 | ავტორი: გურამმმ ჟანრი: პროზა 31 ივლისი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
წყნარი, კარგად აღზრდილი გოგონა ვიყავი და ეს ყველაზე დიდ იმედს მაძლევდა, რომ არასდროს გავხდებოდი საქვეყნოდ გასალანძღი. კარგად ვერკვეოდი ადამიანებში და გარშემომყოფების დაკვეთა ისევე შესაგრძნობლად მესახებოდა, როგორც მზის სხივებისთვის სახის მიშვერა. წლების შემდეგ დაწესებული საზღვრები გაუფერულდა, მტვერი დაედო ჩაჟანგულ ჩარჩოებს. მათზე პირველი გადაბიჯების გემო ზედმეტად შთამბეჭდავი გამოდგა და მას მერე ყოველდღიურად აქეთ-იქით დავაბიჯებდი: ხან საზღვრებს მიღმა და ხანაც მის შიგნით. ყველაფრის გააზრება რომ დავიწყე, ვეღარ შევძელი ისე ლაღი ვყოფილიყავი, როგორც მანამდე. მრცხვენოდა და ანარეკლსაც თვალებში ვეღარ ვუყურებდი. დღითიდღე მიმძაფრდებოდა ჯერ მქრქალი და მბჟუტავი, ბოლოს კი მძვინვარე ცეცხლით ანაპერწკლებული პროტესტი. ვერ გამეგო, რატომ ვიყავი ვალდებული, დებილურ ყალიბებს მოვრგებოდი. მერე მივხვდი, რომ ვალდებულიც არ ვიყავი. ბოლო ხანებში ყველაფერს, რაც კი აკრძალული და ზოგიერთებისთვის შოკისმომგვრელია, ნარკოდამოკიდებულივით მივეჯაჭვე. ყველაზე ბინძური სექსი რომ არ მქონოდა კვირის ბოლოს, როცა სამსახურის პასუხისმგებლობებისგან ვთავისუფლდებოდი, ისე ვერ ვრჩერდებოდი. ერთი სექსუალური მამრი ჩავიგდე ხელში. ყველაფერს გეფიცებით, უგონო ბრიყვია, მაგრამ ზუსტად მაგიტომ ავარჩიე. ნამდვილი ცხოველის მკლავებში მოქცეულს მინდოდა განწირული ხმით მეკივლა და სხეული ამფართხალებოდა ექსტაზური სიამოვებისგან. ისეთი სექსუალური იყო, მე უფრო მშიოდა მისი სხეული, მაგრამ რომ წარმოვიდგენდი, როგორ შეეძლო ყურის ძირებსა და ყელთან დაველაშქრე თავისი ცხელი კოცნებით, მინდებოდა, რომ სიცოცხლედაკარგულივით მინებებული ვწოლილიყავი და მისთვის ყველაფრის უფლება მიმეცა. მკოცნიდა და ვერ ძღებოდა ჩემი დაგემოვებით. მე მეტს წარმოვიდგედი, ის ნაკლებს ახერხებდა. ზემოდან მოქცეულს ხელი ვკარი, გადავაგდე და სიტყვის უთქმელად წამოვედი. მეზიზღება ის ღამე. *** პინტერესტზე ფოტოს ვარჩევდი ჩემი მორიგი პოსტისთვის. ტექსტი უკვე მზად მქონდა. ნიჭიერი ფოტოგრაფის ჭკვიანურად გადაღებული კადრი მჭირდებოდა, მზეზე მიფიცხებული ადამიაინის უტყვი ბედნიერება რომ გადმოეცა ვიზუალური კუთხით. ვეძებე და მივაგენი კიდეც. საღამოს პოსტი დავდე: "ხანდახან მზისგან სითბო-ნაპკურებ სახეზე ხელის მოსმა ისე სათუთი გრძნობების მომგვრელია, რომ ნამდვილად ღირს მის სხივებ ქვეშ საათობით გაუნძრევლად ჯდომა, როცა ფიქრებსაც ისევე აბსურდულად ამუხრუჭებ, რა აბსურდითაც დედამიწის გაჩერებაა შესაძლებელი იმ მიზეზით, რომ ჩასვლა გინდა". რა მზე, რა სითბო? ვის ვატყუებდი? რომელ მზეზე ვწერდი, რომელ მზის სხივზე? შუა მარტი იდგა და ილეოდა, როგორც გვირილას ყვავილი, და დასასრულამდე მაინც ვერ გამეგო დარი იდგა, თუ - ავდარი. ყველამ დაიჯერა მზის ტყუილი და პოსტი ამიწითლეს დაგულებით. მგონი, დედამიწიდან ჩასვლა უფრო მოეწონათ, რადგან მანამდეც გაეგოთ იგივე სიტყვები. მე კი პლაგიატი რომ არ მიწოდეს, ამითაც დავკმაყოფილდი. უაზროდ ჩამოვსქროლე მოღლიცინე მეგობრების სულელური მიმებით აჭრელებული სიახლეების ზოლი. ლაიქი და სიცილის სმაილი იშვიათად ანაცვლებდა სითბოთი გაჟღენთილ გულებს. ოღონდ მე არ ვჟღითავდი. თვითონ იყო ასე თბილი და საყვარელი. გონებას არ ვუთმობდი ჩემ ქმედებებს. თითებს მონაცვლეობით ვუმიზნებდი ყველაზე პრაკტიკულ სმაილებს და კომენტარებსაც გიფებით ვწერდი. სასიკვდილო დიაგნოზივით ამოვარდა ნათესავის ჩატი და მერე გამიკვირდა, მართლა სიკვდილზე რომ მწერდა. კორონავირუსით ერთი ქართველი გარდაიცვალაო. დავსინე და კომპიუტერი გამოვრთე. ვირუსზე ლაპარაკის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი. *** ქვეყანაში სერიოზული პანიკა ატყდა. სამსახურში და სახლში მხოლოდ ვირუსი ეკერათ პირზე. მუსიკას ვრთავდი და ყურსასმენებით ვუსმენდი, რომ ის უაზრო გარჩევები არ მოსწვდენოდა ჩემ უინტერესო სმენას. ერთხელ დედაჩემმა მთხოვა საინფორმაციო გამოშვება ჩამერთო და სხვა რა გზა მქონდა, მეც მასთან ერთად მოვუსმინე მონდომებული წამყვანის შთამაგონებლად შემაძრწუნებელ საუბარს. ცოტათი შევშინდი კიდეც. არ მეგონა, ასე ცუდად თუ იყო საქმე. ვფიქრობდი, ყველაფერი მალე დამთავრდება და ეს ვირუსიც სხვა მაგის მსგავსივით უცებ გადაივლის-მეთქი. თურმე უმოწყალოდ შევცდი. მაინც ეჭვები მღრღნიდა და ასეთ შეშინებას წამყვანის ექსპრესიულობას ვაბრალებდი. ერთი ესკია, აქამდე თუ წყალს იშვიათად ვსვამდი, ნერვიულობის გამო ამ რამდენიმე წუთში უკვე ოთხი დიდი ჭიქა მქონდა დალეული. მერე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისადმი მიმართვა გაეკეთებინა და ამის შესახებ გვამცნო. ვერ ვხვდები - რატომ, მაგრამ ყველა კაცი ერთბაშად ამომიტივტივდა, ვისთან დაწოლაც უახლოეს წარსულში მოვასწარი. გული ამერია. საპირფარეშოდან მისაღებ ოთახში რომ შევბრუნდი, იმ წყეულ ტელევიზორში ვირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტის შესახებ აცხადებდნენ და ეკრანზე ბუნტად გადაღებული კადრები გადიოდა, თუ როგორ მიათრევდა პოლიციის თანამშრომელი ურჩ მოქალაქეს. სახლი ვიცანი, სადანაც დაინფიცირებული მიჰყავდათ. მე რომ ის ღამე მეზიზღება, მანდ მაქვს გატარებული. მუხლები მომეკეცა და გონება დავკარგე. *** ნელ-ნელა შევეგუე პანიკასთან ერთად მომაბეზრებელ ცხოვრებას, რომლის ატანა თვითიზოლაციაში მყოფს მიწევდა. მეტი რა საქმე მქონდა, მთელი დღე ვსქროლავდი და ვსქროლავდი. კითხვას გულს ვერ ვუდებდი და ფილმების ყურება კიდევ ბავშვობიდან არ მიყვარდა. მორწმუნეებისა და ურწმონოების ბობოქარ კამათს გადავაწყდი, უფროსწორად ერთმანეთის ლაზათიან ლანძღვას. კომენტარებს თვალი რომ გადავავლე, მეც მომინდა აზრის დაფიქსირება. თავშეკავების ძველმა ჩვევამ, რომელსაც კორონავირუსის გამოჩენამდე საკმაო ხანს ეძინა, გადმოკარკვლამდე ძლიერად დააჭყიტა მიხუჭული თვალები და მეც მალევე გადავიფიქრე კომენტარის დაწერა. სამაგიეროდ, ციცქნა პოსტი გამოვაქვეყნე, არ მინდა ზიარებიდან გამოსულმა დედაჩემმა კორონა შემყაროს-მეთქი. ამ გაგანია ვურუსის ჟამს, დედაჩემი ფანატიკოსი მორწმუნესავით წირვა-ლოცვას არ აცდენდა. სქელი იყო ისედაც და ეკლესიის მჭიდრო სივრცეში მაინც მონდომებით იჭედებოდა. პოსტის გამო მეჩხუბა. - ღმერთი არ გაპატიებს მის მადლში რომ ეჭვი გეპარება; - ბოლოს ეს მომაძახა მოსამართლის განაჩენივით, მაგრამ ჩემ ყურებში, როგორც წყევლა, ისე ჟღერდა. *** აღდგომას აღნიშავდდნენ ქართული მართმადიდებლური ეკლესიები. ავადმყოფი თუ ჯანმრთელი, დარწმუნებული ვარ, ცომივით ეზილებოდა ერთი-მეორეს და ალბათ, ეშმაკიც იცინოდა, თუკი კორონავირუსისგან გამოტენილი და ხალხის ცხელი სუნთქვისგან ოხშივარადენილი ჰაერის სუნი მის ყნოსვამდეც შეუფერხებლად აღწევდა. ვიცოდი, დედაჩემის ფანატიზმი რამდენადაც შორს მიდიოდა და მძაფრდებოდა, იმდენადვე მომაკვდინებელი ხდებოდა მასთან კონტაქტის მქონე ადამიანებისთვის მის სიახლოვეს გავლაც კი. ამიტომ აღდგომამდე ბოლო 6 დღით ადრე თოკით გავკოჭე და სხვენში ჩავკეტე. როცა მახსენდებოდა, საჭმელი მიმქონდა და წყალს ვასმევდი. მაგრამ საკუთარი თავის გარდა ისედაც იშვიათად მეფიქრებოდა