ბორჯგიშ ბარჯგის, დაბლობებზე კოლხეთისა ნისლია. აკა ბორჯის ოხერისა, მთაში თოფებს ისვრიან. აღარც ქნარი სატრფიალო, აღარც ჩანგი აღარსად. მხოლოდ გაღმა, აფხაზეთში, ატირებულ აფხარცად, მესმის შენი მაჯისცემა, გულიანს და გურიანს. ოჯალეში წაიქცევა - გავიქცევი გურიას... სულიწმინდად გარდასულა, შეტოპა და გაცურა... მეც კოდორი გადმოვცურე, მეც ვიცხოვრე კაცურად. ია არა მოვწყვიტე და ცრემლი არა ვადინე. გულისყურით ვკითხულობდი შენსა კარაბადინებს. ვითარც ბარტყი გამოზრდილი, გყავდი ახლო ხელადა და წყაროსთან, ყოველ დილით, გაბზარული ხელადა მახსენებდა გულის სწორსა - მზეში გაშლილ ლელიანს, ვისი წყალიც მწყუროდა და ვეღარ დამილევია. ბორჯგიშ ბარჯგის, დაბლობებზე კოლხეთისა ნისლია. აკა ბორჯის ოხერისა, მთაში თოფებს ისვრიან. რად შემყურებ ირაოდან შაირო და აშარო?! აღარც მიწად ვიარო და აღარც ფრთები გავშალო?! აღარც იად გადავიქცე , აღარც წვიმად მოვიდე?! ვიდგე, ვითარც ობელისკი,დავბრძენდე და მოვრიგდე ?! ვიპოვნიდე საპოვნელას, წადილია ნეტარი, ვიპოვნიდე საპოვნელას - ვიპოვნიდე ნეტავი. ლაფშა ვეღარ მეწეოდეს, ქარებს ცაში მივყავდე. ამდენს რომ არ ვეწეოდე, ასე აღარ მიყვარდე.
________________ ბორჯგიშ ბარჯგი მეგულად კოლხეთი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. უკვე თითქმის დამწიფდა და თუ არ იშლი ამ ქცევას გურიაში ველოდებით ოჯალეშის წაქცევას. უკვე თითქმის დამწიფდა და თუ არ იშლი ამ ქცევას გურიაში ველოდებით ოჯალეშის წაქცევას.
8. მაგარია ! მომწონს და მახარებს მეგრული სიტყვების გამოყენება კარგ ლექსებში. მაგარია ! მომწონს და მახარებს მეგრული სიტყვების გამოყენება კარგ ლექსებში.
7. ძალიან კარგია,.
მომნატრებია შენი ლექსები. :) შენის ნებართვით ერთი შენი ლექსის ნაწილი ჩემს მოთხრობაში მაქვს შეტანილი. :) ძალიან კარგია,.
მომნატრებია შენი ლექსები. :) შენის ნებართვით ერთი შენი ლექსის ნაწილი ჩემს მოთხრობაში მაქვს შეტანილი. :)
6. ნაკლებს არც ველოდი. ძალიან კარგია.
5!
ნაკლებს არც ველოდი. ძალიან კარგია.
5!
5. ხოხ, კვარაცხელიას ახალი დრიბლინგი დაიდო? :) ხოხ, კვარაცხელიას ახალი დრიბლინგი დაიდო? :)
4. ბორჯის ბარჯგი კოლხეთი რომ იყო პირველად გავიგე არადა ,, დილის სარი" ასე ითარგმნება ქართულად.
ლექსი მაგარია +5 ბორჯის ბარჯგი კოლხეთი რომ იყო პირველად გავიგე არადა ,, დილის სარი" ასე ითარგმნება ქართულად.
ლექსი მაგარია +5
3. ვკითხულობ თან ავტორის ხმა მესმის. ძალიან მომეწონა. ვკითხულობ თან ავტორის ხმა მესმის. ძალიან მომეწონა.
2. იპოვნიდე, ნეტავი...
და ამდენსაც რომ არ ეწეოდე, კიდო :)
ისმოდა კოლხური ჰანგები ტექსტიდან.
იპოვნიდე, ნეტავი...
და ამდენსაც რომ არ ეწეოდე, კიდო :)
ისმოდა კოლხური ჰანგები ტექსტიდან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|