 | ავტორი: გუჯარი ჟანრი: პოეზია 22 თებერვალი, 2009 |
რიგისპურობა დავით თედორაძის, ვახტანგ ღლონტის სანდრო ბერიძისა და ჩემი მონაწილეობით ერგე, 2 ივლისი, 2004 წელი
ცოტა ხანი აქ დამტოვეთ, ნუ წამიყვანთ ერგედან, სადაც ბუდობს პოეზია, ზღაპარი თუ ლეგენდა…
ამ გარემომ დამატყვევა, უცებ მომაჯადოვა, სიტყვით რაღას გავაკვირვებ ფერადსა და ხატოვანს…
აქ თავს უნდა ჩავუღრმავდე, თვალი რომ ავუხილო, ალალი და მალამოა მასპინძელის პურ-ღვინო…
მასპინძელო მხიარულო, ნაქები გაქვს საუფლო, ცასთან ისე ახლოსა ხარ, ლამაზი ჩანს ცა უფრო…
აქ სხვა სხივი იბადება, ქრის სხვაგვარი ნიავი, და აქ აღარ მეშინია ღალატის და სიავის;
აქაც გალობს მაფშალია, ჩემი სიყრმის ფრინველი, აქ აჭარას ესიტყვება ამერიც და იმერიც…
აქ სხვა დილა გათენდება, სხვა იქნება სისხამი, მომღერალი ჩანჩქერის ხმა, იდუმალი ტყის ჩქამი…
შევაბიჯებ სიჩუმეში, როგორც წმიდა საყდარში და ბუნების ვრცელ ბიბლიას სასოებით გადავშლი…
ცოტა ხანი აქ დამტოვეთ, ნუ წამიყვანთ ერგედან, სადაც ბუდობს პოეზია, ზღაპარი თუ ლეგენდა…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. მშვენიერი იქნებოდა...მეც მიფიქრია ამაზე...:) მშვენიერი იქნებოდა...მეც მიფიქრია ამაზე...:)
22. მაგარია! ერთ კარგ მუსიკას კი დაწერდა კაცი ამ ლექსზე! ;););) მაგარია! ერთ კარგ მუსიკას კი დაწერდა კაცი ამ ლექსზე! ;););)
21. კარგია, ერთი ამოსუნთქვაა კარგია, ერთი ამოსუნთქვაა
20. მაგარიაააააააააააააააააააა,მაგარი. მაგარიაააააააააააააააააააა,მაგარი.
17. გაიხარე ბექა! მაგარი კაცი ხარ! მიხარია შენი გაცნობა ონლაინ რეჯიმში...ოფლაინშიც შევხვდებით უეჭველი:) გაიხარე ბექა! მაგარი კაცი ხარ! მიხარია შენი გაცნობა ონლაინ რეჯიმში...ოფლაინშიც შევხვდებით უეჭველი:)
16. მაგარი!
და მოკითხვა! მაგარი!
და მოკითხვა!
14. შევაბიჯებ სიჩუმეში, როგორც წმიდა საყდარში და ბუნების ვრცელ ბიბლიას სასოებით გადავშლი…
მომეწონა...ლამაზად ჟღერს. შევაბიჯებ სიჩუმეში, როგორც წმიდა საყდარში და ბუნების ვრცელ ბიბლიას სასოებით გადავშლი…
მომეწონა...ლამაზად ჟღერს.
13. ლაღი, მელოდიური...:) ლაღი, მელოდიური...:)
12. გაიხარე! ისედაც კარგ ხასიათზე ვიყავი და... ამამღერა ლექსმა! დიიიიდი 5 ჩემგან!
გაიხარე! ისედაც კარგ ხასიათზე ვიყავი და... ამამღერა ლექსმა! დიიიიდი 5 ჩემგან!
11. ჰოდა,იმიტომაც მეც ეგ განწყობა შემიქმნა:) ჰოდა,იმიტომაც მეც ეგ განწყობა შემიქმნა:)
10. არაჩვეულებრივი იყო მაშინდელი განწყობა და პურ-ღვინო... ამ ლექსს რომ ვწერდი, სიმღერაც ჩამესმოდა ყურში...ტექსტი ისეთია, რომ სასიმღეროდ მართლა შეიძლება გამოდგეს...:) არაჩვეულებრივი იყო მაშინდელი განწყობა და პურ-ღვინო... ამ ლექსს რომ ვწერდი, სიმღერაც ჩამესმოდა ყურში...ტექსტი ისეთია, რომ სასიმღეროდ მართლა შეიძლება გამოდგეს...:)
9. ეუფ,მე დალევა მომინდა:) ეუფ,მე დალევა მომინდა:)
8. სიმღერის ტექსტს წააგავს სიმღერის ტექსტს წააგავს
7. http://armuri.4forum.biz/forum.htm სულ არის აქ ვირტუალური ''შეკრება'' მუდმივად.:) კეთილი სრუვილებით:) http://armuri.4forum.biz/forum.htm სულ არის აქ ვირტუალური ``შეკრება`` მუდმივად.:) კეთილი სრუვილებით:)
6. მშვენიერიაა!!! მომეწონა მეგობარო!!! ყოჩაღ!!! 5 მშვენიერიაა!!! მომეწონა მეგობარო!!! ყოჩაღ!!! 5
5. გმადლობთ...როდის და რომელ საათზე იკრიბება ,,არმურის საფიხვნო”?...თუ ვერ მოვედი, მიხოს ჩემი მოკითხვა გადაეცით...:) გმადლობთ...როდის და რომელ საათზე იკრიბება ,,არმურის საფიხვნო”?...თუ ვერ მოვედი, მიხოს ჩემი მოკითხვა გადაეცით...:)
4. ელგუჯა მარღია საინტერესო ავტორი.:) მიხარია რომ საიტზე ნიჭიერი და საინტერესო ავტორი მოვიდა. ვახო ღლონტს საკმაოდ კარგად ვიცნობ:) საუკეთესო სურვილები აქ:) და ბატონი მიხოს არმურის საფიხვნოზე''გეპატიჯებით'':) ვიცი,რომ გაუხარდება:) პატივისცემით:)
ელგუჯა მარღია საინტერესო ავტორი.:) მიხარია რომ საიტზე ნიჭიერი და საინტერესო ავტორი მოვიდა. ვახო ღლონტს საკმაოდ კარგად ვიცნობ:) საუკეთესო სურვილები აქ:) და ბატონი მიხოს არმურის საფიხვნოზე``გეპატიჯებით``:) ვიცი,რომ გაუხარდება:) პატივისცემით:)
1. ძალიან კარგია! :) ძალიან კარგია! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|