ნინო დარბაისელი
კლანჭი (მოიგავო) - - -
რა სალმიანი ბიჭი იყო, რა დაემართა, რატომ მოაკლდა ისიც ამქარს პირმომღიმართა? წამავლო ხელი, გამარიდა მხიარულ კრებას და რაღაც მითხრა, უცნაურად რომ მეფიქრება:
-ჩემგან იცოდე, სიბრძნეს გეტყვი მუდამ საჭიროს, მიწაზე იდექ, ცალი თვალი ცისკენ გეჭიროს!
ერიდე ხიფათს, არ ეხარბო არც ცხელს და არც ცივს, არ ენდო არც ვის და მეტადრე, ერიდე არწივს!
არწივის ფრთისქვეშ თუკი ერთხელ შეიყუჟები, აღარ აგცდება მარწუხები თუ მარყუჟები!
და მაღლა-მაღლა თუ მიიწევ, ღრუბლებს ასცდები, ჩემგან იცოდე, ძალიანაც ნუ აღტაცდები.
ნუ იამაყებ მწვერვალების თავზე გადავლით, რაც მიწას ასცდი, არწივისა შენ ხარ ნადავლი!
ბედნიერების ეიფორია ტკივილს აყუჩებს, სისხლიც გდიოდეს, არ გეგონოს, დაიკვნეტ ტუჩებს.
არ გეწვის ბეჭი, არ გიფეთქავს დაჭრილი კანჭი, ვერ გრძნობ ვერაფერს, თუმც გასვია კაუჭა კლანჭი. და მიწიდანაც აღარ მოსჩანს რადგან კლანჭები, დასცქერი ღიმით კაცთა მოდგმას და იპრანჭები...
არწივის, ძერას, მტაცებლური, ძველი წესია, ზეაგიტაცოს. მისთვის ასე უკეთესია, რომ სიმაღლიდან მსხვერპლი მიწაზე გადმოგანარცხოს შერჩეულ ადგილს, თავისთვის მარჯვეს, შენთვის - სამარცხოს, კარგად დაბეჟილს ამოგაჭამოს სამეფო წილი, დე, ნარჩენ მძორზე წვრილფეხობამ მართოს ქორწილი!
მითხრა, მიბრუნდა, გამეცალა ფრთამოტეხილად. რა დამართია, მსხმოიარედ ვცნობდი ხეხილად, ბედო, ან თავზე დაატეხე ნეტა მეხი რად, ან არ მეხილა, ყელში ბურთი რად გამეხირა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომეწონა და მიმაქვს, თქვენის ნებართვით ჩემს გვერდზე. 5 მომეწონა და მიმაქვს, თქვენის ნებართვით ჩემს გვერდზე. 5
2. კტათი დაგაკვალიანებთ. ანალოგიას მიმართეთ. არწივი - ფრინველთა მეფეა. მაგალითად , ლუი მერაღაცემ ძალიან რომ აღგაზევოს, ფრთისქვეშ შეგიფაროს, ძალიანაცც ხომ არ უნდა ჩავარდე ეიფორიაში. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მაინც მის კლანჭებში ხარ , მისი ნადავლი და რაწამს დასჭირდება, იმ სიმაღლიდან ჩამოგაგდებს, როგორც მტაცებელუ ფეინველი ჟეჟავს მსხვერპლს. თავად სამეფო სარჩოს მიიღებს და ხელქვეითს ის საჯუჯგნად დაგაგდებს კტათი დაგაკვალიანებთ. ანალოგიას მიმართეთ. არწივი - ფრინველთა მეფეა. მაგალითად , ლუი მერაღაცემ ძალიან რომ აღგაზევოს, ფრთისქვეშ შეგიფაროს, ძალიანაცც ხომ არ უნდა ჩავარდე ეიფორიაში. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მაინც მის კლანჭებში ხარ , მისი ნადავლი და რაწამს დასჭირდება, იმ სიმაღლიდან ჩამოგაგდებს, როგორც მტაცებელუ ფეინველი ჟეჟავს მსხვერპლს. თავად სამეფო სარჩოს მიიღებს და ხელქვეითს ის საჯუჯგნად დაგაგდებს
1. მომწონს, მიყვარს საერთოდ იგავები და აქ უნდა დავფიქრდე...
მომწონს, მიყვარს საერთოდ იგავები და აქ უნდა დავფიქრდე...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|