებას შევეცადე. არ გამომივიდა, რაღაც ფიქრები დამატყდა თავს და თვალები ისევ გამეხილა, ჯანდაბა…ტელეფონში ლოკაცია შევამოწმე და აღმოჩნდა რომ ვოლფსბურგთან ახლოს ვიყავი, რაც იმას ნიშნავდა რომ ბერლინამდე ერთ საათზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი. ბერლინში აეროპორტში მივდიოდი და იქედან კი საღამოს 7 საათზე საქართველოში, სადაც ქორწილში მეჯვარეობა მელოდა. არ მიყვარს ქორწილებში სიარული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეჯვარე ვარ და ყველა სტუმარი მე მიყურებს, რა მაცვია, როგორი მიხრა-მოხრა მაქვს, როგორ ვამბობ სადღეგრძელოებს და ა.შ. მიუხედავად ჩემი ქორწილებისადმი დამოკიდებულებისა, დიდი ხნის მეგობარს უარს ვერ ვეტყოდი. სხვა საკითხია ის რომ ბევრის დალევაც არ შემეძლებოდა, რადგან სიძე პატარძალს ყურადღება დასჭირდებოდა და ასევე მუსიკოსებს და მომსახურე პერსონალს შესაბამის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება. ასეთია საქართველოში, ჩემ მხარეში, სიძის მეჯვარის ბედი. ყველაზე მეტად კი გაუთავებელი და უაზრო კითხვების მოლოდინი მაღიზიანებდა, მაგალითად, “როდის ჩამოხვედი?”, “როდის მიდიხარ?”…კითხვები, რომლებზე პასუხებიც თვით მათ ავტორებსაც არ აინტერესებდათ. გაღიზიანებაზე ვამბობდი და გავაგრძელებ, რომ ამ ბოლო დროს ალბათ თითზე ჩამოსათვლელი წუთები მექნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც გაღიზიანებული არ ვყოფილვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ არის და თვით საათივით აწყობილ გერმანიაშიც კი ქაოსის შუაგულში ვარ და არაფერი არ მახარებს! თავიდან ყველაფერი იდეალურად დაიწყო, კარგი სამსახური, ნორმალური ხელფასი, სტაბილურობა და მომავლის პესპექტივა, შემდეგ კი ცხოვრებამ ფერები იცვალა, ფერადი ცისარტყელები გაქრნენ და მარტო შავ თეთრი ფერი დარჩა. ყოველი დღის გათენებისას შხამს და ნაღველს ვგრძნობდი, თითქოს შავი ფერის გუდრონი მეღვრება გულში და სხვანაირი ალტერნატივა წარმოუდგენელია. თუმცა მთლად დაქცეულიც არ გეგონოთ, ბედნიერი გამონათებებიც არის ჩემ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვარ(ალკოჰოლი ჩემი უღალატო მეგობარია ) ან ჯადოსნურ ნაკვერჩხლებში ვიძირები. სწორედ ჯადოსნურ ნაკვერჩხლებს ეხება ყველაფერი ის რაც მინდა მოგიყვეთ, პირდაპირ და თამამად. მიუხედავად წარუმატებელი მცდელობისა, უცებ ვიგრძენი რომ თითქოს მზად ვიყავი ჩასაძინებლად, ინსტიქტურად ფარდა ბოლომდე გადავწიე, ჩანთა თავთან დავიდე და შევეცადე არაფერზე მეფიქრა. მომდევნო წუთებში, ფეხებიდან ძილის მომასწავებელმა ჟრუანტელმა დამიარა, ყურები დამებუგა და სხეული მომიდუნდა თითქოს რამდენიმე წამიც და გავითიშებოდი და ამ დროს მობილური ტელეფონის ვიბრაციამ, დაუნდობელმა და ბოროტმა რხევებმა გამომაფხიზლა. გულგატეხილმა ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და თათას გამოგზავნილი წერილი დავინახე: “hi, dila mshvidobisa werter, sad xar aba? ” თათა, ჩემი სოფლიდანაა წარმოშვებით და ბავშვობიდან ვიცნობ, მახსოვს ბევრჯერ დამინძრევია მასზე ჩუმად. ის თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით, წინ წამოწეული მკერდით, გრძელი ფეხებით და ნაქანდაკევი უკანალით.ზაფხულობით როდესაც მდინარეზე საბანაოდ მივდიოდით, მთელი სოფლის ბიჭობა მას უყურებდა და ყველაფერს აკეთებდნენ მის სიახლოვეს რომ მომხვდრიყვნენ. ასეთი ტრადიციაც კი იყო, საღამოობით ბირჟაზე რაიმეს თამაშის დროს ან უბრალოდ საუბრისას ბიჭები, კონკრეტულ გოგონებს კალთაში თავს უდებნენ და ამით მეგობრობას აგრძნობინებდნენ. იმ მომეტში ცხადია ყველა დარწმუნებით ამბობდა, რომ ამ უბრალო მოქმედებაში არანაირი “ეშმაკური” არ იმალებოდა სინამდვილეში კი უმრავლესობას გიჟური ერექცია ჰქონდა და სახლში მისვლისთანავე გემრიელად ანძრევდნენ. თათა მისი უნაკლო სხეულიდან გამომდინარე, ისეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლის კალთაშიც მხოლოდ ძველი ბიჭები, ე.წ უბნის ყოჩები დებდნენ თავს(წყეული დიქტატორები) და შესაბამისად მე ამის ბედნიერება არასოდეს მქონია, თუმცა როგორც გითხარით არც მთლად უკმაყოფილო გახლდით… სტუდენტობისას თათა გერმანიაში წამოვიდა სასწავლებლად და წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი, შემდეგ კი სამსახურიც დაიწყო და ჩემგან განსხვავებით ფერად გარემოში ცხოვრობდა, კომფორტული ბინა, დიდი ხელფასი, კარგი სამეგობრო და მუდამ კარგი განწყობა. ხუთი წლის წინ, ჩემი გერმანიაში ჩამოსვლის პირველივე დღეებში შევეხმიანე თათას, როგორც არიფი უცხო ქვეყანაში, რომელსაც ვერაფერი გაურკვევია და მუდამ დაბნეულია ახალი სისტემით და მას გარკველ საკითხებში დახმარება ვთხოვე. მაშინდელი შეხვედრა კარგად მახსოვს, აჟიტირებული ვიყავი…პირველად ვიყავი საზღვარგარეთ, აბსოლიტურად უცხო გარემოში და ნაცნობი სახის დანახვამ გამახარა. მას შემდეგ თათასთან სოციალური ქსელით მქონდა კონტაქტი და პირადად არასოდეს მინახავს, ახლა კი ეს შესაძლებლობა მქონდა, რადგან საქართველოში თანხა და გარკვეული ნივთები უნდა გაეტნია ჩემთვის… “Tata privet :) Berlins ZOBze viqnebi 30 wutshi, shen mand damxvdebi ho?” მივწერე მესიჯი. მოკლედ წინასწარ შეთანხმებულები ვიყავით რომ ბერლინის ავტობუსების სადგურზე შევხვდებოდით , დილის ყავას მივირთმევდით და შემდეგ გასატნევ რაღაცეებს მომაწვდიდა და ერთმანეთს დავემშვიდობებოდით. ამის მერე მე გაფრენამდე დრო უნდა გამეყვანა და ბერლინში უნდა მეხეტიალა. სიმართლე გითხრათ ისეთ დამძიმებული ვიყავი, არაფრის ხალისი არ მქონდა და ერთი სული მქონდა როდის ავფრინდებოდით წყეული აეროპორტიდან. ამ დროს თათასგან მომდევნო მესიჯი მივიღე: “auu, Werter, sorry shegidzlia chem saxltan shevxvdet? postidan unda avigo risi gatnevac minda, gushin moitanes amazonidan da postashi dautovebiat…au sorry”…ჯანდაბა, თუ ასე იყო გუშინ ვერ მომწერა?,-გავიფიქრე გაბრაზებულმა. ამ ბოლო დროს უკვე არავისთან აღარ ვკონტაქტობ და მარტოობას შევეჩვიე, მომბეზრდა ძალით გაღიმება და “ვითომ ყველაფერი წესრიგშია” სახეების მიღება. მეგონა დღეს მარტო დავრჩებოდი, ჩემ სევდიან ფიქრებთან ერთად და ახლა მოვალეობის მოხდის მიზნით უნდა ვიღიმო და უარზო საუბრებში უნდა ჩავერთო. ალბათ წლების წინ რომ მქონოდა თათასთან საუბრის შანსი, გამოვიყენებდი და საბოლოოდ კმაყოფილიც დავრჩებოდი ახლა კი არავის თავი არ მქონდა. საერთოდაც ჩაკეტილობას შევეჩვიე და სიტყვაძუნწობა “დავამუღამე”. მთელი ცხოვრებაა ვცდილობ საკუთარი თავი შევიცნო, თუმცა რომ მგონია, რომ აი “ევრიკა”, და ვიპოვე ის რასაც ვეძებდი, ამ დროს ფსკერი იხსნება და ქვემოთ ბნელი სივრცე ჩანს, როგორც ოკეანეში სადაც ზადაპირი ნათელია, ხოლო 75 მეტრს ქვემოთ აბსოლიტური წყვდიადი. სიყვარულშიც არასოდეს მიმართლებდა, არასოდეს მყოლია შეყვარებული და არავისთან ერთად არ გამიტარებია ღამე მინდორზე წამოწოლილს, ვარსკვლავების ყურებაში. ამის შანსი თითქოს იყო, თუ მილიონ აზიდვას და მილიარდ პრესს გავაკეთებდი ერთ საათში, მაგრამ მერე აღმოვაჩინე რომ არ ღირდა არავის გამო შეუძლებელის შეძლებაზე ფიქრიც კი, რადგან ჩემი რწმენით ის გრძნობა რასაც სიყვარული ჰქვია თავისთავად უნდა მოსულიყო, ისევე როგორც ზამთარს მოჰყვება გაზაფხული, თუმცა ვაი რომ ჩემი რწმენის მარცვალი უნაყოფო მიწაზე იყო დათესილი და ცხვრებისეულმა გვალვებმა არ აცალეს აყვავება და მალევე გახმა. მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ რომ არის რაღაც რითაც ჩემი პირადი ცხოვრება შეიცვალა, უაღრესად საინტერესო გახდა და იმდენად აზარტული შეიქმნა, რომ უკვე მაქვს წამალი რაც ყოველდღიურ რუტინას ადნობს, სტიმულს მანიჭებს და სულ ახალ ახალ რაღაცეებს მაკეთებინებს და ეს ყველაფერი, ანუ დიდი აღმოჩენები მაშინ ბერლინში, იმ დღეს დაიწყო…’’No problem Tata! momwere aba misamarti da pirdapir mand moval’’ ,-მივწერე თათას და ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული რაც პასუხი მომივიდა სადაც მისი მისამართი ეწერა. პანკოვი ბერლინის ერთ ერთი დასახლებაა სადაც თათა ცხოვრობდა. მობილურის აპლიკაციის გამოყენებით მარტივად ვიპოვე დამაკავშრებელი ტრანსპორტი და თათას სახლისაკენ გავეშურე. გზაში გავიხსენე ის ძირითადი ეპიზოდები, რაც თათასთან მაკავშირებდა და ამან პოზიტიურ შეგრძნებებთან ერთად რაღაც აუხსნელი, ვნებით გაჟღენთილი ემოციები ჩამიღვარა გულში. შემდეგ ჩემ ფიქრებზე გამეცინა და როდესაც ირგვლივ მიმოვიხედე უკვე პანკოვში ვიყავი და საბოლოო დანიშნულებასთან მხოლოდ ერთი გაჩერება მაშორებდა. ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის წინ თათა იდგა, სპორტულ ფორმაში გამოწყობილი, მომღიმარი სახით. ტანზე ადიდადის თხელი მოსაცმელი, ქვემოთ შავი ელასტიკი და თეთრი ფერის ბოტასები ეცვა. -გამარჯობა ვერტერ, როგორ ხარ დაკარგულო მეგობარო? -თათააა, როგორ მიხარია შენი ნახვა, მე არამიშავს ვემზადები საქორწილოდ და კარგი დროის გასატარებლად, შენ როგორ ხარ? -მეც კარგად, მადლობა…აჰ, მაპატიე კიდევ ერთხელ სადგურზე რომ ვერ დაგხვდი. ე.ი დღეს შუადღისათვის ფოსტიდან ავიღებ პაკეტს და მოგცემ, მანამდე კი რადგან დრო გვაქვს წამოდი ჩემთან ავიდეთ, ყავა დავლიოთ და შენ ცოტა დაისვენე ნამგზავრი ხარ. შემოთავაზებული წინადადება ძალიან მესიამოვნა, წარმოვიდგინე რა კარგი იქნებოდა ყავა და შემდეგ თვალის მოხუჭვა. ძალიან კარგი, როგორც იტყვი,- ვუპასუხე მე და სახლისკენ დავიძარით. გზად მიმავალნი უაზრო თემებზე და მოგონებზე ვსაუბრობდით, თითქოს ძალიან საინტერესო იყო არსებული პოლიტიკური ვითარება საქართველოში. დაახლოებით 100 მეტრი გვექნებოდა გავლილი, რომ თათამ უცებ მკლავი გამიყარა და ჩვენგან მარცხნივ მდებარე კორპუსზე მიმითითა აი აქ ვცხოვრობო. ამ მოქმედებაში თითქოს არაფერი იყო განსაკუთრებული, მაგრამ უცებ ვიგრძენი რომ ჩემი მხარი, თათას მკერდის არეს ეხებოდა და ამან რაღაც ჭიანჭველების მაგვარი დამაყარა სხეულზე. შევიშვმუშნე და გულში სიამოვნება ვიგრძენი. თათა აგრძელებდა საუბარს მერე ჩემკენ მოტრიალდა და აი მოვედითო. მე წამიერად გავითიშე, მისი მოძრაობის შედეგად წამოსულმა სუნამომ ცხვირში სასიამოვნოდ მომიღიტინა და არ მინდოდა ამ შეგრძნების დაკარგვა. -აჰ, ოკეი…არ ყოფილხარ შორს გაჩერებიდან,- მივუგე დაბნეულმა -კიი გამიმართლა, ყველაფერი ახლოს მაქვს, -მითხრა ღიმილით და ამ დროს ლიფტში შედედით დახურულ სივრცეში უფრო მკვეთრად დადგა მისი მომაჯადოებელი სუნამოს სურნელი და შინაგანად ავღელდი, თითქოს რაღაც ხმა მეუბნებოდა, რომ წინ საინტერესო მოვლენები მელოდა და აუცილებლად უნდა ავყოლოდი ამ ხმას. რაღაც აქამდე შეუცნობელი და უნახავი აურა ვიგრძენი, მატერია რომელიც მუცელში იწვოდა და შემდეგ ვრცელდებოდა სხეულში, ასოდან კისრამდე მონაკვეთში. მეექვსე სართულზე თათას სახლი იყო. თეთრი კარები, რომელსაც ლამაზი ვარდები ჰქონდა მიკრული , თათამ გასაღების მარტივი გადატრიალებით გააღო და შინ შემიძღვა. სახლში შესვლისთანავე მივხვდი რომ თათა თავისი ხელფასის დიდ ნაწილს ამ სახლს ახმარდა, ულამაზესი ავეჯი, კომფორტული გარემო, იდეალური სისუფთავე და წესრიგი ეგრევე თვალში მომხვდა. მე ჯერ კიდევ კარებთან ვიდექი როდესაც თათამ მოსაცმელი გაიხადა, და კუთხეში დადებული ჩუსტების ასაღებად გადაიხარა. სწორედ მაშინ დავინახე იმ შინაგანი ძალის სიმძლავრე,[ რაც სადარბაზოდან მომყვებოდა, თათას ელასტიკი დახრისას გაიწელა და მკვეთრად დავინახე მისი საცვლის ზოლები, რომელიც თეძოს ქვემოთ იწყებოდა და უკანალის