- პაპაჩემი ვაზია, პაპაჩემი ვაზია, ვაზია ვაზი... - ჩუმად ბავშვებო, ნუ ტირი ნიკა და გთხოვ აღარ თქვა ეს, ხომ ხედავ როგორ დაგცინიან.. - მაგრამ ვაზია მასწავლებელო - პასუხობდა ნიკა და თვალებზე აფარებული ხელების ზევიდან გადმოსდიოდა ცრემლები, მონატრებული წვიმასავით.
ცას ანორექსია სჭირდა, ჩამოხმა და გაილია, ბოლო ოფლის წვეთები ორი წლის წინ მოეწმინდა და გადმოეყარა დედამიწაზე. აღარც ძველი მონასტრის კედელზე დამწვარი სანთელი აღარ შველოდა ამ საქმეს და არც რჩეული თიკანისა თუ ბატკანის თავზე მომწვარი. ბოლო სითხე რაც მიწაში ჩავიდა მლოცველების, მათ შორის პატარა ნიკუშას გადატყავული მუხლებიდან გამონადენი სისხლი იყო.
- პაპი, - ეტყოდა ხოლმე - ადამიანის ტვინი, რაც მეტს იგებს მით მეტი ნაოჭი უჩნდება, წარმოიდგინე რამდენი ეცოდინე მას - ამის თქმისას თვალები სულ უცრემლიანდებოდა და შემოჰხვევდა ხოლმე ხელებს, მისი ხელებივით დამსკდარ ვაზს, რომელსაც ნოსტრადამუსს ეძახდა. ნიკუშა ყურებდაცქვეტილი უსმენდა ხოლმე, ყველაფერი უცნაური იყო მისთვის, ამიტომ ყველაფერი ამახსოვრდებოდა. უყვებოდა ხოლმე პაპა, როგორ რგავდნენ გარდაცვლილი მებრძოლების გვამებზე ვაზს, რათა მას გაეგრძელებინა მათი სიცოცხლე, მათი ხსოვნა, მათი ცოდნა.
პაპა სულ ეუბნებოდათ ხოლმე მის მშობლებს, არარის საჭიროო, დარჩითო, არ წახვიდეთო, რა დაგრჩენიათ იმ ქალაქშიო? მაგრამ არ დაუჯერეს და წავიდნენ, ვერაფერს უშვებოდნენ ჩამომხმარ ცას, მოსავალი აღარ მოსდიოდათ, ახლაც ახსოვს ნიკუშას, პაპის ბოლო სიტყვები, როდესაც მიდიოდნენ. ,,იყავთ ჯო, იყავთ, არ წახვიდეთ“. წავიდენ.
მიზა კი დღითი დღე შრებოდა, შრებოდა და საშველი აღარსად აღარ ჩანდა. ნიკა ფიქრობდა ხოლმე თბილისში ყოფნისას პაპას დაკოჟრილ ხელებზე, მერე თავის პატარა, ვარდისფერ ხელებს დახედავდა ხოლმე და მონატრებისგან ატირდებოდა. მამასაც ჰქონდა ცოტათი დახეთქილი ხელები, მაგრამ იმდენი არა რამდენიც პაპამ. ალბათ მისმა ხელებმა ნაკლები იცისო, ფიქრობდა ხოლმე ის.
ერთ საღამოს სოფლიდან ცნობა მოუვიდათ, პაპამისი მომკვდარა. რეაქცია არ ქონია ნიკუშას, ლოგინში ჩააწვინეს, უკვე ძილის დრო იყო, მამამ შუბლზე ხელი გადაუსვა და აკოცა. გაახენდა ნიკას როგორ ეფერებოდა ხოლმე პაპა ნოსტრადამუსს, თითქოს მისი ხელის ნახეთქები ვაზის კანის ნახეთქებს ზუსტად ემთქვეოდა და ავსებდა ხოლმე მათ, თითქოს პაპამისი და ნოსტრადამუსი, ბაღში რომ ჰქონდათ პაზლი, იმის გვერდიგვერდ ფიგურები იყვნენ, ახსოვდა ნიკას, თუ ზუსტად არ მოათავსებდი ფიგურას ვერ აიწყობოდა პაზლი. კი, პაპას ხელები ზუსტად ემთხვეოდა ვაზის კანს, ალბათ ასე ლაპარაკობდნენ, ალბათ ასე უზიარებდნენ ცოდნას ერთმანეთს, ნახეთქები ხომ ცოდნას ნიშნავდა. ფიქრები გვერდითა ოთახიდან შემოსულმა საუბარმა გააწყვეტინა, გაიგო რომ თურმე პაპას ვერ აუტანია ნოსტრადამუსის წყურვილი, ვერ აუტანია რომ ხმებოდა, მისილა მის ძირში, ხელები გადაუჭრია, შემდეგ ჩახუტებია მას და ასე მომკვდარა. ვერ გამოვაცალკევეთო, ამბობდა სოფლიდან მაცნეთ ჩამოსული მისი მეზობელი, სამაგიეროთ ნოსტრადამუსი ერთადერთი ვაზია მთელს სოფელში რომელიც არ გახმაო, სანამ წამოსასვლელად მოვემზადებო კიდე, მთლიანად შეიწოვა ნოსტრადამუსმა ნიკო პაპაო.
