ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2020


სიმძიმე

სადღაც აბრაგივით გავიხიზნე.
იოლი თქმაა,
ცოტა რთულია, ასეთ თოვას ფეხი აუწყო.
ყველა რატომღაც მებაზრება მაგალითებით.
მე მაინც თოვლის ნელი დნობის ენით ვსაუბრობ.
მსგავსი ამინდი ქედმაღლურია.
მსგავსი პასუხი არ გიხდებათ. ცხადზე ცხადია.
ქალაქში რაღაც შავი ჭირი თუ სახადია..
ალბათ მიტომაც აღარ არის ძაღლი და ყეფა.
ვდგავარ და სიზმრებს წყალში ვურევ. აკვერელია.
ჩემს ამბავს ყვება.

ან რა მაკითხებს ამ სისულელეს.
ამდენ სიგიჟეს რა მაწერინებს.
ცხოვრებას არ ჰგავს ეს სიუჟეტი
სახელი ქვია დანაწევრება.

შენი შემოსვლა კვანძის შეკვრაა.
ჩემი სირბილი - კვანძის კანონი.
ქალაქში ისევ სახადებია.
ბახილებია. უნიკალური
იქნებ გადავრჩე. იქნებ ჭებია.
იქნებ არცა ხარ. იქნებ გიგონებ.
ვფლობ სხეულს თითქოს ანჯამებიანს
მოსინანულო ქორონიკონის.
ახლა შევწყვიტე სუნთქვა, ერთგვარი
კაცის და ღმერთის ერთი რწმუნება.
კანი კი არა, თითქოს ბეგთარი
ყოველდღე ცნობას მეიძულება.
ეგ სურათები დასახევია.
ეს რეკლამები -გადასაწვავი.
მეტაფორულად
სხვა სინამდვილეში გადასატანი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები