ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბავშვი შორეულ დაბიდან
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2020


რეანიმაცია


პულსი-ნული,სუნთქვა-ნული,რიგით ცხრაში ათი ხარ,
სამჯერ გაჭრილ-შეკერილი, ყასბის „სტოლზე“აგდიხარ.

სიკვდილეთის დერეფნამდე არ უნდა დიდი ხანი,
ორ სივრცეს ჰყოფს სიფრიფანა ცელოფანის ტიხარი.

ბედისწერა ოხერია, უცებ ჯვარცმა იცის მან,
ტიხარს იქით სიკვდილია, ტიხარს აქეთ-მისი ძმა.

თან მკვდარი ხარ, თან ცოცხალი, სიმწრის ოფლი გაწურავს,
ნარკოტიკულს იჭერ კაიფს, წამლის ტბაში დაცურავ.

გულში-დანა,ფილტვში-წყალი,ჯიბეში კი-ჰაერი,
სიკვდილისთვის წკიპურტი ხარ, სიცოცხლისთვის-ფრაერი.

მოკვდესა და ცხონდეს შუა,რა უნდა დამედგინა,
მომიმატეთ თმენის მორფი,სული უფრო მეტკინა.

იბლანდება ბნელში ლანდი, ცხრაბაცდება ცა-ბაცი,
პალატამდე თხრობის გზაა,მორგამდეა-აბზაცი.

არყოფნისკენ მინელაობს ფიქრი დასაბამბავი,
შვიდ მილიარდს თუ დააკლდი...ეუფ...დიდი ამბავი.

გულში-დანა,ფილტვში-წყალი,ჯიბეში კი-ჰაერი,
სიკვდილისთვის წკიპურტი ხარ,სიცოცხლისთვის-ფრაერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები