ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2020


(რომანტიკის) ბოლო მოჰიკანი

არავინ გპატიჟებს კაფეში, სპექტაკლზე,
წრფელი სიყვარულით, ნამდვილი განზრახვით!..
ო, სულმთლად გამქრალან გრძნობები სპეტაკი _
ქცეულან ბინადრად დამტვერილ ზარდახშის.

ღმერთო, როგორ გაქრა განცდები ნატიფი...
როგორ აირია უწყალოდ მონასტერი...
ესმით პოეზია და მღერა ვაგიფის?
იქნებ, წაეკითხათ უფლის მონაწერი.

ცვედანის გარდა ხომ ქალი ყველას გინდათ?
ო, ხომ გყავთ დედანი? _ ასე რაც ექცევით
გოგონებს, რომლებსაც სული ყველაწმინდა
შთაბერა უფალმა?...  ეშმავ, დაეხსენი!

მაგრამ, სიყვარული ნდომაზე ძნელია;
ეს ველური ჟინი რით ვერ მოიკალით?
და როცა სამყარო ო, ბნელზე ბნელია,
ვრჩები რომანტიკის ბოლო მოჰიკანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები