 | ავტორი: გურამმმ ჟანრი: პროზა 22 ივლისი, 2020 |
მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი კაცი გამოჩნდა. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს სადღაც მიმალულსა და გარინდულს, საიმედო ნავსაყუდელში მიაგნეს და ახლა იქაურობას დაანგრევდნენ, ნაფშხვენებად აქცევდნენ უკლებლივ ყველა აგურს, რომ კედლები კვალავაც არ აშენებულიყო.
უსახური და უხალისო შენობების თითქმის უკაცრიელი მოედანივით იყო ეს ადგილი, სადაც ჟაბოს, რახანია, არავისთვის მოუკრავს თვალი. სტუმრობდა აქაურობას და ეულად ერწყმოდა მის ვეება სივრცეს. სხვების გამოჩენა კი რაღაც ძალიან ახალი, უჩვეულო, დამაბნეველი და ამავდროულად შემაძრწუნებელი აღმოჩნდა მისთვის. აქამდე სიმყუდროვეს შესჩვეოდა და ვერ წამოედგინა, რომ ეგოისტურად მისაკუთრებული ამ ადგილის განაწილება მოუწევდა დედამიწის კიდევ ერთი და ორი, ან უფრო მეტი შვილისთვის.
ავისმომასწავლებლად გამოჩენილებმა კიბე მოიტანეს და კედელს მიაყრდნეს. ოღონდ იმ კედელს არა, რომლის დანგრევის შიშმა სულის სიღრმემდე შეაშფოთა ჟაბო, არამედ იმას, რომელიც ალაგ-ალაგ ბეტონშემოძარცვული იდგა და მაინც მედგრად გადაჭდობილიყო დანარჩენებთან. მრავალჯერ გადაგორებული და ზოგჯერ წიხლნაკრავი მელანქოლიის სურნელი შეპარვოდა პატარა ნასვრეტებში, სევდიანი უფერულობით შენიღბულიყო, ჟაბოს მარტოობის მოზიარე გამხდარიყო და თვლემდა მთელი სიაშკარავით, რომ იქ მყოფთ არაფრის მორიდებოდათ. ყოველმხრივ საიმედო იყო, განსჯის მოძულე და თვალ-ყურდახუფული.
საღებავების ფერადი კვალი აჩნდა აქა-იქ კიბეს. ჟაბო მიხვდა, რომ ტყუილად აღელდა. - გამარჯობა! - ისე გამბედავი ეჩვენა საკუთარი ხმა, რომ ამჯერად ამის გამო შეცბუნდა. - კედელი უნდა შეღებოთ? - ჰო, დაგვავალეს. - ძალით ამოთქვა ერთ-ერთმა უცნობმა, თითქოს საათების განმავლობაში თავს აბეზრებდა ჟაბო და ყელში ამოუვიდა მასთან ლაპარაკი.
გამბედაობის ანტონიმს მზე მიადგა და მანაც გაუცინა. თვითონ გამბედაობამ მზეს შეცინებულის ჩრდილში გადაინაცვლა. საკვირველი ის იყო, რომ უკაცრიელ მოედანზე, მიუხედავად იქ მისულთა საქმიანობისა, სიცოცხლე მაინც არ იგრძნობოდა და დაფარფატებდა ჰაერში მარსის ეფექტი - აგრესიული და ფეთქებადი პლანეტის ჯერ კიდევ გამოუყენებელი სიცოცხლისუნარიაობა.
ჟაბო მღებავებს აკვირდებოდა, მაგრამ ისე უსიამო იყო მათი ყურება, თითქოს სიცარიელე ატყვევებდა მის მზერას, რადგან მუნჯი, უნაპერწკლო, ინერციული ტემპერამენტით ასრულებდნენ ისინი თავიანთ საქმეს. ეგონა, ნაგვიდან ამოქექილ ფილმს უყურებდა, რომელიც თავის დროზე უკვე მოისროლეს საჭირო ადგილას, მან კი სიბინძურეში ამოითხვარა ხედვა. ამიტომ მთლიანად შეერწყა ყურსასმენებიდან გადმოღვრილ მუსიკას და მოუჩრდილა თვალებს ქუთუთოებით, რომ მყუდროდ ეგრძნო თავი და შიგნით, კანს მიღმა ეცეცებინა თაფლისფერით მოწამლული სიმრგვალეები. იქ იყო კინოთეატრი - არა ნაგვით შემოსილი, მოგონებებისა და წამიერი ხილვების დაუსრულებლად მიმდინარე ფილმი - და იყო ბიბლიოთეკაც, რომლის თაროებსა და კედლებზეც კი მტვერდაფენილი ფრაზები იკითხებოდა: ზოგი უხეშად ამოკაწრული და სხვები - ვარდის ფურცლებივით ნაზად მიმობნეული, მინელებული ფარფატით ზედაპირზე ჩამოცვენილი და იქვე არომატული სირბილით მიალერსებული. კიბე წაიქცა. ზედ აბობღებულილი მღებავი ძირს დაენარცხა და ტკივილის გამომხატველი შორისდებულების მთელი წყება ამოაფრქვია მანამდე მოკუმული, კანაქერცლილი ტუჩებიდან. სიტყვებმაც ბაგესავით დაქუცმაცებულად გაიჟღერა. იფიქრებდით, სიმუნჯეს შესისხლხორცებული ენა უტრიალებსო პირში. ჟაბო კი კარგახანს გულგამსკდარი ღრიალებდა, ვიდრე არ მიხვდა, რა დაბრახუნდა მის გვერდით ასე ძლიერად. - ადექი, ნუ ვაი-ვიშობ. დღეს უნდა შევღებოთ ეს კედელი. ხვალ აქ აღარ მოვალთ. ერთი და იგივეს კეთებას ორი დღე არ მოვუნდებით. ადექი-მეთქი! მე ავალ კიბეზე და შენ ის მომაწოდე, რასაც დაგიძახებ. - მტკივა, მაცადე. ისედაც მოვასწრებთ. - დიდხანს არ დავიცდი.
ცივი და არაადამიაური ეჩვენა მღებავი ჟაბოს, რომლის გულქვაობამ ყინულოვანი შეხებით დაუარა მთელ სხეულზე. თუმცა, უფრო შორეული, ტრაგიკული და მძიმე მიზეზი უნდა ჰქონოდა დამამსხვრეველი ყინვის შეგრძნებას. აი, ისეთი შემბოჭველი და სუნთქვის შემკვრელი, როგორც წყლის მოლეკულები იბოჭება ყინულად ქცევისას და კვდომას იწყებს მათი ქაოტურობა, სიცოცხლეს ეხლიჩება ნელ-ნელა ყველა.
მიწისძვრა. ნგრევა. კედლები. ნაფშხვენები. კიბე და სიმაღლე. ფერები და სასტიკი მღებავი. დამამსხვრეველი შებოჭილობა... *** დედამისი ძალიან მაღლა იდგა, ჟაბოს აზრით. კიბის მწვერვალთან იმდენად ახლოს, რომ ორი მტკაველის დათვლა შეიძლებოდა მასა და მწვერვალამდე დარჩენილ მანძილზე. იმ დღეს კიბე შეირყა და ჰაერში გამოკიდებული დარჩა დედამისი. მართალია, კედლის ნაფშხვენებით არ ამოვსებულა მისი საფლავი, მაგრამ მიწის მოზრდილმა და შეყინულმა ბელტებმა ნამდვილად ხმაურიანად დაუკაკუნეს კუბოს ფიცარზე. ალბათ, უკანასკნელი "შეიძლება შემოსვლა?" აღმოხდა მათ ხმაურს, რომელზე პასუხი უკაცრიელ სახლს ძლივს გასაგონადაც არ დასცდენია. მდუმარე იყო და სიკვდილთან გარიგებული სამყაროს მღებავიც. მიწისფერი შეურჩია მგლოვიარე დღეს შესამოსად და აკვირდებოდა ლამის სუნთქვაშეკრულ ჟაბოს, დედამისის კიბის შემარყეველსა და ყველაზე უფრო სასტიკს იქ მყოფთაგან. ჟაბო მოწყენილი იყო, სევდას შეჩვეული ყოველდღიური განწყობით დამუხტული და არ ეზიზღებოდა ყველაფერი, დამნაშავეს არ ეძებდა არც ახლოს, არც შორეულად და, მითუმეტეს, ღმერთს არ ავსებდა საყვედურებით. დინჯად იტანდა თავსდმტყდარ ტრაგედიას და ხმას არ იღებდა, რადგან იცოდა, ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ მარსის ეფექტს უნდა ჩაბღაუჭებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დიახ, მუხა, შემეძლო უფრო ვრცლად დამეწერა, მაგრამ არ დავწერე, რადგან ძალიან მომწონს მცირე ზომის ნაწერით ბევრის თქმა. შენ მე გასაგიჟებელი და ყველაზე თბილი სიტყვები მაჩუქე. მადლობა. დიახ, მუხა, შემეძლო უფრო ვრცლად დამეწერა, მაგრამ არ დავწერე, რადგან ძალიან მომწონს მცირე ზომის ნაწერით ბევრის თქმა. შენ მე გასაგიჟებელი და ყველაზე თბილი სიტყვები მაჩუქე. მადლობა.
4. მარსის ეფექტი ჩემთვისაც უცნობია, თუმცა ავტორს ძალიან ადამიანური, რაღაც შეუცნობელი, სიღრმისეული შეგრძნებების შეხება აქვს ამ პატარა და საინტერესო პროზის სიღრმეში ჩადებული. აქ შეგეძლო, უფრო მეტი მოცულობის ნაწერი დაგედო. მარსის ეფექტი ჩემთვისაც უცნობია, თუმცა ავტორს ძალიან ადამიანური, რაღაც შეუცნობელი, სიღრმისეული შეგრძნებების შეხება აქვს ამ პატარა და საინტერესო პროზის სიღრმეში ჩადებული. აქ შეგეძლო, უფრო მეტი მოცულობის ნაწერი დაგედო.
3. დილამშვიდობის. მადლობა ვრცელი განმარტებისთვის. ახლა გასაგებია ყველაფერი და ჟაბოს განწყობაც-ხშირად ვადანაშაულებთ ადამიანები საკუთარ თავს იმაში,რაშიც არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის. მადლობა თქვენ. დილამშვიდობის. მადლობა ვრცელი განმარტებისთვის. ახლა გასაგებია ყველაფერი და ჟაბოს განწყობაც-ხშირად ვადანაშაულებთ ადამიანები საკუთარ თავს იმაში,რაშიც არანაირი ბრალი არ მიგვიძღვის. მადლობა თქვენ.
2. ფლორენცია. მარსის ეფექტის ჰიპოთეზაზე არაფერი მსმენია, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, მე რა ვიგულისხმე, როდესაც ორჯერ ვახსენე იგი. “საკვირველი ის იყო, რომ უკაცრიელ მოედანზე, მიუხედავად იქ მისულთა საქმიანობისა, სიცოცხლე მაინც არ იგრძნობოდა და დაფარფატებდა ჰაერში მარსის ეფექტი - აგრესიული და ფეთქებადი პლანეტის ჯერ კიდევ გამოუყენებელი სიცოცხლისუნარიაობა”. ზუსტად ამაზე ჩაბღაუჭება სჭირდება ჟაბოს. იმ უკაცრიელ ადგილას მისვლა და იქ დაგუბებული, გამოუყენებელი სიცოცხლის ათვისება სჭირდება! შევეცდები ავხსნა... ვფიქრობ, დანაშაულისგან გაქცეულის მყუდროებაზე დავწერე. სინამდვილეში არაფერი დაუშავებია. დედამისი მოკვდა და მორჩა, სულ ეს არის. მაგრამ ხომ აქვთ ხოლმე ადამიანებს იმის განცდა, რომ მათი ბრალია ახლობელს რომ რაღაც ცუდი შეემთხვევა? ხოდა ამ განცდამ გააქცია ჟაბო, შეეფარა უსახური შენობების უკაცრიელ მოედანს და ამ განცდის საძირკველზე აშენებული კედლების ნგრევისა შეეშინდა, როცა სხვები გამოჩნდნენ მის ტერიტორიაზე, რომელიც რეალური სულაც არ არის. ჟაბოს ბაბლია, ილუზიაა. მძაფრი ემოციებისგან თავდაცვის მიზნით თვითმოტყუების მახინჯი შედეგია. ამის გამოა, რომ სულის სიღრმემდე შეშფოთებულია ჟაბო. მას ხომ სიცრუიდან გამოძრომას აიძულებს რეალობა. მისი ფსიქიკა შეძრწუნებულია ამ უეცარი საფრთხით, საზიზღარი მოულოდნელობით. და რატომ არ მოსწონს მღებავები? იმიტომ, რომ თავადაც მათი მაგავსია. ბოლოში ხომ წერია, რომ სამყაროს მღებავი მას აკვირდება, ყველაზე უფრო სასტიკს. სისასტიკე და გულქვაობა ახლოს არიან, არა? ხოდა საკუთარი თავი ეზიზღება მათ შემყურეს. ქვეცნობიერში გადასროლილი “ნაგავი” კვლავ ცნობიერში დაბრუნებას ლამობს და ამას ებრძვის სასტიკი ჟაბო. დედამისი არავითარ კიბეზე არ ყოფილა მწვერვალამდე ასული. ჟაბოსთვის იყო სულიერად ძალიან მაღალ საფეხურზე მდგარი და დავუშვათ, რომ მისი გარდაცვალება წარმოიდგინა, როგორც კიბეზე აბობღებულის სიმაღლიდან ჩამოვარდნა. და ვინ იცის, რა დღეში ჩავარდა ჟაბოს არაცნობიერი, როგორ გაშმაგდა, როცა მისთვის ყველაზე უფრო მძიმე “ფსიქოლოგიური ლექი” პირდაპირ რეალობაში გადმოინთხა და გათამაშდა. რაც შეეხება მეცხრე აბზაცსა და ყინულოვან შეგრძნებას, მართალი ხარ! არაფერიც არ კვდება. სხვა შედარება მჭირდება და გამოვასწორებ. მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინო და, როგორც შენ მითხარი, მთლიანი სურათი უნდა შევკრა ხოლმე. მადლიერი ვარ, რომ ეს მასწავლე. ფლორენცია. მარსის ეფექტის ჰიპოთეზაზე არაფერი მსმენია, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, მე რა ვიგულისხმე, როდესაც ორჯერ ვახსენე იგი. “საკვირველი ის იყო, რომ უკაცრიელ მოედანზე, მიუხედავად იქ მისულთა საქმიანობისა, სიცოცხლე მაინც არ იგრძნობოდა და დაფარფატებდა ჰაერში მარსის ეფექტი - აგრესიული და ფეთქებადი პლანეტის ჯერ კიდევ გამოუყენებელი სიცოცხლისუნარიაობა”. ზუსტად ამაზე ჩაბღაუჭება სჭირდება ჟაბოს. იმ უკაცრიელ ადგილას მისვლა და იქ დაგუბებული, გამოუყენებელი სიცოცხლის ათვისება სჭირდება! შევეცდები ავხსნა... ვფიქრობ, დანაშაულისგან გაქცეულის მყუდროებაზე დავწერე. სინამდვილეში არაფერი დაუშავებია. დედამისი მოკვდა და მორჩა, სულ ეს არის. მაგრამ ხომ აქვთ ხოლმე ადამიანებს იმის განცდა, რომ მათი ბრალია ახლობელს რომ რაღაც ცუდი შეემთხვევა? ხოდა ამ განცდამ გააქცია ჟაბო, შეეფარა უსახური შენობების უკაცრიელ მოედანს და ამ განცდის საძირკველზე აშენებული კედლების ნგრევისა შეეშინდა, როცა სხვები გამოჩნდნენ მის ტერიტორიაზე, რომელიც რეალური სულაც არ არის. ჟაბოს ბაბლია, ილუზიაა. მძაფრი ემოციებისგან თავდაცვის მიზნით თვითმოტყუების მახინჯი შედეგია. ამის გამოა, რომ სულის სიღრმემდე შეშფოთებულია ჟაბო. მას ხომ სიცრუიდან გამოძრომას აიძულებს რეალობა. მისი ფსიქიკა შეძრწუნებულია ამ უეცარი საფრთხით, საზიზღარი მოულოდნელობით. და რატომ არ მოსწონს მღებავები? იმიტომ, რომ თავადაც მათი მაგავსია. ბოლოში ხომ წერია, რომ სამყაროს მღებავი მას აკვირდება, ყველაზე უფრო სასტიკს. სისასტიკე და გულქვაობა ახლოს არიან, არა? ხოდა საკუთარი თავი ეზიზღება მათ შემყურეს. ქვეცნობიერში გადასროლილი “ნაგავი” კვლავ ცნობიერში დაბრუნებას ლამობს და ამას ებრძვის სასტიკი ჟაბო. დედამისი არავითარ კიბეზე არ ყოფილა მწვერვალამდე ასული. ჟაბოსთვის იყო სულიერად ძალიან მაღალ საფეხურზე მდგარი და დავუშვათ, რომ მისი გარდაცვალება წარმოიდგინა, როგორც კიბეზე აბობღებულის სიმაღლიდან ჩამოვარდნა. და ვინ იცის, რა დღეში ჩავარდა ჟაბოს არაცნობიერი, როგორ გაშმაგდა, როცა მისთვის ყველაზე უფრო მძიმე “ფსიქოლოგიური ლექი” პირდაპირ რეალობაში გადმოინთხა და გათამაშდა. რაც შეეხება მეცხრე აბზაცსა და ყინულოვან შეგრძნებას, მართალი ხარ! არაფერიც არ კვდება. სხვა შედარება მჭირდება და გამოვასწორებ. მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინო და, როგორც შენ მითხარი, მთლიანი სურათი უნდა შევკრა ხოლმე. მადლიერი ვარ, რომ ეს მასწავლე.