სიღრმეში ერთიანდებოდა. -აი ჩაიცვი, კომფორტულად იქნები და გთხოვ თავი როგორც საკუთარ სახლში, ისე იგრძენი, ოკეი? -კი, კი მალდობა, -დავხარე თავი და სამზარეულოსკენ გავყევი. ყავის დალევა ბუნდოვნად მახსოვს, მთელს სხეულში ჭიანჭველები დამდიოდნენ და მონუსხული ვიჯექი. საკუთარ თავში იმის გარკვევას ვცდილობდი თუ რა ხდებოდა კონკრეტულად ჩემ თავს, აშკარა იყო რომ ვნებებმა იფეთქეს ჩემში და ვიწვოდი მაგრამ იყო კი ეს ის ლტოლვა, რომელიც ხანხადახ ბუნებრივად ჩნდება კაცში და შემდეგ სექსის აუცილებლობლას ითხოვს? მინდოდა მე იმ მომენტში რომ თათა გამეშიშვლებინა და გიჟური სექსი გვქონოდა, ჭურჭლების ლეწვით და ავეჯის დამტვრევით? ამაზე შინაგანმა ხმამ ეგრევე მიპასუხა, რომ ეს ჩემი საქმე და ამოცანა არ იყო! ამასთან ერთად, თათას ამის მიზეზი არ მოუცია და მეც ცხადია ვერაფერს ვერ ვიმოქმედებდი, რადგან ამისთვის საკმარისი გამბედაობა არ მეყოფოდა და ყველაზე მეტი, თათა ჩემთვის მაინც მეგობრად მოიაზრებოდა და ცხადია მე თვითონ ვიგრძნობდი თავს არაკომფორტულად, სხვანაირად რაიმე რომ მეთქვა. ასე რომ ყველაფერი რაც უშუალოდ ორ ადამიანს შორის ინტიმურ მოქმედებას უკავშრდება ცალსახად გამოირიცხა, დარჩა მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი, რომ ამ სცენაზე მარტო ერთი მსახიობი ანუ მე ვმონაწილეობდი და თათა არაფერ შუაში იყო. ჩემი როლი კი საკუთარ თავთან საუბარი და რაღაც გიჟურის მოლოდინი იყო, რაც მარტო მეხება და ჩემი სამყაროს ნაწილია. ყავის დალევის შემდეგ თათამ მეორე ოთახში გამიყვანა და კომფორტულ დივანზე მიმითითა აქ შეგიძლია მოისვენოო. თვითონ უცებ ოთახიდან გავიდა, მალე მოვალო. მე დივანზე წამოვწექი და როგორც კი რბილ ბალიშზე თავი დავდე შევნიშნე, რომ შინაგანმა ცეცხლმა იმატა ჩემში და ძალიან სასიამოვნო და აზარტული გრძნობები დამეუფლა. ხუთი წუთის შემდეგ ოთახში თათა შემოვიდა ხელში დისკები ეჭირა. გინდა ძველი ფოტოები გაჩვენო, დისკზე მაქვს ყველა გადატანილი,-მითხრა თათამ კი, კი ძალიან მაინტერესებს, - ვიცრუე მე, რადგან მინდოდა თათაც იმ ითახში ყოფილიყო და ჩემი სადუმლო ცეცხლი გამძაფრებულიყო. თათამ ლეპტოპში დისკი შეაცურა და ლეპტოპი დიდ ეკრანს შეუერთა, ამ დროს ისევ დახრა მოუწია და უცებ ამიდგა! კარგად დავაკვირდი და შევამჩნიე რომ შავი საცვლის ზედა მხარე ოდნავ ამოწეული იყო ელსტიკზე და ძალიან ვნებიანად გამოიყურებოდა. როდესაც სურათები საჩვენებლად მოამზადა, ბორბლებიანი სკამი მოაგორა ჩემ დივანთან ახლოს და შიგნით ჩაჯდა. მარჯვენა მხრიდან ცეცხლს ვგრძობდი, რომელიც თათადან გამოდიოდა და მშანთავდა ფარულად. ცეცხლი, რომელიც არ მინდოდა ვინმეს გაეზიარებინა, მათ შორის თათსაც და მხოლოდ მე მომეხმარა ასე უცნაურად და საიდუმლოდ. ამაში იყო მთელი სიტკბო და მუღამი. თათა სურათების დათვალიერების დროს თან გარკვეულ კომენტარებს აკეთებდა