პასტორალი. თავი მეორე. დილით ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა.ყოველთვის ასე ვიღვიძებ,როცა აქ ვარ. ტელეფონზე ერთი შეტყობინება დამხვდა.ნოე მწერდა ,,ძალიან გვიან მოვედი სახლში.ვიცოდი გეძინებოდა და რომ არ გამეღვიძებინე,არ დაგირეკე.მენატრები.იმედია დღეს გნახავ.,, მერე დავურეკავ მეთქი გავიფიქრე და ტელეფონი საწოლზე დავდე. აივანზე გავედი და სუფთა ჰაერი ღრმად შევისუნთქე. ...... ქვემოთ ჩასულს მაგიდაზე ქილით რძე და სახლის პური დამხვდა.ნელი დატოვებდა,გავიფიქრე და პურის პატარა ნაჭერი მოვიტეხე.საოცრად გემრიელი იყო.ცეცხლის სუნი ჰქონდა. ნელი ფაშფაშა,თეთრი ქალი იყო.მშვიდი.ზედმეტად თავს არ შეაგწყენდა,სხვა ქალებივით ჭორაობა არ უყვარდა და სულ თავისი საქმით იყო დაკავებული.ბებოსთან მეგობრობდა. რამე გემრიელს თუ გააკეთებდა,აუცილებლად მოუტანდა ბებოს და ბაბუს.ბებო თავის დაკრეფილ მოცვის ჩაის მოადუღებდა და ისხდნენ,ლაპარაკობდნენ.არასდროს მახსოვს ვინმე ცუდად ეხსენებინოთ. ნელი მუსიკის მასწავლებელი იყო.ბებო ლიტერატურას ასწავლიდა სოფლის სკოლაში. -ძალიან მენატრებიან,მითხრა ერთხელ. -მეც -ხშირად ჩამოდი ხოლმე.ვიცი რომ იგრძნობენ.გაუხარდებათ. -კი.ჩამოვალ.ვუთხარი და საკუთარ თავს დავპირდი,რომ მართლა არ მივატოვებდი აქაურობას. შუადღეს ნოეს დავურეკე. -სოფელში ვარ -რა??როდის წახვედი? -გუშინ -რატომ არ მითხარი,მანქანით წაგიყვანდი.. -მე ხომ ჩემი მყავს.. -ა,ჰო,ეგ დამავიწყდა..მეგონა დღეს გნახავდი -ჩამოდი -მართლა გინდა? -კი.რომ არ მინდოდეს,არ გეტყოდი არაფერი უთქვამს. ....ვიცოდი რომ იღიმოდა. საერთოდ ცოტას ლაპარაკობდა.ძირითადად მე ვლაპარაკობდი.ის მისმენდა. -რამდენს მალაპარაკებ და თვითონ ჩუმად ხარ. ამას რომ ვეტყოდი,გაიღიმებდა. -რა გაღიმებს?მეცინებოდა მეც -შენ -,,გაღიმებს,,ასეთი სიტყვა არსებობს თუ მე გამოვიგონე ახლა? -არსებობს. -ეე,მეგონა მე გამოვიგონე.. მერე ჩამიხუტებდა -ვინ არის ეს ტლიკინა გოგო,ასე რომ შემაყვარა თავი...იტყოდა და დამიკოცნიდა სახეს და ტუჩებს.. ......... მთელი დღე ვხატავადი. საღამოს ჩაი გავიკეთე,დავჯექი და ტელეფონი ავიღე,დედას დავურეკავ მეთქი.ჭიშკართან მანქანის შუქი დავინახე. შოთიკო იქნება,გავიფიქრე მეზობლის ბიჭზე და დედას ნომერი ავკრიფე. -დე,როგორ ხარ?..კი,გამორთული მქონდა,ვხატავდი.. უცებ კარი გაიღო.შემოვიდა და თავისი მუსიკალური ბარგი ოთახში შემოალაგა. -გადმოგირეკავ დე,ვუთხარი დედას და ტელეფონი მაგიდაზე დავდე. -მომენატრე.მითხრა და როგორც ჩვეოდა,გამიღიმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჯონათან) მიყვარხარ. ჯონათან) მიყვარხარ.
3. მუხა,ერთი ჩვეულებრივი სოფელია) არაფერი ისეთი,მოყოლად რომ ღირდეს)მასლ9ბა,რომ მკითხულ9ბთ) მუხა,ერთი ჩვეულებრივი სოფელია) არაფერი ისეთი,მოყოლად რომ ღირდეს)მასლ9ბა,რომ მკითხულ9ბთ)
2. ნელი მუსიკის მასწავლებელი იყო.ბებო ლიტერატურას ასწავლიდა სოფლის სკოლაში. და სადაა ეს სოფელი? ეგება რამე საიტერესო მოყვე იმ სოფელზე და მასწავლებლებზე?! ნელი მუსიკის მასწავლებელი იყო.ბებო ლიტერატურას ასწავლიდა სოფლის სკოლაში. და სადაა ეს სოფელი? ეგება რამე საიტერესო მოყვე იმ სოფელზე და მასწავლებლებზე?!
1. გითვალთვალებთ, იცოდეთ :)
გითვალთვალებთ, იცოდეთ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|