1. წავიკითხე ბოლომდე და ორჯერაც კი. ჩემთვის ( და არა ზოგადად) ოდნავ მძიმედ და ზედმეტი მანერულობითაა ნაწერი, თუმცა რახან მეორეჯერ ჩავიკითხე- ესეიგი, ალბათ ასეც იყო საჭირო. რაც შეეხება მეცხრე აბზაცს და წყლის მოლეკულების შებოჭილობას - ყუნულად ქცევის დროს ოლეკულები დიახ, ქმნიან კრისტალურ მესერს, მცირდება მათი პოტენციური ენერგია, თუმცა არ კვდება , ანუ არ უტოლდება ნულს - მესერშიც კი ეს მოლეკულები განაგრძობენ თვალისთვის შეუმჩნეველ რხევას, რადგან ენერგია კვლავაც აქვთ. იქნებ ვცდები, მაგრამ ჩემთვის ამ შედარებამ ვერ დახატა ნათელი სურათი. ახლა ბოლო აბზაცი- მარსის ეფექტი მიშელ გოკლენომის მიერ წამოწეული ჰიპოტეზაა, იმის შესახებ რომ ადამიანის სპორტული მიღწევები იმაზეა და მოკიდებული მისი დაბადების მომენტში მარსს როგორი პოზიცია უკავია . ბევრი იწვალა მან და მისმა ცოლმა ამის დასამტკიცებლად, თუმცა მეცნიერები ამის ჭეშმარიტებას ეჭვის ქვეშ აყენებენ და მიშელმა ბოლოს თავიც სწორედ ამის გამო მოიკლა. - ესაა ფაქტები ამ მარსის ეფექტის შესახებ. აქ, ამ ბოლო ამბაცში რას ნიშნავს, რისი დაგვირგვინებაა მარსის ეფექტზე ჩაბღაუჭება, ჩემთვის ბუნდოვანია და შესაბამისად ნაწერის სრულ სურათს ვერ ქმნის. თუ ავტორს ესე აქვს გათვლილი, რაღაც, ჩემთვის მიუწვდომელი მიზეზის გამო - ვნებდები :) წავიკითხე ბოლომდე და ორჯერაც კი. ჩემთვის ( და არა ზოგადად) ოდნავ მძიმედ და ზედმეტი მანერულობითაა ნაწერი, თუმცა რახან მეორეჯერ ჩავიკითხე- ესეიგი, ალბათ ასეც იყო საჭირო. რაც შეეხება მეცხრე აბზაცს და წყლის მოლეკულების შებოჭილობას - ყუნულად ქცევის დროს ოლეკულები დიახ, ქმნიან კრისტალურ მესერს, მცირდება მათი პოტენციური ენერგია, თუმცა არ კვდება , ანუ არ უტოლდება ნულს - მესერშიც კი ეს მოლეკულები განაგრძობენ თვალისთვის შეუმჩნეველ რხევას, რადგან ენერგია კვლავაც აქვთ. იქნებ ვცდები, მაგრამ ჩემთვის ამ შედარებამ ვერ დახატა ნათელი სურათი. ახლა ბოლო აბზაცი- მარსის ეფექტი მიშელ გოკლენომის მიერ წამოწეული ჰიპოტეზაა, იმის შესახებ რომ ადამიანის სპორტული მიღწევები იმაზეა და მოკიდებული მისი დაბადების მომენტში მარსს როგორი პოზიცია უკავია . ბევრი იწვალა მან და მისმა ცოლმა ამის დასამტკიცებლად, თუმცა მეცნიერები ამის ჭეშმარიტებას ეჭვის ქვეშ აყენებენ და მიშელმა ბოლოს თავიც სწორედ ამის გამო მოიკლა. - ესაა ფაქტები ამ მარსის ეფექტის შესახებ. აქ, ამ ბოლო ამბაცში რას ნიშნავს, რისი დაგვირგვინებაა მარსის ეფექტზე ჩაბღაუჭება, ჩემთვის ბუნდოვანია და შესაბამისად ნაწერის სრულ სურათს ვერ ქმნის. თუ ავტორს ესე აქვს გათვლილი, რაღაც, ჩემთვის მიუწვდომელი მიზეზის გამო - ვნებდები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|