და მეკითხებოდა თუ გახსოვს ესა და ეს მომენტიო, მე კი უცებ ვნებების პიკში აღმოვჩნდი, როდესაც თათამ ფეხზე ჩუსტები გაიხადა და შიშველი ფეხები ჩემგან არც თუ ისე მოშორებით დაალაგა. ოჰ, რა საოცარი შეგრძნება იყო!!! შიშველ ფეხში გეტყვით რომ მარტო კოჭებიდან ფეხის თითებამდე ვგულისხმობ და სწორედ ეს იყო ის ნეტარება რამაც გამაგიჟა და ცაში ამიყვანა. ეს იყო იდეალურობა და სრულყოფილება! ნატიფი ტერფები და მაგიური ფეხის თითები, რომელსაც ხანდახან ჩემს გასაგიჟებლად აათამაშებდა. სიგიჟემდე მომინდა იატაკზე დავვარდნილიყავი და მისი ფეხის თითები სათითაოდ გამელოკა და თითებს შორის არსებულ სიცარიელეში ენა მემოძრავებინა. ვაკვირდებოდი, ხანდახან ტერფს მოკუმავდა და მანამდე იდეალურად გაპრიალებულ ფეხის გულებზე ნაკეცები უჩნდებოდა. აი სწორედ ეს მიკიდებდა დამატებით ხანძარს და ამ დროს ჩემი ასო აფეთქებას ლამობდა. მინდოდა ძირს დაგდებულზე, ჩემთვის სახეზე ფეხები მოესვა და ულამაზესი თითები პირში ძალით ჩაეჩარა. ასეთმა მდუღარებამ დაახლოებით ოც წუთს გასტანა, შემდეგ უცაბედად თათას მობილურის ხმა გაისმა და `ოთახიდან გავიდა. ამოვისუნქე, ოდნავ მოვეშვი თითქოს, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან შევეცადე ჩემი შინაგანი ცეცხლის აგიზგიზებას, რადგან ძალიან მსიამოვნებდა ბეწვის ხიდზე ყოფნა და ისედაც გარდაუვალი გეიზერის ზედაპირზე სიარული რომელიც ეს ესაა ამოხეთქავდა. ცოტა ხანში თათა ოთახში დაბრუნდა. -ვერტერ, ცოტა გეგმები შეიცვალა, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია -რა ხდება, აბა? -ჩემმა მეგობარმა დამირეკა, სადაზღვეოში უნდა გავყვე და ვფიქრობ გზად ფოსტაში შევივლი, შემდეგ მანქანით მოგაკითხავთ აქ და აეროპორტში წაგიყვანთ. შენ მანამდე აქ იყავი დაისვენე, ოღონდ არ მოიწყინო, კარგი? უცებ მუცელში სასიამოვნო სიცივე ვიგრძენი, რა ბედნიერებაა თათას სახლში, გარემოში სადაც მისი აურა და სურნელია მარტო ვრჩები! თითქოს სურსათ-სანოვაგით სავსე სახლში მშიერ მგზავრს მტოვებენ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. კარგი თათა, რა პრობლემაა, შენ როდესაც მორჩები საქმეებს 10 წუთით ადრე მომწერე და ჩამოვალ სადარბაზოსთან. ძალიან კარგი და მადლობა! სახლიდან რომ გამოხვალ უბრალოდ კარი გამოკეტე და ეგაა. ახლა კი შეეცადე დაისვენო, - მითხრა თათამ და თან გამიღიმა. შემდეგ კარი ოდნავ მოიხურა და გავიდა. მე თავი მოვიმძინარე, რეალურად მის თითოეულ ნაბიჯის ხმას ვაკვირდებოდი. სავარაუდოდ თათა თავის საძნებელში გავდა მერე აბაზანაში შევიდა, ცოტა ხანი დაჰყო იქ და დაახლოებით 10 წუთში სახლიდან გავიდა. რათქმაუნდა მე ეგრევე საწოლიდან წამოვხტი და ოთახში გავიარე, რაღაც უზარმაზარ ენერგიას ვგრძნობდი, ჩქარად ვსუნთქავდი და ნერვიულად ვმოძრაობდი, ათასჯერ უფრო მომინდა გამეგრძელებინა საიდუმლო საქმიანობა ბოლომდე და ცეცხლში დავმწვარიყავი. მინდოდა თათას აურა და ენერგია შემეგრძნო, სახლი შემოვიარე აღგზნებულმა, მერე იმ სკამთან მივედი, რომელზეც თათა იჯდა, ავტომატურად დავიხარე და სკამის დასაჯდომს დავყნოსე , ღრმად შევისუნთქე, ვიმედოვნებდი უკანალის სუნს ან მსგავს რამეს შევიგრძნობდი, თუმცა უშედეგოდ, მიუხედავად ამისა ეს უაზრო მცდელობებიც მახელებდა და მსიამოვნებდა. შემდეგ თათას საძინებელში შევედი და და არაფერი არ ჩანდა ისეთი რაც ჩემ სურვილებს დააკმაყოფილებდა, ირგვლივ ზე-პედანტური წესრიგი იყო, კარადას რომ მივიახლოვდი გადავიფიქრე და უკან გამოვბრუნდი. ამ მოძრაობაში ვერც კი შევნიშნე რომ ერექციის პიკი მქონდა და ქამარი შარვალზე ლამის მიწყდებოდა, უცებ მოძრაობის დროს ასო ისე ამოძრავდა, რომ ვიგრძენი თითქოს ვათავებდი და ინტიქტურად აბაზანისკენ გავეშურე, შუქი ავანთე, და გიჟივით შევვარდი აბაზანაში და ამ დროს განათდა. სიხარულისგან, ვნებით სავსე ემოციისგან თვალები შუბლზე ამივიდა და გულმა ასჯერ უფრო მეტად დაიწყო ფეთქვა, აბაზანაში კედელთან მდგარ კალათაში თათას საცვალი დავინახე, აშკარად ახალი ჩადებული, როგორც ჩანს წეღან გამოიცვალა. თვალებში გამინათდა რაღაც, გიჟივით მივარდი კალათას და საცვალი ავიღე, შავი, ოდნავ გამჭვირვალე ზოლებიანი საცვალი. ჯერ კიდევ ოდნავ თბილი და ნოტიო. სახესთან მივიტანე და ღრმად შევისუნთქე მისი ენით აღუწერელი არომატი, მერე გადმოვაბრუნე და ის ადგილი სადაც კლიტორი ედება ცხვირთან მივიჭირე. მეგონა გული ვერ გაუძლებდა ამხელა დატვირთვას, ლამის მიწიდან ამწია ნეტარებამ, რომელიც თათას საცვალმა მომანიჭა, იმის წარმოდგენამ რომ რამდენიმე წუთის წინ ამ საცვლის შიდა მხარეს თათას ვაგინა, კლიტორი და უკანალი ეხებოდა საბოლოოდ ამჭრა ცაში, შარვალი ჩავიწიე ასოზე სალფეთქი შემოვიხვიე და ფანტასტიურად დავანძრიე… გონს რომ მოვედი, გულის ცემაც ნორმალური მქონდა და სხეულიც დამშვიდებული. შინაგანად ვგრძნობდი რომ რაღაც ძალიან მაგარი დისქავერი გავაკეთე და სუპერკომფორტულად ვგრძონდი თავს. მარტო მე, ეს ჩემი სამყარო იყო სადაც დიდი აზარტი და ვნება დავინახე, ჩემი სამყარო სადაც არასოდეს მოვიწყენდი და პირიქით სულ სიახლეები მელოდა. ვგრძნობდი, რომ უაზრო რუტინისგან დაღლილმა ახალი რაღაც აღმოვაჩნე რაც მარტო მე მეხება და ჩემში რჩება ზე-საიდუმლოდ. ეს იყო სწორედ უმაგრესი შეგრძნება რამაც დიდი ხნის შემდეგ საშუალება მომცა რომ გამეღიმა, თუნდაც ეშმაკურად მაგრამ მაინც… ფიქრებიდან თათას ზარმა გამომიყვანა, სადარბაზოსთან გელოდებიო. ავიღე ჩემი ნივთები, სახლიდან გავედი და კიბეებზე დავეშვი, წვერებზე კი არაამქვეყნიური არომატი მქონდა, რომელიც ცხვირში სასიმოვნოდ მიღიტინებდა და დიდ ბედნიერებას მანიჭებდა…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობა მეგობრებო!! ახალსაც დავამატებ! მადლობა მეგობრებო!! ახალსაც დავამატებ!
8. არ მეგონა,სათაურიდან გამომდინარე ამდენ ღიმილს თუ მომგვრიდა ეს ნაწერი ,მაგრამ ფაქტია :) ჩემთვის იუმორი იყო.გმირი კი ალბათ მართლა ცუდ დღეში იყო :)))))))) ნეტა შემდეგი ნაწერი როგორი იქნება ?!;) არ მეგონა,სათაურიდან გამომდინარე ამდენ ღიმილს თუ მომგვრიდა ეს ნაწერი ,მაგრამ ფაქტია :) ჩემთვის იუმორი იყო.გმირი კი ალბათ მართლა ცუდ დღეში იყო :)))))))) ნეტა შემდეგი ნაწერი როგორი იქნება ?!;)
7. გამარჯობა, ვერტერ:) წარმატებას გისურვებ, მეზობელო. წერისას მთავარია მკითხველი არ მოატყუო და მხოლოდ განცდილი აღწერო. ყალბს უცებ მიგიხვდებიან:)
გამარჯობა, ვერტერ:) წარმატებას გისურვებ, მეზობელო. წერისას მთავარია მკითხველი არ მოატყუო და მხოლოდ განცდილი აღწერო. ყალბს უცებ მიგიხვდებიან:)
6. ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი :)
ალალი ეროტიკა :))) "დაჟე" სათაურადაც კი ივარგებდა ნ-ი-კ-ის კომენტარი :)
კარგი ნაწერია, დამაჯერებელი.
ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი :)
ალალი ეროტიკა :))) "დაჟე" სათაურადაც კი ივარგებდა ნ-ი-კ-ის კომენტარი :)
კარგი ნაწერია, დამაჯერებელი.
5. კომენტარის რამდენიმე ვარიანტი მქონდა , მაგრამ ამჯერად ამით შემოვიფარგლები: „კარგად გამოგდით“ :) კომენტარის რამდენიმე ვარიანტი მქონდა , მაგრამ ამჯერად ამით შემოვიფარგლები: „კარგად გამოგდით“ :)
4. რატომ გგონიათ, რომ ვერ შეცვლით? შეცვლადია
მიწერეთ ადმინზე და შეცვლიან რატომ გგონიათ, რომ ვერ შეცვლით? შეცვლადია
მიწერეთ ადმინზე და შეცვლიან
3. ოჰ, უღრესი მადლობა თქვენი შეფასებისთვის! მე სულ ახალი ვარ ამ შესანიშნავ პორტლაზე. მგონი ვეღარ შევცვლი ჟანრს(( ოჰ, უღრესი მადლობა თქვენი შეფასებისთვის! მე სულ ახალი ვარ ამ შესანიშნავ პორტლაზე. მგონი ვეღარ შევცვლი ჟანრს((
2. მოვიტყუე :) ვერ დავუწერე 5 ქულა :) სხვა-ში დევს თუ გნებავთ, შევუცვალოთ ჟანრი და პროზაში გადავიტანოთ მოვიტყუე :) ვერ დავუწერე 5 ქულა :) სხვა-ში დევს თუ გნებავთ, შევუცვალოთ ჟანრი და პროზაში გადავიტანოთ
1. მშვენიერი ალალი ეროტიკაა ღია და თავისუფალი
გეკითხა თათასთვის იქნებ მასაც ზუსტად იგვე უნდოდა? :) რა არ სცადა, მაგრამ აბა.... :))) კარგად შეგიძლია წერა ვერტერ გააგრძელე
5 ქულა ჩემგან და წარმატებების სურვილი ავტორს დარწმუნებული ვარ უკეთესებსაც შეძლებს
მშვენიერი ალალი ეროტიკაა ღია და თავისუფალი
გეკითხა თათასთვის იქნებ მასაც ზუსტად იგვე უნდოდა? :) რა არ სცადა, მაგრამ აბა.... :))) კარგად შეგიძლია წერა ვერტერ გააგრძელე
5 ქულა ჩემგან და წარმატებების სურვილი ავტორს დარწმუნებული ვარ უკეთესებსაც შეძლებს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|