სხვებზე და, შესაბამისად, ბედი არც დედაჩემს სწყალობდა. იქნებ კორონას კი არა, წყურვილს მოეკლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი სიკვდილი მე დამაწვებოდა მძიმე ცოდვად და არა - წყლის დეფიციტს. ზუსტად ლიტონიობის ღამეს შემოამსხვრია ჩემი სახლის ფართო ფანჯარა სამმა უცნობმა და კივილიც ვერ მოვასწარი, პირში ისე უცებ ჩამჩარეს საზიზღარი ნაჭერი. - ზიარებიდან გამოსულები გეზიზღება, გოგო? - სახე ახლოს მომიტანა და კბილების კრაჭუნით მითხრა ერთ-ერთმა. - შე, ბოზო, ახლა გაიგებ როგორია ეკლესიის დაცინვა! - ისეთი ხმა ჰქონდა, ყურებზე მომინდა ხელის აფარება, რომ მეორედ აღარ გამეგონა. ცრემლები ნიაღვრებად წამომითქრიალდა. ვინატრე, დედაჩემი "აშვებული" მყოლოდა და პოლიციაში დარეკვა შესძლებოდა. მტკივნეულად გადამაგლიჯეს შარვალი. მერე საცვალი ამაწყვიტეს სიცილით სხეულაცახცახებულებმა და უცებ ხუთივე თითის ერთდროული შემოჭრა ვიგძენი. ტკივილისგან ისე დავიჭიმე, მეგონა წელში გადავტყდებოდი. - მიდი, პირველმა შენ მოსინჯე; - სახე ახლოს მომიტანა და ბინძური ნერწყვი გადმომანთხია. კბილებზე ვიცანი. ისევ ის იყო, კბილები რომ დამიღრჭიალა. - წავიდეთ, რა! - ძლივს მესამეს ხმაც გავიგონე და გულში იმედი ჩამესახა: თავს გამანებებენ-მეთქი. - სად უნდა წავიდეთ, შე სირო?! მიდი, შეუდე-მეთქი! - ვერა - ტირილამდე მისული ხმით ამოთქვა. - გეი ხარ, ბიჭო? - ფუი, შენი დედა მოვტყან! იმას წააყარეს. მე კიდევ უზომოდ მადლიერი ვიყავი, რომ ჩემი სხეულის დაფლეთა არ სურდა. თუნდაც გეი ყოფილიყო და თანაგრძნობით ნაკარნახევი თავშეკავება არ გამოეჩინა, მაინც ძალიან ვუმადლოდი. ჩემთვის გმირი იყო - ორივე შემთხვევაში. წარმოდგენა არ მაქვს, იმ ორის გონებაში რა ხდებოდა, მაგრამ მეტად ირონიულად მეჩვენა ქალზე მოძალადე სამეულის ჰომო და ჰეტერო სექსუალების 1:2 პროპორციით გადანაწილება. იმღამეს გადავრჩი. გეის ბღავილზე მეზობლები გამოცვივდნენ და სამივე გარეთ გავარდა. ვიწექი. მწარედ ვტიროდი. მორიდებული თვალები წამდაუწუმ ჩუმად დამყურებდნენ ცნობისმოყვარე მეზობლების ინტერესიანი სახეებიდან და მაშინ მინდოდა, რომ ვიღაცას ტყვია დაეხალა - შიგ შუბლში, რათა სწრაფად გავქცეოდი ამ დაუნდობელ რეალობას. *** ვურუსის თემა სწრაფად შეცვალა აღდგომის დღესასწაულზე გაუპატიურებული ქალის ამბავმა. იმასაც კი არ ამბობდნენ და წერდნენ, რომ გაუპატიურება ვერ მოასწრეს. თავის მოკვლა გადავწყვიტე. ახლობლებისთვის გრძელი წერილი დავწერე და მაქსიმალურად შევეცადე, ისეთი შთაბეჭდილების მომხდენი ყოფილიყო, რომ წლების შემდეგაც, როცა ჩემი უსულო სხეული საფლავში ჭია-ღუისგან ძვლებად ქცეული იქნება, ცრემლებით თვალებამოვსებულებმა გამიხსენონ. დრამა გამოვიწოვე სულიდან და გონება დავტანჯე წერილის დასაწერად. ქვიშის დაუსრულებელ ცოცვაში დროსავით შეუქცევადი ამოწურვა მეწადა და ყველაფერი ვიღონე, რომ ზუსტად ქვიშის მარცვლებივით ყველა ნაცნობის ფიქრებში გავბნეულიყავი - ოღონდ სტაბილურად და ურყევი თანაზომიერებით, როგორც დროს სჩვევია. ბოლოს ისე გამოვიფიტე ემოციების სრულად დახარჯვითა და ჩემი უბედურების ტრაგიკული გამოტირებით, რომ სიკვდილიც გადავიქრე. წერილი გადავიკითხე და მივხვდი - საკმარისად დამთრგუნველი არ იქნებოდა, სიცოცხლეს რომ გამოვსალმებოდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ქალბატონო მანანა, მადლობა შეფასებისთვის. მესმის, რომ თანაგრძნობას ვერ გამოიწვევს ეს ნაწერი მთვარი პერსონაჟისადმი. ქალბატონო მანანა, მადლობა შეფასებისთვის. მესმის, რომ თანაგრძნობას ვერ გამოიწვევს ეს ნაწერი მთვარი პერსონაჟისადმი.
5. წერა შეგიძლია, მაგრამ...ეს ნაწერი გულთან ვერ მოვიდა. თუნდაც,დედის ასე უდიერად მოხსენიებისა და მისადმი ასეთი მოქცევის გამოც. ასე აღზრდილი გოგოს ასე დაცემაც ... წარმატებები წერა შეგიძლია, მაგრამ...ეს ნაწერი გულთან ვერ მოვიდა. თუნდაც,დედის ასე უდიერად მოხსენიებისა და მისადმი ასეთი მოქცევის გამოც. ასე აღზრდილი გოგოს ასე დაცემაც ... წარმატებები
4. მშვენიერია. მიხარია, რომ ინტრიგებით მოვაჭრე არ გგონივარ. ნაწარმოებზე რას ფიქრობ? პირველი კომენტარიდან მხოლოდ ის ჩანს, რომ ქალის პერსონაჟს აფასებ, როგორც არადამაჯერებელს და თვითონ ნაწარმოებს კი - ეკლესიის ლანძღვად.
მშვენიერია. მიხარია, რომ ინტრიგებით მოვაჭრე არ გგონივარ. ნაწარმოებზე რას ფიქრობ? პირველი კომენტარიდან მხოლოდ ის ჩანს, რომ ქალის პერსონაჟს აფასებ, როგორც არადამაჯერებელს და თვითონ ნაწარმოებს კი - ეკლესიის ლანძღვად.
3. გურამ, ჩემს გამო ნუ გაიტეხ გულს და იმედს ნუ გაიცრუებ, არ ღირს ჩემი კოემენტარი ამად! მე არ მიყვარს გაურკვეველი პერსონაჟები და გაურკვეველი სიუჟეტები, ასე რომ ვერ დაგეთანხმები რომ ამიტომ მომწონდა შენი წინა ნაწერი. დავივიწყოთ წინა ნაწერი, არაფერ შუაშია. არც ის არ მითქვამს მე ეს მომეწონა თუ არ მომეწონა, გითხარი რომ ინტრიგას გავს, რადგან აქ ჩანს რომ ესენი გამოვიდნენ ლიტონიობიდან და ასეთ ფრაზებს ეუბნებიან - იმას კი რაც შენ დაწერე, მხოლოდ ნაწილი დააასკვნის, ანუ ყველა იმას დაასკვნის, რაც უნდა. ეს ჩემი აზრია და ისევ იგივე აზრზე ვარ ნაწარმოებზე. შენს განზრახვაზე კი - უკეთესი აზრი შემექმნა კომენტარის შემდეგ. გურამ, ჩემს გამო ნუ გაიტეხ გულს და იმედს ნუ გაიცრუებ, არ ღირს ჩემი კოემენტარი ამად! მე არ მიყვარს გაურკვეველი პერსონაჟები და გაურკვეველი სიუჟეტები, ასე რომ ვერ დაგეთანხმები რომ ამიტომ მომწონდა შენი წინა ნაწერი. დავივიწყოთ წინა ნაწერი, არაფერ შუაშია. არც ის არ მითქვამს მე ეს მომეწონა თუ არ მომეწონა, გითხარი რომ ინტრიგას გავს, რადგან აქ ჩანს რომ ესენი გამოვიდნენ ლიტონიობიდან და ასეთ ფრაზებს ეუბნებიან - იმას კი რაც შენ დაწერე, მხოლოდ ნაწილი დააასკვნის, ანუ ყველა იმას დაასკვნის, რაც უნდა. ეს ჩემი აზრია და ისევ იგივე აზრზე ვარ ნაწარმოებზე. შენს განზრახვაზე კი - უკეთესი აზრი შემექმნა კომენტარის შემდეგ.
2. იმედგაცრუებული ვარ. აქამდე საინტერესო გეჩვენებოდა ჩემი ნაწერები. რატომ? იმიტომ, რომ ჩემ პერსონაჟებს რაღაც ძალიან დიდი სევდა ან გაურკვევეველი პიროვნულობა აქვთ და ყოველთვის ამაზე ვწერ. არ მესმის, მაინც და მაინც “კორონავირუსის მიღმიერი ისტერია” რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი. მოკლედ, შეცდი! არანაირი ინტრიგა და არც ეკლესიასთან ბრძოლა. აღდგომის მარხვის პერიოდში მზვინვარებდა კორონავირუსი ჩვენ ქვეყანაში და ამიტომაც გახდა აქტუალური მორწმუნეებით გადაჭედილი ეკლესიების თემა. ამაზე მიდიოდა ხოლმე ცხარე კამათი სოც.ქსელებსა და პირად საუბრებში. ამ კამათში ჩაბმა მოუნდა ქალსაც, რომლის როლში წერას თავი ვერ გავართვი. და მას რაც არ უნდა დაეწერა, კლავიატურაზე გიჟურად თითებმოტყაპუნე ვამპირებს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა. იქ ეკლესია და რწმენა, ადეკვატური შეფასებები და არგუმენტები სადღაც სოროშია შეჩურთული და სცენაზე საკუთარი აზრის გატანაა შემდგარი. ამიტომაც წერია, რომ დიდიხნისწინ მივიწყებულმა თავდავიწყებამ თვალები გადმოკარკვლამდე დააჭყიტა და კომენტარის დაწერა გადაიფიქრა. მოგვიანებით კი პოსტი გამოაქვეყნა, რომ არ სურდა, ტაძრიდან დაბრუნებულ დედამისს მისთვის კორონა შეეყარა. აქ არაფერია ეკლესიის საწინააღმეგო. ძალიან მარტივი რეალობაა, რომ იმ პერიოდში მხოლოდ ფანატიზმამდე მისული რწმენის მქონეთ არ ადარდებდათ გონივრული ეჭვი იმაზე, რომ ეკლესიაში სიარული და ზიარება დიდ რისკს წარმოადგენდა. ამიტომაც ეუბნება დედამისი: - ღმერთი არ გაპატიებს, რომ მის მადლში ეჭვი გეპარება. როგორ შეიძლება ისეთმა ადამიანმა, როგორიც ნარატორია, ღმერთის მადლისა ირწმუნოს, დაიჯეროს თითქოს დაცულია, რადგან ეკლესია ღვთის სახლია და იქ მომაკვდინებელი ვერაფერი მოხდება, როცა იგივე ადამიანი, საერთოდ არ სცნობს რაიმე ჩარჩოს? ის გულწრფელია თავის ეჭვებში და იმას აკეთებს, რასაც მანამდე აკეთებდა: რაც სხვებისთბის მიუღებელია და ზოგიერთებისთვის - შოკისმომგვრელიც. ეკლესიის თემა რომ ამოვწუროთ, ბარემ იმასაც განვმარტავ, რომ ის სამი უცნობი ეკლესიასთან ვერანაირ კავშირში ვერ იქნება, რამეთუ ლიტონიობის ღამეს, როდესაც არაეკლესიური და ურწმონოც კი ბევრი სტუმრობს ეკლესიას, მთავარი გმირის სახლში შეიჭრნენ და გაუპატიურება სცადეს. ლიტონიობის ღამეს არცერთ მორწმუნეს არ მოუვა აზრად მსგავსი რამის გაკეთება. არც ეცლება ამაზე ფიქრისთვის და მითუმეტეს ამ ფიქრის განხორციელებაზე საუბარი ზედმეტია. ანუ არსად წერია, რომ ის სამი მოძალადე ახალნაზიარები, ეკლესიური ტიპები არიან. და ვფიქრობ, არც ტექსტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მკითხველმა ასეთნაირად დაინახოს ისინი. ალბათ, მიჩვეულია აქაური მკითხველი აქაური მწერლებისგან მსგავს იაფფასიან ინტრიგებს... ახლა ჩემებურად ავხსნი, რატომ დამჭირდა მაინცდამაინც აღდგომის დღესასწაული და ეკლესია მეხსენებინა. შეამჩნევდი, ნაწარმოებით არავის დავცინი, გარდა თვითონ მთავარი პერსონაჟისა. და როგორია იგი? რას ვწერ პირველ აბზაცში? წყნარი, კარგად აღზრდილი გოგონა ვიყავი და ეს ყველაზე დიდ იმედს მაძლევდა, რომ არასდროს გავხდებოდი საქვეყნოდ გასალანძღი. კარგად ვერკვეოდი ადამიანებში და გარშემომყოფების დაკვეთა ისევე შესაგრძნობლად მესახებოდა, როგორც მზის სხივებისთვის სახის მიშვერა.
უნდა მოველოდეთ, რომ საქვეყნოდ გასალანძღი აუცილებლად გახდება! სხვა ვარაუდი რატომ უნდა გაუჩნდეს მკითხველს, ვერ გამიგია. ამყველაფრის უკუგდების შემდეგ, როცა ფაქტობრივად საკუთარი თავი უარყო და სხვა ადამიანად დაიბადა, რას ვხედავთ მის ცხოვრებაში? სრული ქაოსი აქვს, შიგნიდან იფიტება, ცხოვრობს ლამის მეძავის ტყავში შემძვრალი. და ყურადღება არ მიაქციე იმ მონაკვეთს? აი იმას, სიახლეების ზოლს რომ სქროლავს და ამბობს: ლაიქი და სიცილის სმაილი იშვიათად ანაცვლებდა სითბოთი გაჟღენთილ გულებს. ოღონდ მე არ ვჟღითავდი. თვითონ იყო ასე თბილი და საყვარელი. გონებას არ ვუთმობდი ჩემ ქმედებებს. ინერციას აყოლილი ადამიანია, ინერტულად მოსიცოცხლო თითქმის გვამია. კარგი, გავაგრძელოთ.
იქნებ კორონას კი არა, წყურვილს მოეკლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი სიკვდილი მე დამაწვებოდა მძიმე ცოდვად და არა - წყლის დეფიციტს.
ხედავ სად იწყება მისი თვითირონია? ხედავ სად ამოყვინთა რეფლექსიამ? როდის მერე გახდა ასეთი ცოცხალ-მკვდარი? ცხოვრებას შინაარსი გამოაცალა და მხოლოდ სტილი შეუცვალა. განა ჰქონდა მის ცხოვრებას რამე აზრი მას შემდეგ, რაც ის ჩაჟანგული ხაზები გადალახა? პოსტიც ხომ უშინაარსო დაწერა და ტყუილზე აგებული? თვითონ არ თქვა, რა მზე, რა სითბოო? რომელ მზის სითბოზე ვწერდიო? და ზუსტად ამ დროს, როცა პერსონაჟი დაშვებულ შეცდომებს იაზრებს და ჭაობში ფსკერამდე ჩაფლობას შეიგძნობს, უკვე ჩემი, ავტორის, ჯერი დგება, რომ ამ იდიოტ ქალს დავცინო. ამისთვის დამჭირდა ლიტონიობის ღამე, ყველაზე ბედნიერი დრო მორწმუნეებისთვის. არადა, ამ ქალს განგება დასცინის. (ავტორი თავის ნაწერში განგებაც არის და ღმერთიც). რაც შეეხება იმ ფრაზას, შენ რომ არ მოგეწონა და რომ მეუბნები შამფური დაიწვაო, ანუ ამას: - ზიარებიდან გამოსულები გეზიზღება, გოგო? და კიდევ ამას: ახლა გაიგებ როგორია ეკლესიის დაცინვა.
რწმენა და, ზოგადად, საკრალური რაღაცები რომ უბრალოდ ბრმა ცოდნად აქვთ გათავისებული, ან მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალად, აი ის ხალხია. ამაზრზენები. ბრბოს ჭეშმარიტად პოტენციური წევრები. გაუპატიურება უნდოდათ და სულ ეგ არის. მოძალადის სული უდგათ პირში. ასეთი მანიაკები სხვის ცხოვრებას ადევნებენ თვალყურს და მაგიტომაც ეუბნება, ზიარებიდან გამოსულები გეზიზღებაო. რად უნდა ამას ახსნა?! ისედაც გასაგებია. აქ ამორალური მარტო ძალადობა და მთავარი პერსონაჟის მიერ საკუთარი თავის უარყოფაა. მეტი არაფერი! ინტრიგაც არცერთ წინადადებაში არ დევს. ისევ გავიმეორებ: იმედგაცრუებული ვარ. მეგონა, არ ვჩანდი ასე ზედაპირულად წასაკითხი ავტორი. იმედგაცრუებული ვარ. აქამდე საინტერესო გეჩვენებოდა ჩემი ნაწერები. რატომ? იმიტომ, რომ ჩემ პერსონაჟებს რაღაც ძალიან დიდი სევდა ან გაურკვევეველი პიროვნულობა აქვთ და ყოველთვის ამაზე ვწერ. არ მესმის, მაინც და მაინც “კორონავირუსის მიღმიერი ისტერია” რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი. მოკლედ, შეცდი! არანაირი ინტრიგა და არც ეკლესიასთან ბრძოლა. აღდგომის მარხვის პერიოდში მზვინვარებდა კორონავირუსი ჩვენ ქვეყანაში და ამიტომაც გახდა აქტუალური მორწმუნეებით გადაჭედილი ეკლესიების თემა. ამაზე მიდიოდა ხოლმე ცხარე კამათი სოც.ქსელებსა და პირად საუბრებში. ამ კამათში ჩაბმა მოუნდა ქალსაც, რომლის როლში წერას თავი ვერ გავართვი. და მას რაც არ უნდა დაეწერა, კლავიატურაზე გიჟურად თითებმოტყაპუნე ვამპირებს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა. იქ ეკლესია და რწმენა, ადეკვატური შეფასებები და არგუმენტები სადღაც სოროშია შეჩურთული და სცენაზე საკუთარი აზრის გატანაა შემდგარი. ამიტომაც წერია, რომ დიდიხნისწინ მივიწყებულმა თავდავიწყებამ თვალები გადმოკარკვლამდე დააჭყიტა და კომენტარის დაწერა გადაიფიქრა. მოგვიანებით კი პოსტი გამოაქვეყნა, რომ არ სურდა, ტაძრიდან დაბრუნებულ დედამისს მისთვის კორონა შეეყარა. აქ არაფერია ეკლესიის საწინააღმეგო. ძალიან მარტივი რეალობაა, რომ იმ პერიოდში მხოლოდ ფანატიზმამდე მისული რწმენის მქონეთ არ ადარდებდათ გონივრული ეჭვი იმაზე, რომ ეკლესიაში სიარული და ზიარება დიდ რისკს წარმოადგენდა. ამიტომაც ეუბნება დედამისი: - ღმერთი არ გაპატიებს, რომ მის მადლში ეჭვი გეპარება. როგორ შეიძლება ისეთმა ადამიანმა, როგორიც ნარატორია, ღმერთის მადლისა ირწმუნოს, დაიჯეროს თითქოს დაცულია, რადგან ეკლესია ღვთის სახლია და იქ მომაკვდინებელი ვერაფერი მოხდება, როცა იგივე ადამიანი, საერთოდ არ სცნობს რაიმე ჩარჩოს? ის გულწრფელია თავის ეჭვებში და იმას აკეთებს, რასაც მანამდე აკეთებდა: რაც სხვებისთბის მიუღებელია და ზოგიერთებისთვის - შოკისმომგვრელიც. ეკლესიის თემა რომ ამოვწუროთ, ბარემ იმასაც განვმარტავ, რომ ის სამი უცნობი ეკლესიასთან ვერანაირ კავშირში ვერ იქნება, რამეთუ ლიტონიობის ღამეს, როდესაც არაეკლესიური და ურწმონოც კი ბევრი სტუმრობს ეკლესიას, მთავარი გმირის სახლში შეიჭრნენ და გაუპატიურება სცადეს. ლიტონიობის ღამეს არცერთ მორწმუნეს არ მოუვა აზრად მსგავსი რამის გაკეთება. არც ეცლება ამაზე ფიქრისთვის და მითუმეტეს ამ ფიქრის განხორციელებაზე საუბარი ზედმეტია. ანუ არსად წერია, რომ ის სამი მოძალადე ახალნაზიარები, ეკლესიური ტიპები არიან. და ვფიქრობ, არც ტექსტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მკითხველმა ასეთნაირად დაინახოს ისინი. ალბათ, მიჩვეულია აქაური მკითხველი აქაური მწერლებისგან მსგავს იაფფასიან ინტრიგებს... ახლა ჩემებურად ავხსნი, რატომ დამჭირდა მაინცდამაინც აღდგომის დღესასწაული და ეკლესია მეხსენებინა. შეამჩნევდი, ნაწარმოებით არავის დავცინი, გარდა თვითონ მთავარი პერსონაჟისა. და როგორია იგი? რას ვწერ პირველ აბზაცში? წყნარი, კარგად აღზრდილი გოგონა ვიყავი და ეს ყველაზე დიდ იმედს მაძლევდა, რომ არასდროს გავხდებოდი საქვეყნოდ გასალანძღი. კარგად ვერკვეოდი ადამიანებში და გარშემომყოფების დაკვეთა ისევე შესაგრძნობლად მესახებოდა, როგორც მზის სხივებისთვის სახის მიშვერა.
უნდა მოველოდეთ, რომ საქვეყნოდ გასალანძღი აუცილებლად გახდება! სხვა ვარაუდი რატომ უნდა გაუჩნდეს მკითხველს, ვერ გამიგია. ამყველაფრის უკუგდების შემდეგ, როცა ფაქტობრივად საკუთარი თავი უარყო და სხვა ადამიანად დაიბადა, რას ვხედავთ მის ცხოვრებაში? სრული ქაოსი აქვს, შიგნიდან იფიტება, ცხოვრობს ლამის მეძავის ტყავში შემძვრალი. და ყურადღება არ მიაქციე იმ მონაკვეთს? აი იმას, სიახლეების ზოლს რომ სქროლავს და ამბობს: ლაიქი და სიცილის სმაილი იშვიათად ანაცვლებდა სითბოთი გაჟღენთილ გულებს. ოღონდ მე არ ვჟღითავდი. თვითონ იყო ასე თბილი და საყვარელი. გონებას არ ვუთმობდი ჩემ ქმედებებს. ინერციას აყოლილი ადამიანია, ინერტულად მოსიცოცხლო თითქმის გვამია. კარგი, გავაგრძელოთ.
იქნებ კორონას კი არა, წყურვილს მოეკლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი სიკვდილი მე დამაწვებოდა მძიმე ცოდვად და არა - წყლის დეფიციტს.
ხედავ სად იწყება მისი თვითირონია? ხედავ სად ამოყვინთა რეფლექსიამ? როდის მერე გახდა ასეთი ცოცხალ-მკვდარი? ცხოვრებას შინაარსი გამოაცალა და მხოლოდ სტილი შეუცვალა. განა ჰქონდა მის ცხოვრებას რამე აზრი მას შემდეგ, რაც ის ჩაჟანგული ხაზები გადალახა? პოსტიც ხომ უშინაარსო დაწერა და ტყუილზე აგებული? თვითონ არ თქვა, რა მზე, რა სითბოო? რომელ მზის სითბოზე ვწერდიო? და ზუსტად ამ დროს, როცა პერსონაჟი დაშვებულ შეცდომებს იაზრებს და ჭაობში ფსკერამდე ჩაფლობას შეიგძნობს, უკვე ჩემი, ავტორის, ჯერი დგება, რომ ამ იდიოტ ქალს დავცინო. ამისთვის დამჭირდა ლიტონიობის ღამე, ყველაზე ბედნიერი დრო მორწმუნეებისთვის. არადა, ამ ქალს განგება დასცინის. (ავტორი თავის ნაწერში განგებაც არის და ღმერთიც). რაც შეეხება იმ ფრაზას, შენ რომ არ მოგეწონა და რომ მეუბნები შამფური დაიწვაო, ანუ ამას: - ზიარებიდან გამოსულები გეზიზღება, გოგო? და კიდევ ამას: ახლა გაიგებ როგორია ეკლესიის დაცინვა.
