 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 4 აგვისტო, 2020 |
გადავშალე და სხვა ფურცელია, გადავფურცლე და სხვა გვერდია. გასავლელი რაც გამივლია, რამ გადამფურცლა და რაც დამცლია: ეს ან ვყოფილიყავი ჩემი ომებით, სახეებით, ძგერანომრებით. პირშეფარებით შენახული, დეკორატიულ ჩარდახებში ცოფი ფანქრებით. საღერღავებით, კარდაშებით, მე ან და ზებით. ეს თუ არა ვარ, სხვა ვიყავი, მაშინ ეს მე ვარ! ყურმოკრული და ხმებიანი შენაფარდობით. თვალდახრილი ვარ, კუზიანი გაზმორებებით. ესმე როდი ვარ, როდინი ვარ, კვირის ბოლოში. მე კომოდი ვარ, შესანახი, შესაძვალები. ცოტას მნახავი, დარჩენილი ძველი თიხიდან, ნორჩი ნაკადი, ჩამოთლილი ასლის სათუოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. აგლაიას მოეწონა ეს ლექსი მხოლოდ. მადლობა. :))) აგლაიას მოეწონა ეს ლექსი მხოლოდ. მადლობა. :)))
6. ვერც ბლა-ბლა გაიგო ბევრმა აქედან. ცოტა წავისარკაზმე)))) ვერც ბლა-ბლა გაიგო ბევრმა აქედან. ცოტა წავისარკაზმე))))
4. სახელი შევუცვალე, მგონი უკეთესია. :)))) სახელი შევუცვალე, მგონი უკეთესია. :))))
3. აგლაია, მაქვს ვარიანტები, რას მირჩევთ, რა დავარქვა, "ძველი თიხიდან" თუ "როდინი ვარ" ???? აგლაია, მაქვს ვარიანტები, რას მირჩევთ, რა დავარქვა, "ძველი თიხიდან" თუ "როდინი ვარ" ????
2. რას დაარქმევდით აგლაია? რას დაარქმევდით აგლაია?
1. სათაურს შევცვლიდი. ლექსის სტრუქტურა კარგია. სათაურს შევცვლიდი. ლექსის სტრუქტურა კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|