მიხეილ ლერმონტოვი - სიზმარი
მესიზმრა რომ ვიწექ, შუადღისის ალხში დაღესტნის ღრანტეში, მკერდში ნატყვიარით, ღრმა იარას ჯერაც ასდიოდა კვამლი, სხეულიდან სისხლის მოწვეთავდა ღვარი.
მარტოდმარტო ვეგდე ცხელ ქვიშაზე სადღაც, მთების კალთებს ირგვლივ მოფენოდა ჩრდილი, ზერდაგ მთების მწვერვალთ მცხუნვარე მზე წვავდა და ჩემს გვამსაც - მძინარს სამუდამო ძილით.
სიზმრად შევცქეროდი მოჩახჩახე პალატს და მიმწუხრის ნადიმს მშობლიური მხარის, ყვავილებით მორთულ ახლგაზრდა ქალთა დასში ჩამოვარდა ჩემზე საუბარი.
აარიდა თავი მათ ლაპარაკს განზრახ ერთადერთმა ქალმა და წაიღო ფიქრმა, მწარე მონაზმანში სული ახალგაზრდა, მხოლოდ ღმერთმა უწყის, რარიგ ჩაიძირა;
მან დაღესტნის ღრანტე დაინახა ხილვით, ცხელ ქვიშაზე ეგდო მახლობელი მისი, შავდებოდა უკვე გვამის მკერდზე ბრძვილი, ცივდებოდა ღვარი დადენილი სისხლის.
28 სექტემბერი, 2020 წ.
Михаил Лермонтов – Сон
В полдневный жар в долине Дагестана С свинцом в груди лежал недвижим я; Глубокая еще дымилась рана, По капле кровь точилася моя.
Лежал один я на песке долины; Уступы скал теснилися кругом, И солнце жгло их желтые вершины И жгло меня — но спал я мертвым сном.
И снился мне сияющий огнями Вечерний пир в родимой стороне. Меж юных жен, увенчанных цветами, Шел разговор веселый обо мне.
Но в разговор веселый не вступая, Сидела там задумчиво одна, И в грустный сон душа ее младая Бог знает чем была погружена;
И снилась ей долина Дагестана; Знакомый труп лежал в долине той; В его груди, дымясь, чернела рана, И кровь лилась хладеющей струей.
1841
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|