 | ავტორი: გურამმმ ჟანრი: პროზა 25 ივლისი, 2020 |
ზურგს უკან მის სახელს ყვირის უცხო ხმა. თვითონ ადგილზე ხევდება და დაძაბული უცდის უცნობის გამოჩენას, რომელიც ქოშინით მიიწევს მისკენ.
-საფულე დაგივარდათ - ძლივს გასაგებად ამბობს იგივე ხმა. ხელში საფულეს აჩეჩებს და ზედ არ უყურებს მესაკუთრეს. სუნთქვა უჭირს და პირს ისე ფართოდ აღებს, თითქოს არნახულად ბევრი ჟანგბადისგან ფილტვების აფეთქებას ლამობს. მოკუზულია. თავჩაღუნული დგას მუხლებში ოდნავ მოხრილი და ორივე ხელით ფეხებზეა ჩაბღაუჭებული. მერე მშვიდდება, როგორც სიღრმეებში ჩუმად მოფუთფუთე ვითომ წყნარი ტბა. მაგრამ გარშემო აღარავინ არის. სიყვარულის სიტკბოებასავით გაქმრალია საფულის პატრონი.
იქ, სადაც ყველა გაუჩინარებული ერთმანეთს ხვდება და საღებავებივით ურთიერთში იზილება, რომ ერთ მთლიანობად იქცნენ, კვლავ სიცარიელეში ზავდებიან - ამჯერად სამუდამო გაქრობისთვის, რადგან როგორც ზედიზედ დაყრილი ლეშები, ისე შენდებიან მაღალ ზვინებად!
ქუჩის კუთხეში, მზის სხივებისგან განებივრებული კარის ჩრდილზე სანტიმეტრებითღა მეტი სიგანის მქონე მაღაზიაში შედის, რომელიც ზაფხულის შეხუთული დღეებივით გულისგამაწვრილებლად გრძელია და სალაროს სივიწროვეში პროდუქტების ზვინს აყენებს. - რა იშოვე ამისთანა? - გაბანჯგვლულ ულვაშებს მიღმა კმაყოფილებით აღსავსე ღიმილს მალავს მოლარე. - მოვიპარე. - შენ ხო კაცი ვერ დაგაცდენინებს სიტყვას. - ისევ უღიმის და ხუმრობა ჰგონია მისი ნათქვამი. თან ბრაზდება, მაგრამ მიჩვეულია მლიქვნელობას. ცარიელი თვალებით უყურებს, შიგ რაღაც ამოუცნობი ძალით სინათლე უნთია და მაინც ვერაფერს იგებს - ყველა თავგამოდებული მცდელობის მიუხედავად.
ის კი ყველაფერს უკან აბრუნებს და მხოლოდ ყავას ყიდულობს. - ნახვამდის!
კარის ჩრდილი შოკოლადების დახლიდან სალაროსკენ გადაადგილდება და მოლარის შავ ულვაშებს ზედ ეფინება. სიბნელეში არავინ იცინის. ყველას შიში იპყრობს და გაურკვეველი საფრთხის მოლოდინში ირინდება.
მირბის ფიქრებში გართული და მოლოდინი აქვს მობილურზე ზარის შემოსვლის, რომელსაც მშვიდად უნდა უპასუხოს, რომ მდუმარეა მისი სინდისი და გარიდული შიშისაგან, რადგან ვერ მოუსმენს მის დამსჯელსა და მძიმე ხმას. თუ ერთხელ შეერკინა, სამუდამოდ გაგრძელდება მასთან ომი და სიმშვიდეც სიცოცხლესავით მსწრაფლ გაიძურწება მისი არსებიდან. უღირს სიმშვიდე ამდენ მოჩვენებით უშფოთველობად. ნამდვილად უღირს და არ ეთმობა.
სახლში მისული ისევ ქოშინებს. წყალს ადგამს გაზქურაზე და დუღილის ხმას ელოდება, რომ ადუღებისთანავე სითბო გამოგლიჯოს ჩაიდანს, რათა ზედმეტად არ გადაუყვეს გულში ანთებული არცერთი ნაპერწკალი. ჰგონია, ცეცხლი უგიზგიზებს და სამყაროს გათბობა ძალუძს, მაგრამ ეგოისტია საიმისოდ, რომ თვითონ ჩაიფერფლოს და სხვას ცეცხლი შემოანთოს. წყალი თუხთუხებს. ფინჯანში ზანტად ასხამს ეგოისტი.
ტრიალებს კოვზი ფინჯანში შაქართან საბრძოლველად და ბრუნავს სითხე ცენტრში გაჩენილი ღრმულის გარშემო, თითქოს სიღრმეში რაღაც ჩაითრია და დახრჩობას უპირებს.
ისიც იხრჩობა. ყავის მდუღარებაში ეთუთქება პირის ღრუ და საყლაპავი მილი. იწვის უცეცხლოდ და ყურთ არ სწვდება სინდისის ხმა, რომელიც მოპარული ფულის ნაცვლად საკუთარი ბედნიერებისა და ნამდვილი ემოციებისგან ძარცვას მისტირის. უკვე სამუდამოდ ქრება. ლეშია - მორიგი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. საღამომშვიდობის, ნ-ი-კ-ი. რატომ ვერ მოიხიბლეთ? საინტერესო იქნება შენიშვნების მოსმენა, მით უფრო, რომ განვითარებასა და დახვეწაში დამეხმარება. საღამომშვიდობის, ნ-ი-კ-ი. რატომ ვერ მოიხიბლეთ? საინტერესო იქნება შენიშვნების მოსმენა, მით უფრო, რომ განვითარებასა და დახვეწაში დამეხმარება.
8. არ მომეწონა მე
თუმცა წარმატებებს გისურვებთ არ მომეწონა მე
თუმცა წარმატებებს გისურვებთ
7. მე კიდევ ერთმანეთზე მიწყობილი ხაზები მღლის და მაბნევს. ახლა ძალიან მინდა თავი ვიმართლო და ბოლოს და ბოლოს, ის ვთქვა, რომ მე ასე მომწონს. მაგრამ პროზას მართლა არ უხდება ასეთი ფორმები და რა წყალში გადავვარდე?! შემდგომში გამოვასწორებ. მადლობა გამოხმაურებისთვის. მიხარია. მე კიდევ ერთმანეთზე მიწყობილი ხაზები მღლის და მაბნევს. ახლა ძალიან მინდა თავი ვიმართლო და ბოლოს და ბოლოს, ის ვთქვა, რომ მე ასე მომწონს. მაგრამ პროზას მართლა არ უხდება ასეთი ფორმები და რა წყალში გადავვარდე?! შემდგომში გამოვასწორებ. მადლობა გამოხმაურებისთვის. მიხარია.
6. ნამდვილად გაქვთ წერის ნიჭი, საინტერესო ფრაზები ბევრგანაა, მაგრამ ცოტა მილაგება და დაკვირვება გჭირდება, თანაც ეს ამდენი ინტერვალები, აბზაცები გასაგებია, მაგრამ ეს ინტერვალები კითხვისას ძალიან დამღლელია და არც პროზას უხდება. წარმატებებს გისურვებ. ნამდვილად გაქვთ წერის ნიჭი, საინტერესო ფრაზები ბევრგანაა, მაგრამ ცოტა მილაგება და დაკვირვება გჭირდება, თანაც ეს ამდენი ინტერვალები, აბზაცები გასაგებია, მაგრამ ეს ინტერვალები კითხვისას ძალიან დამღლელია და არც პროზას უხდება. წარმატებებს გისურვებ.
5. გამოგივიდათ, კი, ნამდვილად, ოღონდ ყავის ნალექივით კი არა, სასიამოვნო და საინტერესო გემოსავით. გამოგივიდათ, კი, ნამდვილად, ოღონდ ყავის ნალექივით კი არა, სასიამოვნო და საინტერესო გემოსავით.
4. გამომივიდა! ფრაზები, რომლებიც ყავის ნალექივით შემორჩება მკითხველის გონებას. რამხელა სიხარული იყო თქვენი კომეტარის წაკითხვა. მითუმეტეს, რომ უკვე მეორედ გამოჩნდით. გამომივიდა! ფრაზები, რომლებიც ყავის ნალექივით შემორჩება მკითხველის გონებას. რამხელა სიხარული იყო თქვენი კომეტარის წაკითხვა. მითუმეტეს, რომ უკვე მეორედ გამოჩნდით.
3. "უღირს სიმშვიდე ამდენ მოჩვენებით უშფოთველობად."
კარგი ფრაზები არის ამ ნაწერში, რომ ჩაგამახსოვრდება. "არ მომიპარავს მიპოვნია.." რომაა სიმღერა, ის გამახსენდა :) იდეაში, ნაპოვნი ჩვენი სულაც არაა და ამას კარგა ხანი მოუნდება რომ დავიდეს ჩვენს საზოგადოებამდე. "უღირს სიმშვიდე ამდენ მოჩვენებით უშფოთველობად."
კარგი ფრაზები არის ამ ნაწერში, რომ ჩაგამახსოვრდება. "არ მომიპარავს მიპოვნია.." რომაა სიმღერა, ის გამახსენდა :) იდეაში, ნაპოვნი ჩვენი სულაც არაა და ამას კარგა ხანი მოუნდება რომ დავიდეს ჩვენს საზოგადოებამდე.
2. გეთანხმებით. ზოგჯერ სიტყვებით თამაში ისე მიტაცებს, რომ ვაჭარბებ ხოლმე რაღაცებში. მადლობა გამოხმაურებისთვის! გეთანხმებით. ზოგჯერ სიტყვებით თამაში ისე მიტაცებს, რომ ვაჭარბებ ხოლმე რაღაცებში. მადლობა გამოხმაურებისთვის!
1. არ მგონია ამხელა ტრაგედია. წერის ნიჭი ფაქტია. არ მგონია ამხელა ტრაგედია. წერის ნიჭი ფაქტია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|