წლები გავიდა და ნიკამ, ნიკუშამ, ახლა უკვე ნიკოლოზმა, იცოდა რომ პაპამისი, მისი მოსახელე, ვაზი იყო. ახსოვდა რომ ამის გამო სულ დასცინოდნენ ხოლმე, მაგრამ არ ადარდებდა. მიდიოდა ხოლმე და ნოსტრადამუსს ესაუბრებოდა, მისი ნაყოფისგან ღვინოს წურავდა და მონასტერს შეწირავდა ხოლმე საზიარებელ, საბარძიმე ღვინოდ. არსად აღარ იყო ყურძენი, არსად აღარ იყო მონასტერი, მხოლოდ მის სოფელში, მხოლოდ იქ სადაც დაიბადა, სადაც ახლაა სტუმრად ჩასული, სადაც წირვაზე დასწრების შემდეგ ვერ გაიგო, ქრისტეს სისხლს ეზიარა თუ პაპამისისას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ძალიან კარგია. სად დაიკარგა ეს ავტორი? ძალიან კარგია. სად დაიკარგა ეს ავტორი?
6. ვაიჰ, როგორ გამიხარდა ამდენი კომენტარი, ამაზე მეტი ფუფუნება რა გინდა კაცს. :)) მუხა, მართალი ხარ, ამიტომ გავაქრე დამუშავებული ვერსიიდან,. მაგრამ იმ. ვერსიაში მგონია პეწი ბევრმა სხვა რამემ დაკარგა. კი ქალბატონო ლელა, ზუსტად ეგ დაკარგა, ლაკონურობა და გულთან ვეღსრ მოდის. მზიანე გამიხარდა რომ წაიკითხე. ემილი, ფინწ ფლოიდის გამო რომ შემოხვედიჶ ეგ უფრო გამიხარდა თუ ის რომ მოგეწონათ არ ვიცი :))) ნოსტრადამუს, გელოხი, ვაღიარებ :))) მადლობა ყველას <3 ვაიჰ, როგორ გამიხარდა ამდენი კომენტარი, ამაზე მეტი ფუფუნება რა გინდა კაცს. :)) მუხა, მართალი ხარ, ამიტომ გავაქრე დამუშავებული ვერსიიდან,. მაგრამ იმ. ვერსიაში მგონია პეწი ბევრმა სხვა რამემ დაკარგა. კი ქალბატონო ლელა, ზუსტად ეგ დაკარგა, ლაკონურობა და გულთან ვეღსრ მოდის. მზიანე გამიხარდა რომ წაიკითხე. ემილი, ფინწ ფლოიდის გამო რომ შემოხვედიჶ ეგ უფრო გამიხარდა თუ ის რომ მოგეწონათ არ ვიცი :))) ნოსტრადამუს, გელოხი, ვაღიარებ :))) მადლობა ყველას <3
5. რას ჩააკვეხე ეს " ანორექსია" ამ კარგ პროზაში?! რას ჩააკვეხე ეს " ანორექსია" ამ კარგ პროზაში?!
4. კარგია. ლაკონური და ახლოსაც მოდის გულთან კარგია. ლაკონური და ახლოსაც მოდის გულთან
3. ცას ანორექსია სჭირდა, ჩამოხმა და გაილია---რა უცნაური მეტაფორაა! ,,სადაც წირვაზე დასწრების შემდეგ ვერ გაიგო, ქრისტეს სისხლს ეზიარა თუ პაპამისისას''--- 5-იანი ცას ანორექსია სჭირდა, ჩამოხმა და გაილია---რა უცნაური მეტაფორაა! ,,სადაც წირვაზე დასწრების შემდეგ ვერ გაიგო, ქრისტეს სისხლს ეზიარა თუ პაპამისისას``--- 5-იანი
2. ძალიან მომეწონა. სიმართლე გითხრა, "ფინქ ფლოიდმა" მიმიზიდა. ვიცოდი, აქ რაღაც უჩვეულო დამხვდებოდა. არც შევცდარვარ. : ) 5 და წარმატებები. : ) ძალიან მომეწონა. სიმართლე გითხრა, "ფინქ ფლოიდმა" მიმიზიდა. ვიცოდი, აქ რაღაც უჩვეულო დამხვდებოდა. არც შევცდარვარ. : ) 5 და წარმატებები. : )
1. 5-იანი ნოსტრადამუსს. 5-იანი ნოსტრადამუსს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|