| ავტორი: შმაგი ძია ჟანრი: პოეზია 22 სექტემბერი, 2020 |
მაჩნიხარ კიარა და, მინდიხარ კიარა და, მომწონხარ კიარა და შემიყვარდი, ამ ფიქრმა გამაცოცხლა, ჩემს გულში იარა და გათენებასავით გამიხარდი.
მაკლიხარ კიარა და მჭირდები კიარა და დღეს უფრო უსაშველოდ მენატრები, მთვრალი ვარ კიარა და ვბარბაცებ კიარა და, გიყურებ კიარა და მელანდები.
სიშორემ კიარა და, სიკვდილმა კიარა და სიტყვა უშენობამ შემაშინა, ცხოვრებას რა ვუთხარი, ზედ გადამიარა და, ერთი ღიმილიც არ შემარჩინა.
აქ დავრჩე კიარა და დავწყნარდე კიარა და გავჩერდე კიარა და გავფრინდები, გადავრჩე კიარა და ვიცხოვრო კი არა და ბოლოს მომიღებენ ამინდები.
მოდიხარ კიარა და, ჩემთან ხარ კიარა და, სადღაც სიბნელეში მეკარგები, მაჩნიხარ კიარა და, მაკლიხარ კიარა და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები...
შმაგი წიკლაური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომწონს!!! ძალიანაც კი, წარმატებები შმაგი ძია შენ ! მომწონს!!! ძალიანაც კი, წარმატებები შმაგი ძია შენ !
3. ჩვენ გაგვიგია რაცაა მაჩნიხარ, ნუ ნერვიულობ შმაგი ძია, გაიზრდება ჩრდილიც როცა შუადღის მზე გადაივლის. ჰოდა რითმებს დაგიწუნებენ სუსტიაო, მაგრამ პროდუქტიულობას ვერ, თუმცა მგონია რომ ეს ახალი ლექსი არაა და... ახლებსაც ვიხილავთ ალბათ. პოეზიამ შეტყუება იცის, ჯერ ყველა ლექსს დაგაყრევინებს რაც გამოდნება შენგან და მერე ისეთ მარწუხში მოგაქცევს, უიმისოდ ვერსად... მე მაპატიეთ და ...ჩემს მანდილს დაეცეს მეხი. :) ჩვენ გაგვიგია რაცაა მაჩნიხარ, ნუ ნერვიულობ შმაგი ძია, გაიზრდება ჩრდილიც როცა შუადღის მზე გადაივლის. ჰოდა რითმებს დაგიწუნებენ სუსტიაო, მაგრამ პროდუქტიულობას ვერ, თუმცა მგონია რომ ეს ახალი ლექსი არაა და... ახლებსაც ვიხილავთ ალბათ. პოეზიამ შეტყუება იცის, ჯერ ყველა ლექსს დაგაყრევინებს რაც გამოდნება შენგან და მერე ისეთ მარწუხში მოგაქცევს, უიმისოდ ვერსად... მე მაპატიეთ და ...ჩემს მანდილს დაეცეს მეხი. :)
2. ჩრდილი კიარა და ჩრჩილი ♥ მაჩნიხარ კიარა და არაფრად არ მიმაჩნიხარ შენ და კიდე შენი კრიტიკა. ნეტა მანახა ერთი ასეთი რა შეგიქმნია ცხოვრებაში რო ყველას კომენტარებში ასე აკრიტიკებ? ჩრდილი კიარა და ჩრჩილი ♥ მაჩნიხარ კიარა და არაფრად არ მიმაჩნიხარ შენ და კიდე შენი კრიტიკა. ნეტა მანახა ერთი ასეთი რა შეგიქმნია ცხოვრებაში რო ყველას კომენტარებში ასე აკრიტიკებ?
1. არ ვარგა კი არა, "მაჩნიხარ" რა უბედურებაა? ათიდან კი არა, ოციდან ორი. არ ვარგა კი არა, "მაჩნიხარ" რა უბედურებაა? ათიდან კი არა, ოციდან ორი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|