 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 16 სექტემბერი, 2020 |
ნიფნიფი, ნუფნუფი, ნაფნაფი, დათესე სიკეთე, დათესე... სიკეთე-უთუოდ ათასი, გინდაც ერთი ძირი კანაფი! მოიდგი ტახტი ან კანაპე, დაიდგი ჩაი ან კომპოტი, თვალებში გაივლე ოფორტი, თვალები შველივით განაბე! გახედე ფანჯრიდან ქარაფებს, ფანჯრიდან მოჩანდეს ვენახი, ფანჯრიდან მეზობელს ენახე, შეწამლე ციცქა და წარაფი! მოხსენი ურდული დარაბას, გახედე მორს-საბურატინოს, დრო მიეც, საკარანტინო ბარაბას, კარაბას-ბარაბასს. იკითხე გალა და კოწია, გალატეა კი დახატე, რა ვქნათ, თუ კანაფზე დახარბდი, ის ერთი ძირი კი მოწიე, ნიფნიფი, ნუფნუფი, ნაფნაფი, დათესე სიკეთე, რომ იმკა და უკანასკნელ მოჰიკანს, გინდაც ერთი ძირი კანაფი, არ დაგრჩეს ძამიკო, სამადლოდ, ვთქვათ, წამლადაც რომ არ დაგრჩეს, გაეხვე თამაშის ფარდაგში, უქვებოდ და უკამათლოდ, დარბაზში ისმოდეს: დომინო, დომინო, დომინო, ისმოდეს, და გრძნობდე, უთუოდ ის მოდის და გრძნობდე, უთუოდ ის მოდის და გრძნობდე, უთუოდ ის მოდის და წასვლა მოანდომინო!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. :) ასე მხოლოდ ი.მ-მ და ნ.გ-მ გამშიფრეს აქ, სამურაივით :) გიოს მოკითხვა, სიყვარულით! <3 :) ასე მხოლოდ ი.მ-მ და ნ.გ-მ გამშიფრეს აქ, სამურაივით :) გიოს მოკითხვა, სიყვარულით! <3
7. კანაფიც მაგიტომ დაარქვა, განჭვრიტა რა შედეგს მივიღებდით წაკითხვით :) კანაფიც მაგიტომ დაარქვა, განჭვრიტა რა შედეგს მივიღებდით წაკითხვით :)
6. კაიაკატას პონტია ;) საკაიფოა, კაიაკატას პონტია ;) საკაიფოა,
5. ფართო პროფილის ალუზიონისტი, რითმების ჟონგლიორი, კიოცო - თავად აცხადებს, ლექსის მიხედვით პაპა კარლოდაც იკითხება, აკრობატობასაც ვიხილავთ ალბათ, მორს რომ მიადგება საბურატინოს. :) მოფიქრება არ უნდოდა მაგას?! გაქებ, გადიდებ, როგორც შემიძლია. ფართო პროფილის ალუზიონისტი, რითმების ჟონგლიორი, კიოცო - თავად აცხადებს, ლექსის მიხედვით პაპა კარლოდაც იკითხება, აკრობატობასაც ვიხილავთ ალბათ, მორს რომ მიადგება საბურატინოს. :) მოფიქრება არ უნდოდა მაგას?! გაქებ, გადიდებ, როგორც შემიძლია.
4. კიო, კიო :)
კიო, კიო :)
3. თქვენ ყოფილხართ ალუზიონისტი :)
თქვენ ყოფილხართ ალუზიონისტი :)
2. მადლობა, მუხა <3 მადლობა, მუხა <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|