ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2020


ჩიტი კაროჟნა (ეძღვნება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს)



ცაზე ჩამოჯდა
ჩიტი კაროჟნა,
ფიქრობს რა მოხდა:
გულში გამოცხვა
სულის კაროპკა.
წვიმა ქნარს ლოკდა,
ძველი თვალფოსტა,
დარდის მაზორკა,
სიტყვის კატორღა,
რუსის გარმონკა,
ჩუმად კვლავ როკდა..
სისხლის ხახულკა
სიტყვით გაბულკდა,
ცივი კარტოშკა
სასას აფხოკდა.
მედო კვლავ დუმდა,
კუჭი გაცოფდა,
ფიქრობს: რა მოხდა?!
-ცხვირზე ჩამოჯდა
ჩიტი კაროჟნა!!!

11.02.2008 ველისციხე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები