წვიმის ქალაქში იმ დღესაც წვიმდა, იწუწებოდნენ მაგნოლიები, შენი ჩურჩული ჟრუანტელს მგვრიდა და ათას რამეს გაყოლიებდი. ნუთუ ცხოვრება მართლა ბედია, და ყველაფერი მაღლა განსაჯეს?! ერთ ზღვაში ორჯერ აღარ შედიან, მე შენს ღელვაში მოვხვდი ათასჯერ... წვიმის ქალაქში იმ დღესაც წვიმდა და გზები იყო გადაკვეთილი და რაღაც მძიმე, უცხო და წმინდა შემოდიოდა ჩვენში ღმერთივით... მერე კი ყველა ნერვი დატბორა, დაუკავშირა გრძნობა განვლილ წლებს და როგორც კარგი წიგნის ავტორმა, დაფნის გვირგვინზე ფიქრი დავიწყე, თუმც კაცი თურმე მაშინ ეცემა, როცა იმედი თითქოს გამაგრებს, ჯერ შენ და მერე ჩემმა ლექსებმა, ტერენტისავით ჯვარზე გამაკრეს! ბათუმს მოედო წვიმის არშია, წვიმდა უმიზნოდ, უხმოდ, სიბეცით და როგორც იმ ძველ სიმღერაშია, თითქოს ჩვენც წვიმად გადავიქეცით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. როგორც ყოველთვის მუდამ ფორმაში +5 როგორც ყოველთვის მუდამ ფორმაში +5
4. მიყვარს ავტორიანად ++ მიყვარს ავტორიანად ++
3. ფინალი და კიდევ ერთი მომენტი. კარგი ლექსია.
ფინალი და კიდევ ერთი მომენტი. კარგი ლექსია.
2. მშვენიერი ლექსია, ფორმაში ხარ როი და მიხარია ძმაო გულწრფელად.
5 მშვენიერი ლექსია, ფორმაში ხარ როი და მიხარია ძმაო გულწრფელად.
5
1. ნოსტალგიური და ამაღელვებელი ❤ მოგიკითხე ძმაო 5 ნოსტალგიური და ამაღელვებელი ❤ მოგიკითხე ძმაო 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|