რწმენა და, ზოგადად, საკრალური რაღაცები რომ უბრალოდ ბრმა ცოდნად აქვთ გათავისებული, ან მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალად, აი ის ხალხია. ამაზრზენები. ბრბოს ჭეშმარიტად პოტენციური წევრები. გაუპატიურება უნდოდათ და სულ ეგ არის. მოძალადის სული უდგათ პირში. ასეთი მანიაკები სხვის ცხოვრებას ადევნებენ თვალყურს და მაგიტომაც ეუბნება, ზიარებიდან გამოსულები გეზიზღებაო. რად უნდა ამას ახსნა?! ისედაც გასაგებია. აქ ამორალური მარტო ძალადობა და მთავარი პერსონაჟის მიერ საკუთარი თავის უარყოფაა. მეტი არაფერი! ინტრიგაც არცერთ წინადადებაში არ დევს. ისევ გავიმეორებ: იმედგაცრუებული ვარ. მეგონა, არ ვჩანდი ასე ზედაპირულად წასაკითხი ავტორი.
1. რა იყო ავტორო, რამე დამაინტრიგებელი გინდოდა?! სენდვიჩი და მისი ჯანი 1. წერა შეგიძლია-ჩანს, 2. რას დაწერ ეს მეორე საკითხია 3. კაცმა რომ ქალის სახელით წეროს,ამისათვის სულ მინიმუმ დიდი გამოცდილება და სულ ცოტა მეტი ქალის სიყვარულია საჭირო. 4. არც მწვადს სწვავთ და არც შამფურს და ამ გაურკვეველი მისწრაფებების გოგოს პირით ლანძღავთ ეკლესიას და ეკლესიურებს 5.მწვადი მაინც იწვება,რადგან ახალ ნაზიარები ტიპები გვევლინებიან მოძალადეებად და მათ შორის გეიც 6.შამფური კი დაწვა ფრაზამ ეკლესიის დაცინვაზე,რომელზეც უწერია ავტორს რომ ამ გოგომ თვალებგადმოკარკლული თავშეკავება გამოიყენა და მხოლოდ მსუბუქი კომენტარი დადო-ამაზე არ აუპატიურებენ ხალხს! თავად ყველაზე მორწმუნე ეკლესიურებიც კი 7. და ბოლოს, ისე არცერთი მამაო არ აზიარებს არავის,თუ ღირსად არ ჩათვალა და ავტორს ჰგონია რომ ეს სამი ტიპი ლამის ორ თვიან მზადებას წყალში ჩაყრიდნენ და სულს.დაიმძიმებდნენ?! არ ვიცი. ერთადერთი რაც დავასკვენი ავტორს უნდოდა რეზონანსი და დაავიწყდა რომ ასეთი თემები უკვემოძველდა და ჰაერსაც ვეღარ არხევს. რა იყო ავტორო, რამე დამაინტრიგებელი გინდოდა?! სენდვიჩი და მისი ჯანი 1. წერა შეგიძლია-ჩანს, 2. რას დაწერ ეს მეორე საკითხია 3. კაცმა რომ ქალის სახელით წეროს,ამისათვის სულ მინიმუმ დიდი გამოცდილება და სულ ცოტა მეტი ქალის სიყვარულია საჭირო. 4. არც მწვადს სწვავთ და არც შამფურს და ამ გაურკვეველი მისწრაფებების გოგოს პირით ლანძღავთ ეკლესიას და ეკლესიურებს 5.მწვადი მაინც იწვება,რადგან ახალ ნაზიარები ტიპები გვევლინებიან მოძალადეებად და მათ შორის გეიც 6.შამფური კი დაწვა ფრაზამ ეკლესიის დაცინვაზე,რომელზეც უწერია ავტორს რომ ამ გოგომ თვალებგადმოკარკლული თავშეკავება გამოიყენა და მხოლოდ მსუბუქი კომენტარი დადო-ამაზე არ აუპატიურებენ ხალხს! თავად ყველაზე მორწმუნე ეკლესიურებიც კი 7. და ბოლოს, ისე არცერთი მამაო არ აზიარებს არავის,თუ ღირსად არ ჩათვალა და ავტორს ჰგონია რომ ეს სამი ტიპი ლამის ორ თვიან მზადებას წყალში ჩაყრიდნენ და სულს.დაიმძიმებდნენ?! არ ვიცი. ერთადერთი რაც დავასკვენი ავტორს უნდოდა რეზონანსი და დაავიწყდა რომ ასეთი თემები უკვემოძველდა და ჰაერსაც ვეღარ არხევს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|