ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2020


Dance floor

ამ მდინარის სათავე,
ახალგაზრდა ქართველი ქალია
და სისხლის მდინარემ ეს კარგად უწყის.
იცის თავისი გზა,
რომელიც უნდა გაიაროს
სამზარეულოს გავლით.
ეს მდინარე სხვა მდინარეებს არა ჰგავს,
რომელთაც არ უჩანთ დასასრული:
სისხლის მდინარე გაჩერდება! -
ტელეფონის ყუთთან.
მზის სხივები კი აღწევს ოთახში,
მაგრამ მდინარეს ვერა სწვდება,
ვერა სწვდება ვერც სათავეს.
ან რაღად უნდა იმას სითბო
ვინც უკვე მოკლეს?!
ამიტომ მზე, დღეს მხოლოდ
ფანჯარაზე მოცეკვავე ყვავილებს გაათბობს,
რომლებმაც იციან ქალის საიდუმლო
მაგრამ არაფერს ამბობენ.
მხოლოდ ცეკვავენ,
მარად მოცეკვავე ყვავილები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები