| ავტორი: შმაგი ძია ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2020 |
სევდა და სევდიანი ღიმილები, ზაფხულის უჩვეულო სურათია, უგულოდ გავაფუჭე გვირილები, ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, სულ ერთია...
ფიქრებში ჩაძირული როიალი, საათი აღარც მახსოვს რომელია, ქუჩები მარტოდ მარტომ მოვიარე, ძილი კი თავად ღამეს მოერია.
ეს ნამი განთიადის პირსაბანი, ის მთვარე შავ ღრუბელზე მჯდომიარე, და როცა გადამივლის ურაგანი, მაგ შენი სიყვარულით მომიარე.
გატყუებ, გადავაგდე კალმისტარი, რითმებში გადავვარდი... ხო ესეა, მე დავრჩი პოეზიის პატიმარი, და დამრჩა წვიმიანი პოეზია.
სევდა და სევდიანი ღიმილები, ზაფხულის უფერული სურათია, უგულოდ გავაფუჭე გვირილები, ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, სულ ერთია...
შმაგი წიკლაური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სრული სიცარიელე. სრული სიცარიელე.
2. სასიამოვნო ეტიუდია, ანუ სავარჯიშო თხზვაში. სასიამოვნო ეტიუდია, ანუ სავარჯიშო თხზვაში.
1. მშვენიერი ლირიკაა, მერე რა, რომ მთვარე "მჯდომიარეა" :)
მშვენიერი ლირიკაა, მერე რა, რომ მთვარე "მჯდომიარეა" :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|