 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 8 აგვისტო, 2020 |
ნუ გარბიხარო მეძახის დედა! რად ხარო ასე ჯიუტი ბავშვი?.. იმ უღრუბლო ცას დღესაც კი ვხედავ, მაშინ რომ ჩანდა დედიკოს ხმაში. ის ცა ისევე სუფთა ახლაც, ისევე თბილი, ისევე დიდი, მაგრამ მე აღარ მამშვენებს ბაფთა და წინაც ბევრი გაშლილა ხიდი... იყო დრო ბილიკს დამიცდა ფეხი, ხან კი გზას თავიც, ბოლოც ვუპოვე, იყო ღიმილი და იყო წნეხიც და სევდაც მე რომ გამოვიგონე. ახლა სხვაგვარი დარდია სულში, სხვაგვარი ფიქრი, სხვაგვარი ხედვა, რომ ვეღარ ჩრდილავს ბავშვური შუქი, რომ ცოტას შველის დედური დევნა. ზოგჯერ მგონია ბურუსი მშთანთქავს, ზოგჯერ სამყაროს ცენტრში ვარ ვფიქრობ, მარტო ვარ... გვერდით არავინ არ მყავს, ანდაც თუკი მყავს არ მკმარა თითქოს. ამ დროს ყველაზე მცირე ვარ ალბათ, ანდაც ყველაზე, ყველაზე დიდი და შემომიტევს ტკივილის ტალღა, ტალღა ვნებების და ტალღა შიშის, და მომინდება, როგორც არასდროს კივილი, ფეთქვა და ფორიაქი, რომ თავი მექცეს ქვეყნის სალაყბო, რომ დამისეტყვონ გზა "ჭორიაქით", რომ შევერიო მდუმარე ნისლებს, გავექცე დარდს და გავექცე ღიმილს, გადავიკარგო და მერე ისევ ხელახლა გავჩნდე ჩემსავე ჩრდილით... ნუ გარბიხარო მეძახის დედა!.. ის უღრუბლო ცა დედიკოს ხმაში დღესაც ისევე დამნათის მზედ და ბავშვურად დამდევს უსაზღვრო დარდში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ნუთუ იქ ჩემი ადგილიც იქნება ოდესმე?)) ნუთუ იქ ჩემი ადგილიც იქნება ოდესმე?))
5. პირდაპირ თავფურცელზე! პირდაპირ თავფურცელზე!
4. მადლობა ავტ2. მადლობა ავტ2.
3. ლამაზი ლექსია მართლაც :) ლამაზი ლექსია მართლაც :)
2. მადლობა ჩემო კარგო. მადლობა ჩემო კარგო.
1. რა ლამაზი,ლაღი, უბრალო და თბილი ლექსია 5 რა ლამაზი,ლაღი, უბრალო და თბილი ლექსია 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|