| ავტორი: უიარაღო ჟანრი: პოეზია 9 ნოემბერი, 2020 |
(დილის ექსპრომტი)
იტყვიან შენზე, რომ ერთ პოეტს უყვარდა, ხობისწყლის ნაპირას გიწერდა სონეტებს, ერთხელაც მას ციდან მზე ჩამოუვარდა, ასეთი ბედი აქვთ ძვირფასო, პოეტებს...
იმასაც იტყვიან, ლექსების კრებული, დააქვსო უბით და თვალები სველი აქვს და გაგახსენდება ჩრდილების სხეული, რომ აღარ უჩანდა ბოლო ჩვენს ხეტიალს...
იტყვიან: გრძნობები მასში არ მთავრდება, წარსულზე ფიქრები მომავალს გიფანტავს, მე ვნახე, სოფელში როდესაც ღამდება, ღმერთი შენს თვალებში მზეს როგორ ინახავს...
იტყვიან: როდესაც სიყვარულს ვიწყებდით, მთვარიან ღამეში ეს როგორ აღვნიშნეთ, ახლა კი ყვავილებს, რომლებსაც გიკრეფდი, დაჭკნა და იყენებ წიგნების სანიშნედ...
იტყვიან: იმ ბიჭის ხიზნებს ეს გადაჰყვა, ის ბიჭი კი თავის პოეტურ ვარამებს და ნახავ, როცა ქარს ღრუბელი გადაჰყავს ბარიდან მთისაკენ - ინატრებ დაღამდეს...
მე გეტყვი: ეს ასე სულაც რომ არ მოხდეს, არავის არ ქონდეს სათქმელი ირიბად, იმ ბედის ვარსკვლავზე ჩვენ ერთად ჩამოვსხდეთ და ტანზე მოვიცვათ გრძნობები შილიფად...
გპირდები დღეიდან არ წავალ აღარსად, არასდროს დაგტოვებ თუნდაც “ხვალ დილამდე”, მოდი და ნურასდროს გვერქმევა “ცალ - სახად”, ვიაროთ “ერთბაშად” ჩვენ ბოლო წვიმამდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მშვენიერია. 5
მშვენიერია. 5
3. დიდი მადლობა ანანე, მუხა დიდი მადლობა ანანე, მუხა
2. მომენატრა ასეთი პოეზია მომენატრა ასეთი პოეზია
1. ძალიანი მომეწონა. ძალიანი მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|