| ავტორი: უიარაღო ჟანრი: პოეზია 15 ნოემბერი, 2020 |
დრო შემოაკვდა ჩემო ძმაო ნიკო ფიროსმანს, ეპოქას უნდა უმეცრების ჩრდილი გავხადო, იმათი დედაც, (აბებს ვსვამ და კიდეც ვიყნოსავ) ვისაც კაპიკად არ უღირდა მისი ნახატი...
ხვდებოდნენ ხიდთან კვირკველიას, უბრად, უტიფრად და დასცინოდნენ დაკერებულ შარვლის ტოტებზე, ხოდა იმათიც, თუმანი რომ აღარ უღირდათ, წალენჯიხელის მხიარული გავლა პროსპექტზე...
სანამ ბებერი მთვარე ოთახს ისევ მინათებს, რენტგენზე სანამ გაშუქდება ღვიძლი დაშლილი, არ შევიკავებ აქაც თავს და ერთი იმათიც, ვინც ძველ ჩოხაში ვეღარ იცნო რაზიკაშვილი...
მე ვწერ და ჟამმა გაარკვიოს სტილი და ჟანრი, არც თავმდაბლობა აღარა მაქვს ოდენ იოტის, კიდევ იმათი, ტროტუარზე, ვინც ნახა მთვრალი და სახლამდე არ მიაცილა გალაკტიონი...
ვუმტვრევთ დარაბებს ბრმა ეპოქას, ყეფენ ძაღლები, დღეს პოეზიის ამბიონზე სხვა მზე ანთია, ბოლოს იმათიც, ვინც სიმღერა, ძველი ვალები და გენიოსთა ამბოხება არ გვაპატია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მართლაც, ყველასი. მაგრამ,დღესაც ასე გრძელდება. მართლაც, ყველასი. მაგრამ,დღესაც ასე გრძელდება.
4. მიძღვნა ყოველთვის სასიამოვნოა, თან როგორი სახელებია ნახსენები. მიძღვნა ყოველთვის სასიამოვნოა, თან როგორი სახელებია ნახსენები.
3. სასიამოვნო საჩუქარია. სასიამოვნო საჩუქარია.
2. პაროლის დავიწყება ანანე სხვა არაფერი, ვერ აღვადგინე პაროლის დავიწყება ანანე სხვა არაფერი, ვერ აღვადგინე
1. რამდენი ექაუნთით უნდა წერდე :) მიზანი რა არის ან მიზეზი?
რამდენი ექაუნთით უნდა წერდე :) მიზანი რა არის ან მიზეზი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|