მიხეილ ლერმონტოვი - ჩემი დემონი
ბოროტებაა მისი ბუნება; მუქ ღრუბელთ შორის ქროლა უხარის, უყვარს გრიგალთა აგუგუნება, ჩქერების ქაფი, გრგვინვა მუხნარის, ბინდიანი ცა, ღამის ბურუსი, ფერმკრთალი მთვარე, ელვის ტეხილი, მწველი ღიმილი, მზერა ქურუხი, უცრემლო თვალი - ძილგატეხილი.
უქმადმეტყველი უგნურ ბრიყვების მიყურადების ფრიად მოსურნეს, აახარხარებს სალმის სიტყვები და სიცილს მოჰგვრის ყველა მორწმუნე. მისთვის უცხოა ნანვა, ტრფიალი, ხარბად შესანსლავს თუკი მოშივდა, შეტაკებების ორომტრიალის კვამლს და დაღვრილი სისხლის ოხშივარს.
თუ გამარტვილდა ვინმე სიკვდილით, არ ერიდება ღმერთსაც თავნება - ამპარტავნული, მქირდავ ღიმილით გამომეტყველი გვამთან გაჩნდება. თუ ვინმეს ჟამი გაასავათებს და სიკვდილს ელის ათრთოლებული, მასთან ატარებს ბოლო საათებს, მაგრამ ვერ იღებს ნუგეშს სნეული.
და ვიდრე ვცოცხლობ, მებატონება მანამ დემონი ამპარტავანი, გამიცისკროვნებს ხშირად გონებას ელვარე სხივით უცხო სავანის; მომაჯადოებს სრულქმნილ ხატებით, უმალვე წამგვრის თუმც დანაპირებს, მატკბობს წინასწარ ნაგემ ნატვრებით, ბედნიერებას კი არ მაღირსებს.
19 სექტემბერი, მიქაელ მთავარანგელოზის ხს. დღე, 2020 წ.
Михаил Лермонтов – Мой демон Собранье зол его стихия; Носясь меж тёмных облаков, Он любит бури роковые И пену рек и шум дубров; Он любит пасмурные ночи, Туманы, бледную луну, Улыбки горькие и очи Безвестные слезам и сну.
К ничтожным хладным толкам света Привык прислушиваться он, Ему смешны слова привета И всякий верящий смешон; Он чужд любви и сожаленья, Живет он пищею земной, Глотает жадно дым сраженья И пар от крови пролитой.
Родится ли страдалец новый, Он беспокоит дух отца, Он тут с насмешкою суровой И с дикой важностью лица; Когда же кто-нибудь нисходит В могилу с трепетной душой, Он час последний с ним проводит, Но не утешен им больной.
И гордый демон не отстанет, Пока живу я, от меня И ум мой озарять он станет Лучем чудесного огня; Покажет образ совершенства И вдруг отнимет навсегда И, дав предчувствия блаженства, Не даст мне счастья никогда.
1830-1831
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|