ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
7 აგვისტო, 2020


Марина Цветаева - От четырех до семи

მარინა ცვეტაევა - ოთხიდან შვიდ საათამდე…

გულში ჩრდილია, მაშვრალი,
მოწყენით ლამის გავთავდე...
ნელია დღეთა სავალი
ოთხიდან შვიდ საათამდე!

მძულს ჯამაათის ლაყაფი,
მწუხრში გულქვაა ყოველი,
კუთხეებს ვკვანძავ თავსაფრის
და სატირალსაც მოველი.

შეგინდობ, არას გაბრალი,
ოღონდაც ნუ გამაწამებ!
ვარ უსასრულოდ მახვრალი
ოთხიდან შვიდ საათამდე.

7 აგვისტო, 2020 წ.



Марина Цветаева - От четырех до семи

В сердце, как в зеркале, тень,
Скучно одной — и с людьми...
Медленно тянется день
От четырех до семи!

К людям не надо — солгут,
В сумерках каждый жесток.
Хочется плакать мне. В жгут
Пальцы скрутили платок.

Если обидишь — прощу,
Только меня не томи!
— Я бесконечно грущу
От четырех до семи.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები